ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47856

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი გრიგოლ დავითის ძე მამამთავრიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი სვიმონ გურგენის ძე მდივანი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი თევდორე ზურაბის ძე ღლონტი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N188 ბრძანებით, გრიგოლ მალაქიას ძე ჯაფარიძე ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ნატალია იოსების ასული გუფელდი ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ნეონილა სპირიდონის ასული ჯინჯიხაძისა ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის რუსული ენისა და არითმეტიკის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N190 ბრძანებით, ტრუფანოვი თბილისის ლევანდოვსკის გიმნაზიის მიწათმოქმედების პრაქტიკული მუშაობის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N190 ბრძანებით, პოროშინი თბილისის ლევანდოვსკის გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გრიგოლ ნათაძის N 187 ბრძანების თანახმად, 1918 წლის პირველი დეკემბრიდან ოზურგეთის საეპარქიო ვაჟთა პროგიმნაზიის ქართული ენის შტატის მასწავლებლად სოლომონ ბეჟანის ძე ანდღულაძე დაამტკიცეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე განიხილეს უმაღლეს, დაწყებით და საშუალო სასწავლებლებში მოსამსახურე პირთა ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს დაევალა, მთავრობისთვის წარედგინა ცნობები ამ დაწესებულებების თანამშრომელთა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო თანხის რაოდენობის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N185 ბრძანებით, ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის მათემატიკის პედაგოგად თამარ სპირიდონის ასული წილოსანისა დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N186 ბრძანებით, მიხეილ ზოსიმეს ძე ნოდია ახალი სენაკის ვაჟთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ოლღა ანდრიას ასული ბოდისკო თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 დეკემბერს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის გამგე პეტრე ჩარექიშვილმა განათლების სამინისტროს მისდამი რწმუნებული გიმნაზიის პედაგოგის დავით ანანიაშვილის თხოვნა დასამტკიცებლად წარუდგინა. მან მინისტრს სთხოვა, ანანიაშვილისთვის კერძო სასწავლებელში გატარებული დრო სამსახურში ჩაეთვალა და მისთვის მოწმობები (N 134 და N 50) დაებრუნებინა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 2536 მანეთსა და 06 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 1807 მანეთსა და 23 კაპიკს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 დეკემბერს განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მდივანმა ვრცელი წერილობითი მოხსენება წაიკითხა საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.
დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი მაქსიმე ბეროშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 29 დეკემბრის მოხსენების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში იყო 24 ვაჟთა გიმნაზია (ამასთან ოთხი ოთხკლასიანი გიმნაზია – V, VI, VII, VIII კლასები), სამი რეალური სასწავლებელი, 21 ქალების გიმნაზია, ოთხი საოსტატო სემინარია, ერთი ინსტიტუტი და სამი კომერციული სასწავლებელია (ორი თბილისში, ორი ქუთაისში).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 დეკემბრის განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“ ნათქვამია, რომ თბილისის 23-ე ვაჟთა გიმნაზიაზე ხაზინიდან 557 267 მანეთი და 85 კაპიკი იხარჯებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 დეკემბრის განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ", ნათქვამია, რომ თბილისის რეალურ სასწავლებლებზე ხაზინიდან 235 149 მანეთი და 08 კაპიკი იხარჯებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 დეკემბრის განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ", ნათქვამია, რომ თბილისის საოსტატო სემინარიებსა და ინსტიტუტებზე ხაზინიდან 484 791 მანეთი და 50 კაპიკი იხარჯებოდა.