ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47884

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს აკაკი ჩხენკელი საქართველოს წარმომადგენელი იყო გერმანიაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ ლანქარანში (აზერბაიჯანი) მცხოვრები ქართველებისგან დეპეშა მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უხარიათ სამშობლოს დამოუკიდებლობის აღიარება და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ქვეყნის დასახმარებლად.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წელს მთავრობამ განმეორებითი თხოვნით მიმართა დავით ჭავჭავაძეს სასწრაფოდ შეექმნა ცხენოსანთა ჯარი, მაგრამ ჭავჭავაძე უარზე იდგა, ასეთ მოკლე ხანში ვერ მოვასწრებ ჩამოყალიბებასო. ნოე ჟორდანიამ კი მის უარს ისევ სამშობლოსთვის დახმარების აღმოჩენის თხოვნით უპასუხა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სიმონ ქვარიანი ქუთაისის ქალაქის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ალექსანდრე სულხანიშვილმა საჯავახოდან წამოსვლის შემდეგ მის ასეულში მყოფ შარაშენიძეს ქართლში გადასვლაში დახმარება სთხოვა. ხიდისთავში ისინი კომუნისტების პირველ კრებაზე აღმოჩნდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

რეჟისორი გერმანე გოგიტიძე მოგონებებში ფილმზე „ქრისტინე“ (1919 წ.) წერს, რომ ქრისტინეს როლში მისი კანდიდატურა იყო ანეტა ქიქოძე, ქრისტინეს უბადლო შემსრულებელი ქართულ სცენაზე. ალექსანდრე წუწუნავა კი მოითხოვდა, არჩევანი სრულიად შეუფერებელ აბელოვას ქალზე შეჩერებულიყო. გოგიტიძის აზრით, ამის გამო ფილმმა წააგო.

1919

ტიპი: ავტორობა

გერმანე გოგიტიძე მოგონებებში წერს, რომ ფილმ „ქრისტინეს“ (1919 წ.) ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი, რომელიც მან პავლე პირონესგან გადმოიბირა, კეთილსინდისიერი, ნიჭიერი და შრომისმოყვარეადამიანი აღმოჩნდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. ის იყო უმცროსი მდივანი და სარედაქციო-სატერმინოლოგიო, საბიბლიოთეკო და სასკოლო კომისიების წევრი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ეკატერინე ჯაფარიძე ონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში მათემატიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის მასწავლებლად მსახურობდა. 30 ნოემბერს მან გიმნაზიას თავი დაანება და სოხუმში წავიდა.

1919

ტიპი: განათლება

გიორგი ბოჭორიშვილმა 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 29 დეკემბერს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ განათლების სამინისტროს მიმართა, რომ გამგეობის 25 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, ცაგერის პირველდაწყებითი სასწავლებლის ფრანგულის ენის მასწავლებლად 15 დეკემბრიდან დანიშნული იყო რაჟდენ სიმონის ძე ჭედლიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიგოგიძემ უმაღლეს და საშუალო სკოლათა მთავარგამგეს გაუგზავნა ცნობა, რომ გიმნაზიის ექიმი ალექსი ივანეს ძე ბალარჯიშვილი 1907 წლის 1-ელი ნოემბრიდან სათავადაზნაურო გიმნაზიაში იყო მიწვეული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს განათლების სამინისტრომ სენაკის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა ცნობა, რომ გიმნაზიაში უცხო ენების მასწავლებელი ნინო ბარანოვსკაია მისივე თხოვნის თანახმად, განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან იმავე წლის 10 სექტემბრიდან.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლის პირადი საქმის მიხედვით, ალექსანდრე ბარნოვი თელავის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლის თანამდებობაზე 35 წელიწადი მსახურობდა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის პედაგოგს ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძეს მშობლებისგან მემკვიდრეობით ქონება არ მიუღია და არც თვითონ შეუძენია.

1919

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის პედაგოგის ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირად საქმეში ეწერა, რომ იგი არ ყოფილა დასჯილი და არც დასასვენებლად გაშვებული.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორ დ. ქუთათელაძის ხელმოწერილ ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირად საქმეში ეწერა, რომ ის სამი წელი არ მუშაობდა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წელს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის პედაგოგი ვლადიმერ აბაშიძე სამსახურიდან საკუთარი განცხადებით წავიდა.

1919

ტიპი: განათლება

უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის მიერ გაცემულ მოწმობაზე, რომელსაც ხელს აწერს მთავრგამგე ნიკ. აბესაძე, წერია, რომ კონსტანტინე აბაშიძე 1919 წელს სახალხო განათლების სამინისტროს დეპუტატის თანდასწრებით გამოიცადა: ქართულ ენასა და სიტყვიერებაში, რუსული ენის სიტყვიერებაში, ფილოსოფიურ პროპიდევტიკაში, სჯულთმეტყველებაში, ლათინურ, გერმანულ და ფრანგულ ენებში, მათემატიკაში, მათემატიკურ გეოგრაფიაში, ფიზიკაში, მსოფლიო ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წელს არჩილ სპირიდონის ძე ბაქრაძის ოჯახი შედგებოდა ოთხი წევრისაგან: არჩილ ბაქრაძე, მისი მეუღლე მარიამი, შვილები: თენგიზი – ორი თვის, ელენე – სამი წლის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი იანვრიდან ეკატერინე ბაქრაძე თბილისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, დეკანოზი ივლიანე აბესაძე უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში მსახურობდა აღნიშნული გიმნაზიის მაღალ კლასებში, რაც ნათლად ჩანდა მისი ნამსახურეობის სიიდან, რომელიც განათლების სამინისტროში ინახებოდა.