ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50019

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ამბერკი გიორგიძემ აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საგზაო ან სამთო-საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად მისთვის რეკომენდაციის გაწევა დამფუძნებელი კურსების თავმჯდომარეს, ალექსანდრე ლომთათიძეს შეეძლო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ამბერკი გიორგიძეს ჰქონდა მოწმობა, რომლის მიხედვითაც ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტად ირიცხებოდა. მოწმობას ხელს აწერდნენ ივანე ჯავახიშვილი (გამგეობის წევრი) და ვლადიმერ გეგეჭკორი (მდივან-მწიგნობარი).

1919

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს იოსებ ოცხელი და იასონ ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის წევრებთან ერთად წიგნებისა და ჟურნალების („ჯეჯილი“ და „ნაკადული“) გამოწერაში 19 სახალხო სკოლას დაეხმარნენ: ზუგდიდის მე-5, სენაკის მე-5, რაჭის მე-2, ლეჩხუმის მე-3, ქუთაისის მე-3 და ოზურგეთის 1-ლი სკოლა. ქუთაისის განყოფილება 1912 წელსაც გეგმავდა ამ სკოლების დახმარებას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორმა დ. ქუთათელაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ ნ. გოგელია დამრიგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაენიშნათ, რადგან მას ძალიან მცირე ჯამაგირი ჰქონდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის პირადი საქმის მიხედვით, ნ. გოგელიამ თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის აპრილში ვიცე-დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, გაუქმებული კადეტთა კორპუსის დროშა, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის გადაეცათ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე სენაკის სამაზრო ერობის განკარგულებით ონტოფოს უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის გამგის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

იაკობ ღულაძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1919 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში მუსიკის მასწავლებლად დაენიშნათ ვ. ა. გონსიორსკი, რომელსაც წლიურ ჯამაგირს, 840 მანეთს, გიმნაზია სპეციალური ხარჯებიდან გადაუხდიდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების სამინისტრომ იაკობ ღულაძეს მისწერს, რომ 1919 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის თავისუფლად დაქირავებულ მუსიკის მასწავლებლად დაინიშნა ვ. ა. გონსიორსკი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს თამარა კიკვაძე იყო სოფელ მოტყიარის ერთკლასიანი სასწავლებლის გამგე-მასწავლებელი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა გზათა დეპარტამენტის სტიპენდიატობის კანდიდატი ილია პავლეს ძე ზერეკიძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ინგლისში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა შრომის სამინისტროს კანდიდატი იპოლიტე ნარსია.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ინგლისში განათლების მისაღებად სტიპენდიით მიწათმოქმედების სამინისტროს კანდიდატი შალვა იაკინთეს ძე ცქიტიშვილი გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მიწათმოქმედების სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ვასილ მიხეილის ძე ციცქიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ინგლისში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა გზათა დეპარტამენტის კანდიდატი ნიკოლოზ რომანის (რომანოზის) ძე ლეჟავა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ინგლისში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მიწათმოქმედების სამინისტროს კანდიდატი გიორგი დავითის ძე ლეშქაშელი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მიწათმოქმედების სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი არქიპო (არქიფო) ლავრენტის ძე კანდელაკი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მიწათმოქმედების სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი იაკობ ისიდორეს ძე რამიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მიწათმოქმედების სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი არჩილ აბელის ძე ბაირამაშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ინგლისში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მიწათმოქმედების სამინისტროს  კანდიდატი აქაზ ანდრონიკაშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მიწათმოქმედების სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი პავლე დიმიტრის ძე კვარაცხელია.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მიწათმოქმედების სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი დავით გიორგის ძე მაყაშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მიწათმოქმედების სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ნიკოლოზ პავლეს ძე იოსელიანი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ივანე ჩხენკელი.