რეგისტრირებული ფაქტები46388
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. სტატიის თანახმად, ჟორდანია ერთადერთი იყო, ვინც ხედავდა მუშათა კლასის მზაობას, ჩაებარებინა სახელმწიფოს მართვის სადავეები.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. სტატიის თანახმად, ჟორდანია გლეხობას რეაქციონერულ ელემენტად თვლიდა და აუცილებლობად მიიჩნევდა მისი მუშათა კლასისთვის დაქვემდებარებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. სტატიის თანახმად, ჟორდანია მიწათმფლობელებისა და ბურჟუაზიის კლასის წარმომადგენლებს პოლიტიკურ გვამებად მოიაზრებდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების განვითარების ბუნებრივი პროცესი გულისხმობდა სოფლის მოსახლეობის ნამეტის ქალაქში გადმოსახლებას, საქართველოში კი უახლოეს მომავალში საპირისპირო პროცესი იყო მოსალოდნელი – ქალაქის მოსახლეობის ნამეტის დაბრუნება სოფლებში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით, უცხოური კაპიტალის სავარაუდო შემოჭრა ქვეყანაში გამოიწვევდა ადგილობრივი მუშების მასიურ უმუშევრობას და მათ დაბრუნებას სოფლებში, სადაც მიწის რეფორმების გატარების შემთხვევაში უკეთესი ცხოვრება ელოდათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, გლეხები იშვიათად და რთულად თუ გადასხლდებოდნენ უცხო ქვეყნებში, ამიტომაც მსხვილი კაპიტალი სოფლის მეურნეობაში ვერ პოულობდა გასაქანს. არც მიწათმოქმედები ცნობდნენ რვასაათიან სამუშაო გრაფიკს და მაქსიმალურად იხარჯებოდნენ მიწის დამუშავებისას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, უცხოური კაპიტალის სავარაუდო შემოჭრა საქართველოში, სულაც არ ემუქრებოდა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის არსებობა-განვითარებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით, ახლო მომავალში უცხოური კაპიტალი უხვად შემოედინებოდა ქვეყანაში და მოითხოვდა ადგილობრივი მუშებისაგან ისეთივე მაღალ შრომით აქტივობას, რასაც საკუთარ ტერიტორიაზე იყო ნაჩვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშებსაც ქვეყნის გარედან შემოიყვანდა და ადგილობრივებს შრომის უფრო დაბალი ანაზღაურებით მოუწევდათ დაკმაყოფილება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით იმისათვის, რომ საქართველოს კონკურენცია გაეწია ევროპის მძლავრი მრეწველობისათვის, ადგილობრივი წარმოების პროდუქტები ევროპული და ამერიკული მრეწველობის პროდუქტებზე იაფი უნდა ყოფილიყო. ეს კი შესაძლებელი იყო არა წარმოების მოგების შემცირებით, რაც სავსებით მისაღები იყო ჟორდანიას თანამოაზრე ქვეყნის აღმშენებელთათვის, არამედ შრომის წარმოების გაზრდით, რაზეც ქვეყნის პოლიტიკის ჰეგემონი მუშათა კლასი ნაკლებად წავიდოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძე იყო ქართული ენის კურსების გამგე. ექვსთვიანი კურსის საფასური 300 რუბლი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ქართული ენის კურსების გამგე დიმიტრი დუმბაძის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კურსებზე ჩაწერა შეიძლებოდა 10-დან 2 საათამდე ვაჟთა პირველი გიმნაზიის შენობაში (როზენის ქუჩაზე). კურსების პროგრამაში შედიოდა: კითხვა და მართლწერა, სასაუბრო ენა, გრამატიკა, საქართველოს ისტორია, ლიტერატურა და გეოგრაფია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ქართული ენის კურსების გამგის დიმიტრი დუმბაძის განცხადება. განცხადების თანახმად, კურსების მიზანი იყო ორივე სქესის ქართველებისა და არაქართველებისთვის, ვინც ვერ ფლობდა ქართულს, სახელმწიფო ენის განხრით იმხელა ცოდნის მიწოდება, რომ შემდგომში მათ შეძლებოდათ სამთავრობო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში თანამდებობების დაკავება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ბანკის მეორე გამოშვების აქციებზე ხელმოწერა ბაქოში შესაძლებელი იყო ნიკოლოზ ჯაყელთან პირველ ნოემბრამდე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძე იყო ქართული ენის კურსების გამგე. ექვსთვიან კურსზე სწავლების საფასური 300 რუბლი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც დედა იულია ივანეს ასული ბარათოვა, ძმა ზაქარია დავითის ძე ბარათოვი და დები, ეკატერინე დავითის ასული სულხანოვა, ბარბარე დავითის ასული ბაგრატიონ-დავიდოვა, ნინო დავითის ასული ქიქოძე და ანასტასია დავითის ასული ჯანდიერი ქმრებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ გარდაცვლილი ნატალია დავითის ასული ავალოვას პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე დავითის ჩიხის №12-ში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი განათლების მინისტრის განკარგულებით თელავის წმ. ნინოს გიმნაზიის გამგედ დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
ფინანსთა მინისტრმა გ. ჟურულმა (კანცელარიის დირექტორის მაგიერ განყოფილების უფროსი ალ. კანდელაკი) 1918 წლის 9 ოქტომბერს სახელმწიფო კონტროლიორს, ფილიპე გოგიჩაიშვილს მისწერა, რომ თანახმაა, დააკმაყოფილოს გაგრის რეალური სასწავლებლისა და ორი პირველდაწყებითი სკოლის ხარჯების დასაფარად 15 000 მან. გაღების შესახებ აღძრული შუამდგომლობა, ოღონდ განათლების მინისტრმა ხარჯთაღრიცხვა უნდა წარადგინოს.
1918
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო კონტროლმა, ფ. გოგიჩაიშვილმა რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველს 1918 წლის 9 ოქტომბერს მისწერა (ხელს აწერს საქმის მმართველი ი. ქუთათელაძეც), რომ კონტროლი თანახმაა, რესპუბლიკის ხაზინიდან განათლების სამინისტროს წელიწადში 19 200 მან. მიეცეს ახალციხის ქართული საქვ. საზოგადოების სკოლის შესანახად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ გვაუწყებს, რომ ქართულმა დრამატულმა საზოდადოებამ თბილისში თეატრის ასაღორძინებლად საფუძვლის ჩაყრა მოიწადინა. ამ მიზნით მან ზოგიერთი კერძო პირის მატერიალური დახმარებით გაზაფხულიდან რეჟისორად გ. ჯაბადარი მიიწვია და მას დრამატული ხელოვნების სტუდიის მოწყობა მიანდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გიორგი ჟურულმა საქართველოს მთავრობას შესთავაზა, თამბაქოს მწარმოებელ ფაბრიკანტებს აქციზი გადაეხადათ არა ჩეკებით, არამედ ნაღდი ფულით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი იყო ახალქალაქის ყოფილი ქართული გიმნაზიის დირექტორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ იოსების ძე არდიშვილი იყო საქართველოს მთავრობის საგანგებო რწმუნებული.