ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46293

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ინგლისსა და საფრანგეთთან წინასწარ, ბოლშევიკების შემოსვლამდე, შეათანხმა მთავრობის, დამფუძნებელი კრების წევრებისა და ჯარის ნაწილის ქვეყნიდან გახიზვნის საკითხი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 16 თებერვალს სამხედრო საბჭომ გენერალ ილია ოდიშელიძის ნაცვლად მთავარსარდლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის იანვარში გენერალი ილია ოდიშელიძე სამხედრო საბჭოს მთავარსარდალი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის აპრილში ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილმა ნახა რუსეთის მთავრობის მოწოდება, რომელშიც ქართველ ერს ხოტბა ჰქონდა შესხმული. მან ამ სიტუაციით ისარგებლა და პეტერბურგის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წესდების გამოგზავნა სთხოვა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წელს პეტერბურგის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს მისწერა, რომ მათი წესდება არ გამოადგებოდა და ხარკოვის საზოგადოებისთვის მიემართა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ხოვლეში ქართველი ახალგაზრდების მიერ შეგროვებილი ფულით გიორგი ჯავახიშვილის მეუღლის, მარიამ იოსების ასულ მამაცაშვილის სახელობის სკოლა დაარსდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წელს ხარკოვის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს მისწერა, რომ მათი წესდების ერთი ეგზემპლარი ზაქარია გიორგის ძე ერისთავისთვის ჰქონდათ გაგზავნილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს ხარკოვის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება გადასცა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ხოვლეში მარიამ იოსების ასულ მამაცაშვილის სახელობის სკოლის დამაარსებელ ახალგაზრდებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების სურვილიც ჰქონდათ, მაგრამ მოსალოდნელ წინააღმდეგობათა გამო განზრახვა ვერ განახორციელეს და მათი კავშირი დაიშალა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის „მოამბის“ №5-ში დაბეჭდილ ვახტანგ თულაშვილის წერილში „შენიშვნა“ განხილულია ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანის სტატია „დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება“ და დიმიტრი ყიფიანის, მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ, უფრო ვრცელსა და ზუსტ ინფორმაციას მოიცავს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 16 იანვრის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში გააკეთა ჩანაწერები კასრაძის საბანკო საქმეზე.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 20 ივნისამდე, გერმანიაში გამგზავრებამდე, ექიმი ნიკოლოზ ჯანდიერი ილია ჭავჭავაძეს დღეში ორჯერ აკითხავდა და განაგრძობდა მის მკურნალობას.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 29 აპრილს ცალკე ბროშურად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის, დავით ავალიშვილისა და მიხეილ გრუზინსკის მიერ დაწერილი განმარტებითი ბარათი იმის თაობაზე, თუ რატომ არ გასცა თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა საიპოთეკო ფურცლები მსესხებლებზე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 19 მაისს თბილისიდან მიმავალ რევიზორ ევსტაფი დობეცკის ივანე მაჩაბელმა გადასცა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ბანკის მუშაობის უარყოფითი შეფასებები და მიღებული ზარალის შესახებ ცნობები იყო.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძემ შეავსო პირობის წიგნი, რომლის თანახმადაც მოჯამაგირედ აიყვანა დუშეთის მაზრის სოფელ გურამიანთკარში მცხოვრები გლეხი სანდრო ლაბაური.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 18-19 მაისს ილია ჭავჭავაძე მუშაობდა პეტერბურგიდან ჩამოსულ რევიზორ ევსტაფი დობეცკისთან ერთად. რევიზორმა შეამოწმა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საქმიანობა და განაცხადა, რომ ბანკი მყარ ნიადაგზე იდგა და თვალსაჩინო ნაკლოვანებები არ ჰქონდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ ავსტრიიდან გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ ჰუგო შუხჰარდტის წერილი მიიღო. ის ილიას სთხოვდა „ივერიის“ იმ ნომრების გაგზავნას, რომლებშიც დაბეჭდილი იყო დავით ჩუბინაშვილის ნარკვევი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვექილი გიორგი გვაზავა შაფათავას ინტერესების დამცველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ივანე მაჩაბელი ხმათა უმრავლესობით ბანკის დირექტორად აირჩიეს.

1896

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 1-ლ იანვარს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძისადმი მიმართული საახალწლო შარჟები. გაშარჟებულია გაზეთი „ივერია“ და თბილისის სათავადაზნაურო ბანკი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძე ხმათა უმრავლესობით მმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 მაისს სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ, ბანკის მეორე დირექტორმა და ზედამხედველი კომიტეტის წევრებმა უარი განაცხადეს ახლად არჩეულ დირექტორ ივანე მაჩაბელთან ერთად მუშაობაზე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად სათავადაზნაურო ბანკის სახელით ივანე მაჩაბლის მეუღლეს, ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილ-მაჩაბლისას გაუგზავნა უწყება ბანკის სესხის სასწრაფოდ დაფარვის შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბაქოში გამართული ქართული საღამოს შემოსავალი, 2264 მანეთი გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტი იუწყება, რომ იუბილე გაიმართებოდა 9 აპრილს. წირვასა და პარაკლისს გადაიხდიდნენ დიდუბის ეკლესიაში, შემდეგ იუბილარი მიიღებდა მილოცვებს სხვადასხვა დეპუტაციისა და კერძო პირთაგან, 20 საათზე კი ქართულ თეატრში გაიმართებოდა სალიტერატურო-სადღესასწაულო საღამო.