ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46264

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 დეკემბერს იურიევის უნივერსიტეტის წლიურ აქტზე სტუდენტი გიორგი ჯავახიშვილი თხზულებისათვის „ცხოვრება და ლიტერატურული მოღვაწეობა გრიბოედოვისა" ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის ზაფხულში სან-ფრანცისკოში მყოფმა პაატა ნაცვლიშვილმა და ნოშრევან და მირიან გალაშვილებმა ალექსანდრე სულხანიშვილს ქაქუცა ჩოლოყაშვილის იარაღის საქართველოში წაღების ნებართვა სთხოვეს.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 18 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ საქართველოში იკვლევდნენ, რა ქიმიური შემადგენლობის იყო მომწამლავი გაზი, რომლითაც 9 აპრილს 300-ამდე დემონსტრანტი მოწამლეს. გამოძიებაში წითელი ჯვარიც იყო ჩართული.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წელს გამოცემულ წიგნში „ჩემი მოგონებანი“ ალექსანდრე სულხანიშვილი აღწერს, როგორ გადაიყვანა ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოდან ჩეჩნეთში და ალი მიტაევს შეახვედრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ამბოხების დროს ჩეჩნები რუსეთიდან ჯარს არ შემოუშვებდნენ.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის იარაღი სან-ფრანცისკოდან საქართველოში ჩამოტანამდე პაატა ნაცვლიშვილმა უსაფრთხოების მიზნით ალექსანდრე სულხანიშვილის საკუთრებად გამოაცხადა, მხოლოდ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ქ. ჩოლოყაშვილის იარაღი ჩამოჰქონდათ.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 3 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს სწერდა, რომ პარტიზანულ ბრძოლებში ჩართვის შემდეგ მისი მშობლები სახლიდან გამოყარეს, სახლს სახურავი გადახადეს და მეზობლები რომ არ დახმარებოდნენ, სოფლიდან თბილისში გაასახლეს.

1986

ტიპი: გარდაცვალება

1987 წლის სექტემბრის ბოლოს სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა ალექსანდრე სულხანიშვილის მეუღლე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „საქართველოს ნოტა აზერბაიჯანს“, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ მისი მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი აწერდა ხელს.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 3 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარსავაში სწერდა, რომ საქართველოში, მათ მამულში, მცხოვრებმა კომუნისტმა ოსებმა მოკლეს მისი 16 წლის ძმა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 3 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს სწერდა, რომ 45 წლის იყო, როდესაც ნიუ-იორკიდან ოჯახთან დაკავშირება მოახერხა.

1989

ტიპი: ღონისძიება

1989 წლის ზამთარში ალექსანდრე სულხანიშვილმა სან-ფრანცისკოში ჩასულ მოცეკვავეთა გუნდს 50-მდე წიგნი გამოატანა საქართველოში.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 3 აპრილს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში სწერდა, რომ საუკუნის დასაწყისში სოციალ-დემოკრატების იდიოტური პროპაგანდით მოწამლულმა გლეხკაცობამ მოსპო ქართველი ინტელიგენცია.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი სან-ფრანცისკოში, თავის სახლში ინახავდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოქროს ზარნიშიან ხმალს, ხანჯალსა და ქამარს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 თებერვალს მარიამ საფაროვ-აბაშიძის, ელენე ანდრონიკაშვილისა და გ. ს. ალექსეევ-მესხიევის ინიციატივით მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო უნდა გამართულიყო.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 18 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა საქართველოში 9 აპრილს მომხდარი მოვლენების შესახებ.

1989

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1989 წელს ალექსანდრე სულხანიშვილის ყოველთვიური პენსია სან-ფრანცისკოში 1000 დოლარი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 თებერვალს ელენე ანდრონიკაშვილის ინიციატივით თბილისის რეალური სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ კონცერტი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 მარტის „დროების“ მეშვეობით ელენე ანდრონიკაშვილმა თბილისის რეალური სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ გამართულ კონცერტში უსასყიდლოდ მონაწილეობისთვის ბარბარა ზარუდნაიას, კ. გორსკის, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვს, გ. ალექსეევ-მესხიევს, ლევ მარკოვს, ლუკა გურგენბეკოვს მადლობა გადაუხადა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო მიხეილის ასული დოლიძისა ნოე სიხარულიძის რძალი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნესტორ გლახუას ძე სიხარულიძე ნოე სიხარულიძის ძმა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი პეტრე გიორგის ძე წულუკიძე ივანე წულუკიძის მამა იყო.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 28 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ მის წიგნს „იუნკრები“ მიხეილ ქავთარაძე პარიზში დაბეჭდავდა და ხარჯებსაც ის აანაზღაურებდა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 20 აპრილს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ მისი მეუღლე ფსიქიკური აშლილობით იყო ავად.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 28 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ ვალერიან თევზაძის „განვლილი გზის“ ხელნაწერი გაეგზავნა. წიგნი მიხეილ ქავთარაძეს პარიზში უნდა დაებეჭდა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს სწერდა, რომ საფრანგეთში ილია ჭავჭავაძის სიკვდილის გამომძიებელი კომისიის ორი წევრი გაიცნო, რომლებმაც ილიას მკვლელობის შესახებ სიმართლე უამბეს, მაგრამ სიტყვა ჩამოართვეს, რომ საქართველოს განთავისუფლებამდე ამ ინფორმაციას საიდუმლოდ შეინახავდა.