ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47856

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე გაგრძელდა განხილვა გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული დებულებისა – ფინანსების შესახებ. ნანეიშვილი აცხადებდა, რომ წინა კრებაზედ ამ დებულების მეორე მუხლად მიიღეს ისეთი მუხლი, რომელიც შეტანილია მოქალაქეთა უფლება-მოვალეობის დებულების მე-15 მუხლად, ამიტომ შემოიტანა წინადადება ამ დებულებაში გამოეტოვებინათ ეს მუხლი. მცირე კამათის შემდეგ მეორე მუხლი წინა სხდომაზე მიღებული, უცვლელად დარჩა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში" მსახიობთა კავშირის საბჭოს დირექცია აქვეყნებს განცხადებას, რომ ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის წარმოდგენები გაიმართება სახელმწიფო თეატრში ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 დეკემბერს ქრისტოფორე რაჭველიშვილმა გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოაქვეყნა სტატია სომხების პოლიტიკის შესახებ, რომელშიც აღნიშნავს, როგორ მტრულად არის განწყობილი სომხეთი დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ. 

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ბარბარე ამილახვარმა გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს მისწერა, რომ ის ორი (მე-6 და მე-7) კლასის დამრიგებელი იყო. ანაზღაურებას მხოლოდ ერთი კლასიდან იღებდა, რის გამოც პედაგოგიურმა საბჭომ სამინისტროსთან შუამდგომლობა აღძრა. შუამდგომლობის შედეგები მისთვის ცნობილი არ იყო, ამიტომ მან პედაგოგიურ საბჭოს სთხოვა ეს საკითხი სამინისტროსთვის შეეხსენებინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 3 დეკემბრის სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე. მდივანი, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ მამალაძისთვის გიმნაზიის პირველი ოთხი კლასის პედაგოგის წოდების მინიჭების შესახებ თხოვნა, რაზედაც უარი ეთქვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 დეკემბრის N154 ბრძანებით ავეტიკ ტერ-პოღოსიანი თბილისის სომხურ ლისიციანისეულ გიმნაზიაში ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 დეკემბრის N 154 ბრძანებით აბრამ ხანდარიანი თბილისის სომხურ ლისიციანისეულ გიმნაზიაში კანონმდებლობის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 დეკემბრის N 154 ბრძანებით გრიგოლ მელქუმიანცი თბილისის სომხურ ლისიციანისეულ გიმნაზიაში ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 დეკემბრის N154 ბრძანებით ლევონ მელქისეთბეკოვი თბილისის სომხურ ლისიციანისეულ გიმნაზიაში საქართველოს ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 დეკემბრის N154 ბრძანებით მარგარიტა ჯალალოვი თბილისის სომხურ ლისიციანისეულ გიმნაზიაში საანბანო კლასის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 154 ბრძანებით არტავაზდ მუსაელოვი თბილისის სომხურ ლისიციანისეულ გიმნაზიაში ფიზკულტურის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N154 ბრძანებით, თბილისის სომხური ლისიციანისეული გიმნაზიის საღვთო სჯულის პედაგოგად რაფიელ მელიქ-ადამიანცი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 154 ბრძანებით თბილისის სომხური ლისიციანისეული გიმნაზიის საანბანო კლასის პედაგოგად შუშანიკ მკრტიჩიანი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 154 ბრძანებით ნინო მოდებაძე თბილისის სომხური ლისიციანისეული გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 154 ბრძანებით მარიამ ხეჩუმიანი თბილისის სომხური ლისიციანისეული გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბერს ბათლომე გრიგორის ძე მეგრელიძემ აუწყა ნათესავებსა და ნაცნობებს მეუღლის, მარო ელიზბარის ასულ მეგრელიძის, გარდაცვალების შესახებ. ის უნდა დაეკრძალათ 5 დეკემბერს, 3 საათზე, სოფელ ქვენობანში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 ნოემბერს ბარბარე გედევანიშვილის მეუღლე, პედაგოგი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ლუარსაბ მერაბის ძე გედევანიშვილი გარდაიცვალა. დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილის მოხსენების საფუძველზე განათლების სამინისტრომ „კალიის“ გიმნაზია დახურა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ქართულ გიმნაზიასთან არსებული უფასო სასადილოს გამგეობა მადლობას უხდის კახეთის რკინიგზას, რომელმაც სასადილოს 300 მანეთი შესწირა გამგეობის წევრ ნიკოლოზ ყაზბეგის ხსოვნის აღსანიშნავად.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წელს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ დამსახურებული მასწავლებლის, ლევან გედევანიშვილის დასაკრძალად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გადადო 2 000 მანეთი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, ქართველ პოეტს, ნინო ორბელიანს საკუთარი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა და ოლღა გუბელაძესთან ცხოვრობდა. საჭირო იყო, მწერალთა საზოგადოებას მის მიმართ მეტი ყურადღება გამოეჩინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბრის „გაზეთ სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა სტატია ქართული თეატრისა და ხელოვნების შესახებ, რომ უახლოეს ხანებში შეიქმნება ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირი, რომ ქართველი მსახიობები ემზადებიან სპექტაკლებში მონაწილეობისთვის და 6 დეკემბერს დაიდგმება პირველი წარმოდგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შ. მიქელაძე და განაცხადა, რომ საქართველოს სამანდატო კომისიამ სომხეთის მიერ გამოგზავნილი 20 წევრიდან დაამტკიცა მხოლოდ 8 მანდატი, რადგამ მხოლოდ 8 შეიძლება ჩათვლილიყო საქართველოს ქვეშევრდომად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში განიხილა თათართა მიერ გამოგზავნილი კანდიდატების დამტკიცება საქართველოს პარლამენტის დეპუტატებად.