რეგისტრირებული ფაქტები46293
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება სამეცნიერო დაწესებულებათა გაერთიანების შესახებ. საკითხი განხილვისთვის კომისიას გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება საშუალო სასწავლებლებისთვის ავანსის 150 მანეთიდან 1000-მდე გადიდების შესახებ. დაადგინეს, წარედგინოს პარლამენტს კანონპროექტის სახით, რადგან ეს წინადადება ეწინააღმდეგებოდა არსებულ დებულებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის მამულის იჯარით გადაცემის შესახებ ზედ ორსართულიანი შენობის ასაგებად. დასკვნისთვის გადასცეს სახელმწიფო კონტროლიორს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება მასწავლებელ სიმონ გრიაზნოვის პენსიის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება კოტე დოდაშვილისთვის სამეგრელოსა და სამურზაყანოში სამეცნიერო მიზნით სამოგზაუროდ თანხის გაზრდაზე. საკითხი აღსრულებისთვის ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულს და სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის გიორგი ლასხიშვილის მოხსენება თბილისის მე-8 გიმნაზიის დაარსებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ყოფილი სასულიერო სემინარიისა და სასწავლებლის კრედიტების განათლების სამინისტროს განკარგულებაში გადაცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოიწონეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება 1918 წელს სახალხო სკოლებისთვის კრედიტის გახსნის შესახებ ზედმეტი ხარჯების დასაფარად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოებას ქეთევან ჯინჭველაშვილისთვის ფოსტით დეკემბრის ანაზღაურება 250 მანეთი უნდა გაეგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა წერილით მიმართა ინგლისის მისიის მეთაურ პოლკოვნიკ ჯორდანს სომხეთ-საქართველოს ომის ლიკვიდაციაში დახმარების გაწევის თხოვნით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექცია საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვდა, რადგან მოსალოდნელი იყო საშუალო სასწავლებელთა ახალი შტატის შექმნა, რომლის მიხედვითაც საქმის მწარმოებელს ენიშნებოდა ხუთწლიანი დამატება, მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საქმის მწარმოებლისთვის, ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძისთვის ჩაეთვალათ სხვა უწყებაში ნამსახურეობის დრო – 1896 წლის 1 სექტემბრიდან (გამოკლებული აქვს წელი; რომლის განმავლობაში არსად არ მსახურობდა). გიმნაზიაში არ იყო საქმის მწარმოებელი მიმდინარე წლამდე, რის გამოც კანცელარია არ იყო მოწყობილი, ვლადიმერ აბაშიძემ მოკლე დროში (1918 წლის 1 სექტემბრიდან) კანცელარია სრულებით მოაწესრიგა და ბეჯითად მუშაობდა, რისთვისაც მთავრობის ყურადღების ღირსი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 182 ბრძანებით, ელენე ჩერქეზიშვილი თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის არითმეტიკის, გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N182 ბრძანებით, სევერიანე მუსერიძე ფოთის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს თბილისის მეოთხე საქალებო გიმნაზიას ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი შვილის – შალვა ალხაზიშვილის (გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი) სახადით დაავადების შესახებ ტელეფონით ატყობინებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს სწერს, რომ 25 დეკემბერს თავის მესამე ვაჟ შალვას შეხვდა სახადი. მკურნალი ექიმები იყვნენ ბროძელი, აბაკელია და მგელაძე. ამ მდგომარეობაში ერთი თვე იმყოფებოდნენ. ორი თვის შემდეგ, როცა ექიმებმა გარეთ გამოსვლის ნება დართეს, ის წარსდგა გიმნაზიაში ნოემბრისა და დეკემბრის ანაზღაურების მისაღებად. მას მხოლოდ ნოემბრის თანხა მისცეს და განუცხადეს, რომ დეკემბრის ანაზღაურებას ვერ მისცემდნენ, რადგან 15 დეკემბრს ის სამინისტრომ დაითხოვა და მის ნაცვლად სხვა დანიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს შვილის, შალვა ალხაზიშვილის მეოთხე საქალებო გიმნაზიის პედაგოგად დატოვებას სთხოვს. ავადმყოფობის გამო შალვა ორი თვე სამსახურში ვერ გამოცხადდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს შრომის სამინისტროს საქმისმწარმოებელმა ილია გოლდმანმა სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძეს მისწერა, რომ პირად საუბრებში გენერალმა მდივანმა უთხრა შრომის მინისტრ გიორგი ერაძეს, რომ გიორგაძე გამოსცემდა ბრძანებას 8 საათიანი სამუშაო დღის დეკრეტის გადიდების თაობაზე. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა შრომის სამინისტრო, რადგან ამისათვის არსებობდა ზეგანაკვეთური სამუშაო საათები.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორმა გამოსცა ბრძანება N5 შტაბს-კაპიტან სახურიას რკინიგზის საგუშაგო ბატალიონის მეთაურის დამხმარედ დანიშვნის შესახებ. ხელს აწერენ: გენერალ-მაიორი კარალოვი, გენერალ გუბერნატორის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ივკოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 აგვისტოს მთავრობის საქმეთა მმართველი ს. კაკაბაძე ხელს აწერს დოკუმენტს, რომელიც გაეგზავნა შრომის სამინისტროს. მთავრობის თავმჯდომარე სთხოვს მათ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ გაზეთებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე მათი უწყების მუშაობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს ფაქტების გამოძიება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარეს თელავიდან დეპეშით შეატყობინეს, რომ 21 დეკემბერს თელავში გამართულ სომეხთა კრებაზე დამწრე საზოგადოება აპროტესტებდა სომეხ ავანტურისტთა მოქმედებებს. ისინი საქართველოს რესპუბლიკას თანადგომას უცხადებდნენ და ბრძოლაში დახმარებას ჰპირდებოდნენ. დეპეშას ხელს აწერდა სხდომის თავმჯდომარე ნინო ხითაროვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბერს ამიერკავკასიის კომისარიატის 1917 წლის N28634 განკარგულების თანახმად ევდოკია თვალაძე თავდაპირველად ქუთაისის ქალთა პირველ გიმნაზიაში რუსული ენისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად, ხოლო შემდეგ – შტატის მასწავლებლად დაინიშნა. წლიური ხელფასი 1208 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 179 ბრძანებით, აზატ მანუკიანი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის გალობის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 179 ბრძანებით, დ. როინიშვილი ოჩამჩირის გიმნაზიის გამგის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად მღვდელი პრეობრაჟენსკი დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, რაისა ივანეს ასული სლოვინსკაია სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში სომხური საღვთო სჯულის მასწავლებლად მღვდელი მინასიანცი დაინიშნა.