ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50017

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების წევრებმა დაამტკიცეს 1919 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების წევრებმა დაამტკიცეს 1917-1918 წლების ანგარიში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების წევრებმა დაადგინეს, რომ განყოფილების გამგეობას ქალაქის თვითმმართველობისთვის ეთხოვა წიგნსაცავ-სამკითხველოებს დახმარებოდა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, მ. ტაბატაძე იყო ზესტაფონის ერობის გამგეობის წევრი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიურ კრებაზე თავმჯდომარემ და ერობის გამგეობის წევრმა მ. ტაბატაძემ განაცხადა, რომ მთავრობას სამკითხველოების დახმარება სურდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიურ კრებაზე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძემ განაცხადა, რომ წევრები საწევრო გადასახადს არ იხდიდნენ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარე იყო მ. ტაბატაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წევრების მეორე წლიური კრება. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, კ. ქავთარაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს, რომ მესტამბე ვარლამ რუხაძე ავანსად წიგნების („დედაენა“ II ნაწილი) ბეჭდვის ანგარიშში 20000 მანეთს ითხოვდა. გამგეობის ცნობით, რუხაძე „დედაენას“ თავის ქაღალდზე ბეჭდავდა. „დედაენის“ II ნაწილი 15000 ცალი უნდა გამოსულიყო . დადგინდა, მიეღო ვ. რუხაძეს 20000 მანეთი ავანსად. ხელშეკრულების დადება მიენდო თევდორე კიკვაძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: ალექსანდრე არაბიძე თანახმა იყო, საზოგადოებისთვის 35 000 მანეთად 7 000 ცალი, ანუ მთელი გამოცემა, ს. იაშვილის „ბოტანიკა“ დაეთმო. ასევე გამგეობას ნებას აძლევდა, წიგნზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა დაეწერებინათ. გამგეობის განჩინებით, მას 7 000 ეგზემპლარში 35 000 მანეთი გადაუხადეს, 2 000 მანეთი მაშინვე, დანარჩენი – ერთი თვის შემდეგ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სოფელ ჭყონაგორის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა (ეგ. ნინოშვილის სახელობის ნიგოითის საზოგადოება) წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ფოთის განყოფილების გამგეობის თხოვნა სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სოფელ ღვარდიის (რაჭა) ახლად დაარსებული ბიბლიოთეკის გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა, მე-19 საუკუნის ლიტერატურის მიმოხილვის ჰონორარის ანგარიშში ავანსად მიეღო 1500 მანეთი. გამგეობამ საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიორგი გიორგიძე ისტორიის მასწავლებლად დაემტკიცებინათ, რადგან ის 1918 წლიდან გიმნაზიაში მუშაობდა. ხელს აწერენ დირექტორი კლიმიაშვილი და საქმისმწაროებელი დ. შავლიაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

ამბერკი გიორგიძე განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს სთხოვს საზღვარგარეთ გაგზავნას უმაღლესი განათლების მისაღებად სხვა სტუდენტებთან ერთად, რათა დაბრუნების შემდეგ, როგორც აღნიშნავს, იქ შეძენილი სათანადო ცოდნით შეძლოს სამშობლოს საკეთილდღეოდ მუშაობა

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 3 ივლისს თბილისის საერთო სახელოსნოს სამმართველომ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის ატესტატი N170 გადასცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში საქართველოს კოოპერატიული ბანკის დამფუძნებელმა კრებამ, რომელსაც ესწრებოდა ნოე ხომერიკი, განიხილა წესდება და ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში დამფუძნებელმა კრებამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წამსვლელთათვის 2 000 000 მანეთი გამოყო. სტიპენდიის განაწილების წესის შესამუშავებლად განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა საუწყებათაშორისო კომისია, რომელშიც გაერთიანდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დამფუძნებელი კრების კომისიების წარმომადგენლები, მათ შორის იყო ნოე რამიშვილიც.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ივლისში ქობულეთში გამართულ სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა მემედ-ბეგ აბაშიძე. მან მიმოიხილა საქართველოს წარსული და ისაუბრა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი ხელს არ შეუშლიდა სამუსლიმანო საქართველო ფართო ავტონომიით შეერთებოდა დამოუკიდებელ საქართველოს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე საჩეკო ოპერაციების საკითხი განიხილეს. აზრთა სხვადასხვაობის გამო საბჭოს წევრები ორ ჯგუფად გაიყვნენ, ერთ ჯგუფს სათავეში ედგა სახელმწიფო ბანკის გამგე ბერგი, ხოლო მეორეს – ამიერკავკასიის ბანკის დირექტორი იასონ ლორთქიფანიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, არჩეულიყო ოთხი კაცისგან შემდგარი კომისია, რომელიც საჩეკო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხს შეისწავლიდა. კომისიაში შევიდნენ: იასონ ლორთქიფანიძე, ბერგი, ჯაყელი და ალექსანდრე ჯაბადარი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ისიდორე სტურუამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა რესპუბლიკის ერობათა სტატისტიკოსების პირველი ყრილობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ქუთაისელებმა განათლების მინისტრს სთხოვეს, ელენე ბაინდუროვა-გონიევასთვის მუსიკალური კურსების გახსნის ნება დაერთო, სადაც ხელმოკლე ბავშვებიც ისწავლიდნენ. თხოვნით მიმართეს თამარ ვარდოსანიძემ, მარიამ და ვლადიმერ რუხაძეებმა, მარიამ ბალანჩივაძემ, ვერა კვიტაშვილმა, ელენე იმნაძემ, ელენა პეტროვამ, მარიამ ავალიშვილმა, ნინო მდივანმა, გიორგი ჯაფარიძემ, ნადეჟდა კანდელაკმა, ნინა ორახელაშვილმა, მარია დათუნაშვილმა, მარგარიტა ხარაზოვამ, თამთა კოსტავამ, ელენა ჯაკობიამ, ელენე მეძმარიაშვილმა, ვლადიმერ დოლიძემ, ნატალია თავდგირიძემ და სიმონ ნიჟარაძემ.