ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 13 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქრისტე აღსდგა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 9 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გლადსტონის კანონპროექტის გამარჯვება“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 8 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „თავადაზნაურობის გულგრილობა სწავლაგანათლების საქმეში“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 12 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე საზღვარგარეთ მკურნალობის გამო აღებული ოთხთვიანი შვებულების შემდეგ დაუბრუნდა გაზეთ „ივერიის“ რედაქტორობას.

1899

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1899 წლის 12 ნოემბერს ბარონმა დე ბაიმ ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „კავკასიის ქედის ჩრდილოეთით“.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ გიორგი ჟურულს მისწერა, რომ პეტერბურგში წასვლის წინააღმდეგი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 9 მარტს მოწვეულ გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე სახელმწიფო საბჭოს წევრობის კანდიდატებად დავით გურამიშვილი, ივანე ჭავჭავაძე, ივანე ჯაბადარი და დავით მელიქიშვილი დაასახელეს.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის პირველ მარტს თბილისის გუბერნატორმა ალექსანდრე ორბელიანს მისწერა, რომ 14 მარტამდე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრება უნდა მოეწვია.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის მარტში ალექსანდრე ორბელიანი საგუბერნიო თავადაზნაურობის წინამძღოლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 9 მარტს გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე სახელმწიფო საბჭოს წევრობის კანდიდატებად დასახელებულ პირთაგან კენჭისყრაში მონაწილეობდნენ ილია ჭავჭავაძე და მიხეილ გედევანიშვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 8 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკი და გლადსტონი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართული დრამატული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 21 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ლუარსაბ წამებული“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 24 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის თეატრის მშენებლობის გამო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სტატია „ბ. ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ“.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძეს გორში ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, დუქანი და 661 კვადრატული საჟენი მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის გორში მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს, დუქანსა და 661 კვადრატულ საჟენ მიწას.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის დეკემბერში ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის მიერ თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული უძრავი ქონების გადასახადი 3327 მანეთსა და 17 კაპიკს შეადგენდა. ამ თანხიდან ქონების სანაცვლოდ აღებული თანხა 3127 მანეთი და 75 კაპიკი იყო, ხოლო 199 მანეთი 42 კაპიკი – პროცენტი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში „რაინდი, უშიშარი და გულმართალი“ მონაწილეობდნენ: მარიამ მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ბარბარე ავალიშვილისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თამარა ივანიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი, გედევან გედევანოვი და სხვ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში „დანაშაული და სასჯელი“ მონაწილეობდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძისა, ბარბარე ავალიშვილისა, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვასო აბაშიძე და კოტე ყიფიანი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების – „დანაშაული და სასჯელი“ და „რაინდი, უშიშარი და გულმართალი“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კოტე შათირიშვილი.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-1902 წლებში დომენტი იოანეს ძე რამინიშვილი სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1899 წლის 5 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მოურავ მერაბს (გვარი უცნობია) გაუგზავნა წერილი, რომელშიც სამეურნეო მითითებებს აძლევს.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა წიგნის მაღაზიის მისამართი და იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძინა ან უნდა შეეძინა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის აპრილის ჟურნალ „მოამბეში“ ლალის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი ლასხიშვილის წერილი „შინაური მიმოხილვა“ სათავადაზნაურო ბანკის და მისი თავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძის შესახებ.