ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დავით კასრაძის „მადლობის წერილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი“ გამოქვეყნდა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 18 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ 1975 წლის 15 სექტემბერს, 2-კვირიანი ავადმყოფობის შემდეგ, ივანე ნანუაშვილი გარდაიცვალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 დეკემბერს ქუთაისში კონსტანტინე თუმანიშვილისა და იასონ ბაქრაძის თავმჯდომარეობით გაიხსნა მარგანეცის მრეწველთა ახლად დაარსებულ სინდიკატთა საერთო კრება.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აგვისტოს აჯანყების გეგმის ერთ-ერთი ავტორი და ორგანიზატორი ნოე რამიშვილი იყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ნოე რამიშვილი საფრანგეთიდან საჭირო ინფორმაციასა და მითითებებს აწვდიდა კონსტანტინოპოლში პოლიტიკური კომისიის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე გვარჯალაძეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 თებერვალს თბილისის კლუბში ვარვარა ზარუდნაიას, კ. გორსკის და გ. ალექსეევ-მესხიევის მონაწილეობით ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ კონცერტი გაიმართა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მოსკოვიდან ჩამოსული კბილის ექიმი ნიკოლოზ თეიმურაზის ძე ხორავა პაციენტებს ყოველდღე, კვირის გარდა, ოლღას ქუჩა N3-ში, მელიქ აზარიანცის სახლში იღებდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი პაციენტებს რენტგენის გადასაღებად ვერაზე, ყორღანოვის ქუჩა N20-ში, იღებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 იანვარს საჩხერეში გამართული სპექტაკლიდან შემოსული თანხა ნინო წერეთელ-ჩოლოყაშვილისას გაუგზავნეს.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ამბერკი თომას ძე ელიავა გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ამბერკი თომას ძე ელიავას ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამბერკი თომას ძე ელიავა პროვიზორი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 თებერვლის „დროებაში“ კონსტანტინე მაჭავარიანის სტატია „ნაქალაქევის სამკურნალო თბილი წყაროები სამეგრელოში“ დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთში „საქართველო“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ახალი შობისთვის“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთში „საქართველო“ რ. ინგილოს „ვისია ზაქათალა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთში „საქართველო“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „უფლების რეჟიმისკენ“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთში „საქართველო“ ია ეკალაძის წერილი „მკითხველის შენიშვნები“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს გრიგოლ ალექსანდრეს ძე შარვაშიძე გენერალ-მაიორი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 თებერვლის „დროებაში“ ვანო ათაბაგის სტატია „ახალციხე“ დაიბეჭდა.

1972

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1972 წელს, საქართველოში ყოფნისას, მიხეილ კვალიაშვილი მეუღლესთან ერთად ესტუმრა შალვა ამირანაშვილს, რომელმაც თავისი წიგნი „საქართველოს ხელოვნება“ აჩუქა ავტოგრაფით.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს შალვა იასონის ძე ამირანაშვილი საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წელს პოლონეთის სამეცნიერო გამომცემლობამ ვარშავაში შალვა იასონის ძე ამირანაშვილის „ქართული ხელოვნება“ გამოსცა.

1955

ტიპი: თანამდებობა

1955 წელს შალვა იასონის ძე ამირანაშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილის „საქართველოს ისტორიის საკითხების“ I წიგნი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 თებერვლის „დროებაში“ ვანო ათაბაგის საინფორმაციო განცხადება დაიბეჭდა.