რეგისტრირებული ფაქტები46264
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინისგან მიიღო ნოტა, რომელშიც ის თეთრი მოძრაობის ლიდერის, ანტონ ივანეს ძე დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩაბმას მოითხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე განიხილეს სენაკის ყოფილი სასულიერო სასწავლებლის პედაგოგის, ჩხეტიანის მდგომარეობა.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ შირსკისა და საქმისმწარმოებელ კრასოვსკის თხოვნა დახმარების შესახებ. უარი ეთქვათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე სოხუმის საშუალო სასწავლებელთა რევიზიის საქმე გრიგოლ ნათაძეს მიანდეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის მასწავლებელთა კავშირის შუამდგომლობა ოზურგეთში მასწავლებელთა გამომცდელი კომისიის დაარსების შესახებ. კომისიის მოწვევა დაევალა ქუთაისის გამომცდელი კომისიის თავმჯდომარე სილოვან ხუნდაძეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს თხოვნა დაბალ სკოლათა მთავარგამგის, გ. ჭუმბურიძისათვის ავადმყოფობის გამო ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. დაადგინეს, დახმარების სახით მიეცათ 1500 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამინისტროს უწყებებში მყოფ დაწესებულებათა ბეჭდების და სასწავლებელთა ატესტატების ნიმუშების შემუშავების საკითხი. ნიმუშის შედგენა დაევალა კანცელარიის დირექტორს, გ. ბერიძეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 თებერვალს განათლების სამინისტრომ რკინიგზის სამმართველოს სასწავლო ნაწილის გამგეს აცნობა, რომ რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე არ დაამტკიცეს სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად, რადგან მას არ ჰქონდა განათლების სათანადო ცენზი, რომელიც სამინისტროს მის თანამდებობაზე დამტკიცების უფლებას მისცემდა. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ლ. ჩიმაკაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილმა თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობას გორის რაიონის სახალხო სასწავლებლების საზოგადო კრების 1919 წლის დადგენილების შესახებ საჩივარი გაუგზავნა, რომ დადგენილება არ იყო კანონიერი და სამართლიანი, რადგან მან ითხოვა კრების შუამდგომლობა ჯამაგირის თაობაზე სახალხო სასწავლებელთან და არა სასწავლებლების კომისიასთან.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილმა თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობას გორის რაიონის სახალხო სასწავლებლების საზოგადო კრების (1919 წლის) დადგენილების შესახებ საჩივარი გაუგზავნა. ის თვლიდა, რომ კრებამ გვერდი აუარა მთავარ საკითხს და მისი მასწავლებლად მუშაობის აკრძალვის გადაწყვეტილება უსამართლო იყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილი თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობისადმი გაგზავნილ საჩივარში იუწყებოდა, რომ მას მასწავლებლობის უფლება ჰქონდა და 1904 წლამდე მუშაობდა. ის თვლიდა, რომ სხვა ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში შეეძლოთ მისთვის მასწავლებლობის უფლება ჩამოერთვათ. მას როგორც უთხრეს სასწავლებელი არ მოუწყვია, არ უმუშავია და ანაზღაურებაც არ ეკუთვნოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილმა თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობას გორის რაიონის სახალხო სასწავლებლების საზოგადო კრების 1919 წლის დადგენილების შესახებ საჩივარი გაუგზავნა, რომ სამოცი ვერსის მანძილზე ბელოთამდე სამჯერ ავიდა, საზოგადოებას სკოლისთვის აქირავებინა სახლი და შეკრიბა შეგირდები სკოლის მოსაწყობად, მხოლოდ 15 თუმანი იყო საჭირო, რომ მოსწავლეებისთვის მაგიდები მოემზადებინა და დაეწყო სწავლა. მიუხედავად მრავალი თხოვნისა მთავრობამ სკოლის მოსაწყობი ფულიც კი არ მისცა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილი თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობისადმი გაგზავნილ საჩივარში იუწყებოდა, რომ 1918 წლის აპრილიდან სასწავლებლის არმოწყობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. მან განთავისუფლების შესახებ სექტემბერში შეიტყო. მას როცა მთავრობამ სასწავლებლის მოსაწყობად თანხა არ მისცა, სხვაგან გადაყვანა ითხოვა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილმა თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობას მისწერა, რომ გორის რაიონის მთავარგამგეობას სთხოვა სასწავლებელთა კრების დადგენილება – მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევის შესახებ, როგორც არასამართლიანი და უკანონო შეეცვალათ და მასწავლებლად დაენიშნათ. ის ითხოვდა 1919 წლის პირველ იანვარს კუთვნილი ანაზღაურება მიეცათ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 თებერვალს ქუთაისის III ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ განიხილა მიხეილ გორგაძის თხოვნა და დროებით აირჩიეს ხატვა-ხაზვის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 2 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრების მოხსენების მიხედვით, მათ სკოლების ბიბლიოთეკებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები არ ჰყოფნიდათ. გამომცემლების გულმოდგინე შრომის მიუხედავად მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. მოხსენებას ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრებაზე დაადგინეს, რომ სარევიზიო კომისიის კანდიდატებად გიორგი ბახტაძე და პორფირე სამსონის ძე წირქვაძე აერჩიათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრებას ესწრებოდა საზოგადოების საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა. კრება გადაიდო, რადგან მხოლოდ ცხრა რწმუნებული გამოცხადდა. მათი სიმცირე იმავე დღეს ჩატარებულმა ქალაქის არჩევნებმა განაპირობა. რწმუნებულები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის თებერვალში ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის (სამინისტროს მის.: თბილისი, გოლოვინის პრ. N23) მინისტრმა გიორგი ჟურულმა გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მიმართა, რომ, მასთან შეთანხმების თანახმად, გასულ წელს განიზრახეს გზათა სამინისტროსთვის გემების გადაცემა რიონის ფლოტილიისათვის. მას გადაეცა ბათუმიდან ფოთის სარემონტო სახელოსნოებში ევაკუირებული ინსტრუმენტები, ჩარხები და სხვა ქონება. გ. ჟურულმა გზათა მინისტრს სთხოვა, გაეცა განკარგულება, ფოთის პორტისთვის დაებრუნებინათ ბათუმის პორტის ყოფილი ქონება. ამ საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად უფლებამოსილება მიანიჭა ფოთის პორტის სამუშაოთა მწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელ გემის ინჟინერ გოკიელოვს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, წევრები: ლ. ბოცვაძე, ს. იაშვილი, იპ. ვართაგავა, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.