რეგისტრირებული ფაქტები46293
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე რუსეთის ფიზიკური და სასპორტო მთავარგამგის დეპეშის განკარგულების თანახმად, ხონის სამხედრო-სასპორტო კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა. ნამსახურეობის სიის დედანთან სისწორეს ხელმოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვლადიმერ აბაშიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 172 ბრძანებით, თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის N 172 ბრძანებით, ქალთა მე-4 გინაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი 15 დეკემბრიდან თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბრძანებას ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 დეკემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან (ბრძ. N 166) დაბალი კლასების ქართული ენის მასწავლებლად კონსტანტინე ანთაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ახალი გამგეობის დადგენილებით ადგილობრივი ქართული სკოლა კორცხელში უნდა გადაეტანათ და პედაგოგად გრიგოლ თოლორაია დაენიშნათ, მაგრამ გამგეობამ დადგენილება ვერ შეასრულა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა განცხადებით მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს და საელჩოებს. მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ სომხეთი საქართველოს თავს დაესხა ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით. სომხეთი უარს აცხადებდა ყველანაირ მოლაპარაკებაზე, რის გამოც საქართველო იძულებული იყო გადამწყვეტი ზომები მიეღო. განცხადებას თან ერთვოდა დეპეშები, რომელთაც საქართველოს მთავრობა რამდენიმე კვირის მანძილზე უგზავნიდა სომხეთს ვითარების გასარკვევად და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1918 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით რაბათის სკოლას მიეცა 100 მანეთის წიგნების დახმარება. სასკოლო სექციის დადგენილებით, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 დეკემბერს დაიწყო სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მესამე თავისუფალი კონფერენცია. სულ გაიმართა ცხრა სხდომა, რომლებზეც განიხილეს მომენტის, ტექნიკისა და მიწის საკითხები. კონფერენციაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილისა და იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება. მთავარი კომიტეტის სახელით მომენტსა და ტექნიკაზე მოხსენება გააკეთა სამსონ ფირცხალავამ და ქრისტეფორე რაჭველიშვილმა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პარლამენტის წინაშე სპეციალური განცხადებით წარდგა სამხედრო მინისტრი გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე. მისი ინფორმაციით, 9 დეკემბერს უზლართან სომხური ბანდები თავს დაესხნენ ქართულ სამხედრო ნაწილებს. მომდევნო დღეებში საომარ მოქმედებებში სომხეთის რეგულარული ჯარის ნაწილები ჩაებნენ. თავდაცვის მინისტრი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით აუცილებლად მიიჩნევდა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას სომხეთის წინააღმდეგ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 15 დეკემბერს თბილისის ოლქის გზათა სამინისტროში, ინჟინერ თუმანოვისადმი გაგზავნილ დეპეშაში, რომელსაც ხელს რ. ჯავახოვი აწერდა ნათქვამი იყო, რომ გემი „Пенай“ ნოვოროსიისკში 16 დეკემბრის საღამოს უნდა გასულიყო. გ. თუმანოვს სწერდნენ, რომ სხვა გემების გასვლის შესახებაც შეატყობინებდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 დეკემბრიდან თევდორე კიკვაძე თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 დეკემბერს განათლების სამინისტრომ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვა სამინისტროში წარედგინა მასწავლებელ გიორგი აბაშიძის ნამსახურეობის ფურცლის პირი. ხელს აწერენ დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბერს განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ამოწმებს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით, რომ კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე მსახურობს სახალხო განათლების სამინისტროში და მისი პირადი მდივანია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N89 ბრძანების თანახმად, ნიკოლოზ აბესაძე დანიშნეს სახალხო განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებლის თანამდებობის აღმასრულებლად მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან. ხელს აწერს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
9 მაისს სახალხო განათლების სამინისტრომ დაამოწმა, რომ ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე იყო განათლების სამინისტროს პირველგანყოფილების საქმისმწარმოებელი. ხელს აწერენ ვიცე-დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებლის ნაცვლად ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N165 ბრძანებით პეტროგრადის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გიორგი სიმონის ძე ბახტაძე ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიის მთავარ პედაგოგდ და გიმნაზიის გამგედ დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით კალენიკე ივანეს ძე ჟღენტი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში ქართული ენის პედაგოგად დამტკიცდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით ივანე თევდორეს ძე ბორანოვსკი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში ბუნებისმეტყველებისა და გერმანულის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით სოფიო სოლომონის ასული ბილანიშვილი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში რუსული ენისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით მიხეილ მაქსიმეს ძე ბოკერია ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში ბუნებისმეტყველებისა და გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით ლიდა ივანეს ასული ციცკოვსკაია ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში უფროსი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით თამარ სამსონის ასული ღვთისავრიშვილი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში უფროსი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით ნატალია ვლადიმერის ასული მესხი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში უმცროსი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით ელენე პეტრეს ასული ხომერიკი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში საანბანო კლასების პედაგოგად დაინიშნა.