რეგისტრირებული ფაქტები46283
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა მერვე გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროს სთხოვდა ნებართვას ივანე ბერიაშვილისთვის იმ მძიმე და რთული შრომის გამო, რომელსაც ის ეწეოდა მისცემოდა გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ერთდროული დახმარება 1200 მანეთი. განათლების სამინისტრომ დირექტორის თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს აკაკი ჩხენკელი უცხოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობაზე მუშაობდა. ამავე დროს ის, როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგატი, ბერნში სოციალისტური ინტერნაციონალის პირველ (ომის შემდეგ) კონფერენციას ესწრებოდა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ პირველი რეზოლუცია მიიღეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ირაკლი ბერძნიშვილი თელავის მაზრის გადასახადთა ინსპექტორად დაინიშნა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სახალხო განათლების სამინისტროს საერთო საქმეთა მდივანი, მაქსიმე დავითის ძე ბერძენიშვილი მეცხრე სამილიციო უბანში, ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების პირადი საქმის მიხედვით, ნინო იოსების ასული ბაქრაძე-ბოცვაძე ქართული სკოლა „განათლების“ მასწავლებელი იყო.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ივლიანე გვადის ძე გაბუნიას საქმის მიხედვით, ის სარწმუნოებით იყო მართლმადიდებელი, დასაოჯახებელი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ფოთის ჯგუფსა და „მაფალუუს“ შორის არსებობდა ურთიერთობა, რომელიც იმაში გამოიხატებოდ, რომ „მაფალუუს“ წარმომადგენელი მიხეილ კანკავაფოთის ჯგუფის სხდომებს ესწრებოდა და საერთო წესდების შემუშავებაში მონაწილეობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სტეფანე გაგუა არ მონაწილეობდა სენაკში არსებულ „მაფალუუს“ ჯგუფის საქმეებში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სტეფანე გაგუას ცილს სწამებდნენ, რომ შეპყრობილი იყო მეგრული სეპარატიზმით და გიმნაზიაში მოწაფეებს ჰყოფდა მეგრელ და გურულ მოწაფეებად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს შალვა ჩოჩია თავის კორესპონდენციაში საუბრობდა იმის შესახებ, რომ სტეფანე გაგუა სოფლის მასწავლებლებს აძლევდა „ფარულ დირექტივებს“, თუმცა ეს ბრალდება არ დამტკიცდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სასამართლომ შენიშნა, რომ კორესპონდენციის სიტყვები „პროვოკატორული მუშაობა“ და „ქართველ მოძმეთა შორის შუღლისა და მტრობის თესვა“ სტეფანე გაგუას არ ეხებოდა. თვით შალვა ჩოჩიამაც განაცხადა, რომ ამ სიტყვების დაწერისას მას სტეფანე გაგუა არ ჰყოლია მხედველობაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
სტეფანე გაგუამ თანახმად მისი თხოვნისა პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეობის მოვალეობის აღსრულებას თავი დაანება, მაგრამ პედაგოგიური საბჭოს თხოვნით დარჩა გიმნაზიის მასწავლებლად.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პლატონ გერასიმეს ძე გამზარდიას საქმის მიხედვით, ის სარწმუნოებით მართლმადიდებელი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს კიწიის სასწავლებლის პედაგოგის, პლატონ გერასიმეს ძე გამზარდიას თვიური ანაზღაურება 1200 მანეთი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის იანვარში გამგეობის მდივანმა ი. ხუციშვილმა გორის რაიონის სახალხო მასწავლებელთა საზოგადო კრების ოქმიდან ამონაწერი წარადგინა, რომელშიც ეწერა კრების დადგენილება პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილის მასწავლებლად დანიშვნის თხოვნისა და გამგეობასთან შუამდგომლობის შესახებ. კრებამ დაადგინა, რომ მას მასწავლებლად ვერ დანიშნავდნენ, გამგეობას კი დაავალეს სხვა სამსახური ეშოვნა პეტრე ალღუზაშვილისთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ დავითის ძე ძიძიგურმა ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს 28 თებერვლის N116 პასუხად მისწერეს, რომ მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილის შტატში დასამტკიცებლად საჭირო იყო ან ატესტატი ან ნამსახურებითი სია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ეკატერინე გველესიანი სახალხო განათლების სამინისტროში გადამწერად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ეკატერინე გველესიანმა სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს სთხოვა, მისთვის შესაფერისი სამსახური მიეცათ სამინისტროში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა განათლების მინისტრს მისწერა, რომ არ ეთანხმებოდა მის გადაწყვეტილებას გერმანული ენის მასწავლებელ ნინო აკოფაშვილისთვის მიეცათ საშუალო განათლების მქონე პირებისთვის დაწესებული ოდენობის ჰონორარი. ახალი შტატების შესახებ დროებითი დებულების მე-17 მუხლის მიხედვით (გამოქვეყნებულია „საქართველოს რესპუბლიკაში" 1919 წლის 6 თებერვალს, N29), „უმაღლესი განათლების მასწავლებელი, რომელიც ამ კანონის შემოღებისას მსახურობს გიმნაზიაში და უფლება აქვს ყველა კლასში მასწავლებლობისა, დაენიშნება ისეთივე ჯამაგირი, დამატება და გასამრჯელო დამატებითი გაკვეთილებისთვის, როგორც უმაღლესი განათლების პირს". მე-17 მუხლის თანახმად, აკოფაშვილისთვის ჯამაგირი უნდა მიეცათ, როგორც უმაღლესდამთავრებული პირისთვის.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა განათლების მინისტრს მისწერა, რომ მასწავლებლად ნამსახური 11 წელი პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა. ის ახალი კანონის შემოღების დროს გიმნაზიაში მუშაობდა, როგორც სრულუფლებიანი მასწავლებელი. მას ყველა კლასში სწავლების უფლება მიენიჭა, როგორც ქერჩის ქალთა ინსტიტუტისა და მიუნხენის კონსერვატორიის კურსდამთავრებულს, რომელიც გერმანიის სასწავლებლებს უდრიდა. არსებული კანონის თანახმად, მას ვაჟთა გიმნაზიის ყველა კლასში ახალი ენების სწავლების უფლება ჰქონდა.