ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46293

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროში საშუალო სკოლათა მთავარგამგეს სწერს, რომ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს დამთავრებული ჰქონდა თბილისის ქალთა ინსტიტუტი. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ ციციშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დროებით დაშვებული კონსტანტინე ანთაძის დოკუმენტები გაუგზავნა: განათლების მოწმობა N 1124 და ფორმულიარის ასლი.

1918

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ბარბარე ივანეს ასულმა ამილახვარმა დაამთავრა თბილისის ქალთა ინსტიტუტი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ დამფუძნებელი კრების წევრ გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას ვრცელი სტატია „საიდან მოგველის საფრთხე“ გამოქვეყნდა. სტატიაში ავტორი რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე წერდა, ქვეყნის გადარჩენისა და ნორმალური განვითარების სწორ გზას კი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან კავშირში ხედავდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში „არევა“ საუბარია კუთხური ნაციონალიზმის დამღუპველ შედეგებზე. ავტორს სტატიაში ილია ჭავჭავაძის ნააზრევი მოჰყავს და მას ხშირად იმოწმებს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ეროვნებით სომეხი ვასილ ნიკოლოზის ძე ჩიტაევი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს რუსი ვასილ ივანეს ძე ბერი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს რუსი ლიდია მიხეილის ასული უსპენსკაია თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნაციონალობით რუსი ბორის იაკობის ძე ვასილიევი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ოსი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჯიოევი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის გეოგრაფიის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მიხეილ გიორგის ძე გიორგაძე თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სტეფანე ნიკიტას ძე კანანიანცი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის სომხური ენის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სომეხი ბენეკ ლეონის ძე ეგიაზარიანცი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის სომხური ენის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 ნოემბრიდან ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე თბილისის მე-2 კომერციული სასწავლებლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მისი ანაზღაურება შედგენდა 6 000 მან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 დეკემბერს ცხინვალში გაიხსნა პირველი ოსური გიმნაზია, რომლის დირექტორი ღვთისმეტყველების კანდიდატი, ბიძინა კოჩიევი იყო. ის ოსურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის სიტყვა „სოციალ-რევოლუციონერთა შეკითხვის გამო“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „ბათუმი არ დაივიწყოთ!“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელი გამოვიდა ვრცელი სიტყვით, რომლითაც უპასუხა სოციალ-რევოლუციონერთა შეკითხვას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „სიტყვა სამღვთო სჯულის გაუქმების შესახებ“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ვაჭარ-მრეწველობა და მონოპოლისტები“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გამოვიდა კორნელი კეკელიძის მიერ შედგენილი ქართული ჰაგიოგრაფიის პირველი ტომი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, განახლდეს სწავლა ბათუმის სკოლაში, მასწავლებელ ალექსანდრე მგელაძეს მიენდო ბათუმში წასვლა და ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარის დახმარებით სკოლის შესანახად საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენა. ა. მგელაძეს ეს დავალება არ შეუსრულებია. განყოფილების თავმჯდომარე ელიავამ წარმოადგინა ბათუმში დარჩენილი განყოფილების წევრთა საგანგებო კრების ოქმი. სასკოლო სექციამ დაადგინა, მთავარმა გამგეობამ იკისროს ბათუმის ქართული სკოლის შენახვა, ვინაიდან იმ დროისთვის იქ ქართული სკოლის არსებობა მეტად საჭირო იყოს. ასევე დადგინდა, მიეცეს შუამდგომლობის თანახმად ყოველთვიურად 1600 მანეთი.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის 1918 წლის 7 დეკემბერის N85 ბრძანებით უმაღლესი და საშუალო სასწავლებელთა განყოფილების საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე დაინიშნა სახალხო განათლების მინისტრის პირად მდივნად იმ წლის პირველი ოქტომბრიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N158 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის მაჰმადიანური საგნის მასწავლებელი ეფენდი-ზადე თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 158 ბრძანებით თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის კლასის დამრიგებელი ელენე ორლოვისა თანამდებობიდან გათავისუფლდა.