ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

1857

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილიამ სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო 1857 წელს.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ თავისი რამდენიმე ლექსი დასაბეჭდად გადასცა „ცისკარს“.

1857

ტიპი: განათლება

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1903

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილიას თხზულებები იბეჭდებოდა „დროებაში“, „კრებულში“, „საქართველოს მოამბეში“, „ივერიასა“ და ჟურნალ „მოამბეში“.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბეში“ დაბეჭდილი „ლუარსაბ თათქარიძე“ ცალკე წიგნად გამოსცა პეტერბურგის ქართველმა სტუდენტობამ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ ცალკე წიგნად გამოსულა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას „სცენები გლეხთა განთავისუფლების პირველი დროისა“ ცალკე წიგნად გამოსულა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1884 წლებში ილია ჭავჭავაძე იყო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს რეცენზიები ილია ჭავჭავაძის ლექსებზე დაიბეჭდა გერმანულ გაზეთში „Litterarisches Echo”.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლიდან ყოველთვიური ჟურნალი „ივერია“, რომელსაც ილია ჭავჭავაძე გამოსცემდა, ყოველთვიურ პოლიტიკურ და სალიტერატურო გაზეთად გადაკეთდა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლიდან ილია ჭავჭავაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.

1863

ტიპი: ავტორობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“ დაიბეჭდა „საქართველოს მოამბეში“.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს იმერეთში წარგზავნილ ილია ჭავჭავაძეს დაევალა მემამულეთა და გლეხთა შორის ურთიერთობათა გარკვევა.

1865

ტიპი: ავტორობა

1865 წელს ილია ჭავჭავაძის „სცენები გლეხთა განთავისუფლების პირველი დროისა“ დაიბეჭდა „კრებულში“.

1863

ტიპი: ავტორობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია-ადამიანი“ დაიბეჭდა „საქართველოს მოამბეში“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის ცნობით, ილია იყო სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ მის მიერ დაარსებული საადგილმამულო ბანკის წესდების შესადგენად აირჩია კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრიც იყო ილია ჭავჭავაძე.

1903

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილია მოწვევით თუ არჩევნების გზით მონაწილეობდა ყველა იმ კომისიაში, რომლებიც არკვევდა ქვეყნის მეურნეობისა და სხვა საჭიროებათა საკითხებს.

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ დაიბეჭდა „კრებულში“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ დაიბეჭდა „კრებულში“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მისი „უცნაური ამბავი“ დაიბეჭდა „მოამბეში“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილიას „საშობაო მოთხრობა“ და „სახრჩობელაზედ“ დაიბეჭდა „ივერიაში“.

1903

ტიპი: ავტორობა

ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილიას უთარგმნია პუშკინის „წინაწარმეტყველი“, ლერმონტოვის „წინასწარმეტყველი“, „ჰაჯი აბრეკი“ და „მწირი“, ტურგენევის „ლექსი პროზად“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას უთარგმნია გოეთესა და ჰაინეს რამდენიმე ლექსი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მან ივანე მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“.