ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46264

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ საქართველოდან იღებდა „მნათობს“, „ცისკარს“, „დროშას“, „ლიტერატურულ საქართველოსა“ და „სამშობლოს“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სანდრო შანშიაშვილი წერილში რედაქციის მიმართ იუწყება, რომ უდროოდ გარდაიცვალა იროდიონ ევდოშვილის უფროსი ვაჟი ვანო ხოსიტაშვილი, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. იროდიონის ქვრივს დარჩა სამი ქალიშვილი, რომლებიც გაჭირვებაში იმყოფებოდნენ. ქართულმა საზოგადოებამ ოჯახს დახმარება გაუწია: ალექსანდრე პოპიაშვილი − 15 000 მან., ძმები მირიანაშვილები − 7000 მან., ძმები კორაშვილები, ალექსი ძეგველოვი, ალექსანდრე ნადირაშვილი, სერგო სიმონოვი, მიხეილ სესიაშვილი − 5000 მან., მიხეილ ბატიაშვილი, ვანო არუთინოვი, მიშა დონჯაშვილი, ნიკო ახმეტელი, გ. ხელაშვილი, პარმენ გელაშვილი, დიმიტრი და სიმონა მირინაშვილები, ისაკა ალხანიშვილი − 2000 მან., ისიდორე სტურუა, ალექსი ზარიძე, სორწოლიანი, ნიკო ჭრელაშვილი, მ. ბაშარული − 1000 მან., ილია აგლაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, გ. ნიკოლაშვილი, გ. ახრახაძე − 500 მან.

პირები
ალექსანდრე (სანდრო) ილიას ძე შანშიაშვილი ალექსანდრე პოპიაშვილი ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილი დავით კორაშვილი ალექსანდრე ძეგველოვი ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი (ნადიროვი) სერგო სიმონოვი მიხეილ გიორგის ძე სესიაშვილი ვანო არუთინოვი (1) მიხეილ ბატიაშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე ახმეტელაშვილი გიორგი ალექსის ძე ხელაშვილი პარმენ გელაშვილი დიმიტრი მირინაშვილი სიმონა მირინაშვილი ისაკა ალხანიშვილი ისიდორე ივანეს ძე სტურუა ალექსანდრე (ალექსი) ზარიძე ნიკო ჭრელაშვილი მიხეილ გიორგის ძე ბაშარული ილია სვიმონის ძე აგლაძე (აღლაძე) იოსებ ნაცვლიშვილი გ. ნიკოლაშვილი გრიგოლ (გოლა) გრიგოლის ძე ახრახაძე მარიამ ივანეს ასული ხოსიტაშვილისა (ევდოშვილისა)
წყარო

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „სასკანდალო შედეგები“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში პეტრე მელიქიშვილის საპატივსაცემო საღამო გაიმართა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ივანეს ასული ჯანყარაშვილი-ხოსიტაშვილისა ვანო ხოსიტაშვილის დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვანო ხოსიტაშვილი მწერალ იროდიონ ევდოშვილის ერთადერთი ვაჟი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ იროდიონის ასული ხოსიტაშვილი მწერალ იროდიონ ევდოშვილის ქალიშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბეტა იროდიონის ასული ხოსიტაშვილი მწერალ იროდიონ ევდოშვილის ქალიშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თინა იროდიონის ასული ხოსიტაშვილი მწერალ იროდიონ ევდოშვილის ქალიშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი ვანო ხოსიტაშვილის ბიძა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი ბაბილინა ხოსიტაშვილის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მიხეილ ივანეს ძე ჯანყარაშვილი ვანო ხოსიტაშვილის ბიძა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მიხეილ ივანეს ძე ჯანყარაშვილი მარიამ ხოსიტაშვილის ძმა იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 იანვარს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ვანო იროდიონის ძე ხოსიტაშვილის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ: დედა − მარიამ ივანეს ასული, დები − თამარ, ბეტა და თინა, მამიდა- ბაბილინა ხოსიტაშვილი-კურდღელაშვილისა, ბიძა ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი, ბებია − ევა ნოდარის ასული ხოსიტაშვილი და ბიძა − მიხეილ ივანეს (წყალობას) ძე ჯანყარაშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს იაკინთე აროშიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად სამი შაური გაიღო.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ ალექსანდრე ზაქარიაძის ვაჟი და მეუღლე ცოცხლები აღარ იყვნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს ივანე ემელიანოვმა, ბეჟანოვმა, ისააკ ნარიმანოვმა და ონისიმე სულავამ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად ორ-ორი შაური გაიღეს.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ უკვე 3-ჯერ იყო საქართველოში, რომ ამაში მას დეიდაშვილი, გიორგი ლეონიძე, ეხმარებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ათონის ბერძენ და ქართველ ბერებს შორის დაძაბული ურთიერთობის მოგვარების საკითხზე თბილისში ბენედიქტე ბარკალაია ჩამოვიდა.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 18 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაშუ მისწერა, რომ სიკვდილის წინ ანდერძს დაწერდა, შევარდნაძე და გორბაჩოვი ოჯახებიანად გაენადგურებინათ.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843 წელს გიორგი დავითის ძე კლდიაშვილი თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის ნარკვევისა „წარსული და მომავალი ინგილოების ცხოვრება“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსები „ზამთრის ღამე“ და „სურათი“.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-12 წლებში ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე სოფ. თავასის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მინღა გლახუას ასული ჩხეიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ნიკო ბეჟანის ძე ჩხეიძის მეუღლე იყო.