ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46264

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორ იოსებ ყიფშიძის გარდაცვალების გამო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს შუამდგომლობა, რომელსაც გამგეობის წინაშე დეკანოზი კეკელიძე წარმოადგენდა. მათი თხოვნა იყო, ნება მიეცათ განსვენებულის ნეშტის ქართველ მოღვაწეთა სავანეში დაკრძალვისა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კორექტორ-მეთვალყურის, ტერენტი წერეთლის თხოვნა, რომ საზოგადოების გამგეობას მისთვის შეეძინა ელექტროტრამვაით მიმოსვლის მუდმივი ბილეთი, რადგან საქმეების გამო მას ყოველდღე უხდებოდა ქაღალდის შესაძენად, სტამბებში და სხვ. ადგილებში ტრამვაით სიარული. მუდმივი (1 წლის ვადით) ბილეთი ღირდა 660 მანეთი. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ ტრამვაის ქირა ფაქტიური ხარჯების მიხედვით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება მაღაზიის აღწერის შესახებ, რომელიც ინსტრუქციის თანახმად გასული საანგარიშო წლის დასასრულს დაკისრებული ჰქონდა კომისიას, რომელშიც შედიოდნენ: გამგეობის წევრები კალენიკე ქავთარაძე, ი. გიორგობიანი და ვარლამ ბურჯანაძე, კორექტორი ტერენტი წერეთელი. გამგეობამ საკითხის განხილვა შემდეგი კრებისთვის გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის თებერვალში თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის პედაგოგი ალექსი ბარსოვი განათლების სამინისტროს სთხოვდა, რომ თბილისში ან ოზურგეთში მისცემოდა რუსული ენის გაკვეთილები ან პენსიის დანიშვნით განთავისუფლბულიყო სამსახურიდან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 თებერვალს თბილისის ვაჟთა VII გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელმა სავლე იოსების ძე აბულაძემ 1911 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის საოსტატო სემინარია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 21 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძე სახალხო განათლების სამინისტროს სწერს, რომ სავლე აბულაძე თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად მიიწვიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე და კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 20 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ სამსონიასათვის ქართული საბავშვო ბაღის გახსნის ნებართვის შესახებ. ნება მიეცა თბილისში ბაღის გახსნისა.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 20 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სკოლათა მთავარგამგის მოხსენება სამინისტროსა და ერობათა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საგანგებო კომისიის მიერ შემუშავებული გეგმა. მიიღეს მცირედი შესწორებით. სამინისტროს წარმომადგენლად ერობის ყრილობაზე დაინიშნა დაბალ სკოლათა გამგე გ. ა.ჭუმბურიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 თებერვლიდან სოფიო დიმიტრის ასული ბახტაძე ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 თებერვალს გორის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელმა გიორგი დავითის ძე აბულაძემ სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა გაეცათ განკარგულება, რათა იგი ჩაერიცხათ გიმნაზიის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის შტატის მასწავლებლად. ამასთანავე მისწერა, რომ ამზადებდა გორის გიმნაზიის მოწმობას ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის შტატის თავისუფალი ადგილის შესახებ და დოკუმენტს, რომელიც მიღებული ჰქონდა კიევის უნივერსიტეტიდან. დოკუმენტი წარუდგინეს სამინისტროს. აბულაძემ აღნიშნული დოკუმენტები თან წაიღო. ეს თხოვნა კი გაეგზავნა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ხაზინადარმა, ნოე ნადარეიშვილმა მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლა ქალაქის თვითმართველობის ხელში 1919 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო სამკითხველო იმავე წლის პირველი ოტომბრიდან გადავიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

მარიამ ბუტულაშვილი-ჭრელაშვილი მსახურობდა მ. ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიაში ექვსი წლის განმავლობაში. ის ითვლებოდა პეტროგრადის ქალთა უმაღლეს-ბესტუჟევის-კურსების მსმენელად.

1919

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე სწერს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ პირველ წელს ვერ დაამტკიცეს მასწავლებლად, რადგან სამასწავლებლო გამოცდები უნდა ჩაებარებინა. რევოლუციის შემდეგ, როცა სამოსწავლო ოლქი კომისარიატით შეიცვალა, ხაშურის გიმნაზიის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა კომისარიატის წინაშე მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ. კომისარიატმა კი დროებითი მოწმობა უნივერსიტეტის დამთავრების შესახებ საკმარისად არ სცნო და მოითხოვა დიპლომი, რომელიც კიევში იყო. სამოქალაქო ომმა და ანარქიამ ხელი შეუშალა დიპლომის მიღებას და გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 თებერვალს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიამ იშუამდგომლა განათლების სამინისტროს წინაშე, რომ სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილს ყველა ნამსახური წელი ჩათვლოდა ნამდვილ სამსახურში.

1919

ტიპი: განათლება

1901 წელს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელმა სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილმა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება დაამთავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე სწერს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, ხელმეორედ აღძრას შუამდგომლობა კომისარიატის წინაშე, რათა დაამტკიცონ შტატის მასწავლებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 თებერვალს კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე სწერს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ მესამე წელია მასწავლებლად მუშაობს და ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული შტატის მასწავლებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი შუამდგომლობს მაღალ და საშუალო სკოლათა მთავარგამგის წინაშე, რათა კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე დამტკიცდეს ისტორიის შტატის მასწავლებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი სწერს მაღალ და საშუალო სკოლათა მთავარგამგეს, რომ კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე არის კარგად მომზადებული მასწავლებელი. ის თავის ღრმა, თანამედროვე პედაგოგიურ პრინციპებს იყენებს ხაშურის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების მოსწავლეთა განათლებისთვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 თებერვალს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი სწერს მაღალ და საშუალო სკოლათა მთავარგამგეს, რომ უგზავნის მასწავლებელ კონსტანტინე გოგელიძის განცხადებას, სადაც წერია მისი უნივერსიტეტის დიპლომის კიევიდან მიუღებლობის მიზეზები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რწმუნებულთა საზოგადო კრების დადგენილების თანახმად (04.02.1919) გამგეობის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს თევდორე კიკვაძე, სასკოლო სექციის თავმჯდომარედ – ლუარსაბ ბოცვაძე. სასკოლო სექციის წევრებად გამგეობის მხრიდან აირჩიეს იპოლიტე ვართაგავა, ვარლამ ბურჯანაძე, სამწიგნობრო სექციის წევრებად კი – სეით იაშვილი და შიო დედაბრიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის აზრი, რომ სასურველია, შეიძინონ ანასტასია ხოშტარიას ნაწერები. გამგეობამ დაადგინა, ანასტასია ხოშტარიასგან შეეძინათ მისი ნაწერების გამოცემის უფლება და ჰონორარის ანგარიშში მიეცათ 1000 მანეთი იმ შემთხვევაში, თუ ის დათანხმდებოდა სექციის შემუშავებულ პირობებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 13 თებერვლის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გ. მ. ლასხიშვილი, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გ. ა. ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვ. მ. ბერიძე, მდივანი კ. აბაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 თებერვალს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე განიხილეს სილოვან ხუნდაძისთვოს ჯამაგირის მიცემის საკითხი 6 თვის განმავლობაში ქუთაისის სასწავლებელთა კომისრის თანამდებობის ასრულების გამო. კანცელარიის დირექტორს მიენდო მოხსენების შედგენა საკითხის მთავრობისთვის წარსადგენად.