ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა გამოუწვევია დარბაზში. ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკმა განაცხადა, რომ რუსულ ენაზე გაჟღერებული ჩანაწერი სულაც არ იყო განკუთვნილი პარლამენტში წასაკითხად და რომ საქმისწარმოება მრავალ სამთავრობო დაწესებულებაში ჯერ კიდევ რუსულ ენაზე წარმოებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძემ რუსულ ენაზე წაიკითხა მოხსენება 10-მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ. ამ ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დარბაზში. მიხეილ მაჩაბლის წინადადებას, კანონპროექტი ფინანსური კომისიისათვის დაებრუნებინათ სათარგმნელად, მხარი დაუჭირა შალვა ამირეჯიბმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა გამოუწვევია დარბაზში. კერძოდ, მიხეილ მაჩაბელი, ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით, სთავაზობდა პარლამენტარებს, დაებრუნებინათ კანონპროექტი ფინანსური კომისიისთვის ყველა მონაცემის ქართულ ენაზე თარგმნის მიზნით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა გამოუწვევია დარბაზში. კერძოდ, მიხეილ მაჩაბელს პროტესტი გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პარლამენტარების მიერ მიღებული კანონის თანახმად, საქმის წარმოება პარლამენტში სახელმწიფო ენაზე უნდა წარმართულიყო და ამ ფაქტით ისინი თვითონვე არღვევდნენ თავისივე მიღებულ კანონს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. მოხსენების დამთავრებისთანავე სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძეს განუცხადებია, რომ იგი იძულებული იყო დაეშვა ეს ფაქტი, რადგან მასალის ციფრული მონაცემები რუსულ ენაზე იყო მოწოდებული, ხოლო კანონპროექტის საჩქაროდ მიღების აუცილებლობის გამო არანაირი საშუალება არ იყო ამ მასალის თარგმნისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე იმსჯელეს ხარჯებისთვის გამოყოფილი 10-მილიონიანი ფონდის აღდგენის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე იმსჯელეს კანონპროექტზე, რომელსაც ხარჯები უნდა დაემტკიცებინა 10 მილიონიანი ფონდიდან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე მიუღიათ იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილის კანონპროექტი კანონების თანმიმდევრობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის სხდომა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის თავმჯდომარეობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10-მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოვიდა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის შესახებ. ახსნა-განმარტებითი სიტყვით გამოვიდა სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე. მისი თქმით, ჯარის ორგანიზების შესახებ კანონი, რომელიც მთავრობის წინაშე გაიტანეს და პარლამენტარებმა დაამტკიცეს, მკაფიოდ პასუხობდა კითხვებს, იყო თუ არა რეგულარული ჯარის შექმნის აუცილებლობა და როგორი იყო რესპუბლიკის მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 ოქტომბერს მთავრობის საქმეთა მმართველის სახელით გრიგოლ რობაქიძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას კანონპროექტის „საქართველოს სამზღვრებიდან გაძევებისა და სასამართლოს გარეშე დატუსაღების შესახებ“ უკან დაბრუნება შეატყობინა. საკითხი მთავრობის 3 ოქტომბრის სხდომაზე განხილვიდან მოიხსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს კონსერვატორიის დარბაზში გამართულ დისპუტს „ქორწინება და თავისუფალი სიყვარული“ უამრავი ხალხი დაესწრო. თავმჯდომარეობდა გრიგოლ რობაქიძე. მოხსენება წაიკითხა პოეტმა სერგეი გოროდეცკიმ, სიტყვა წარმოთქვეს ვ. ზელინსკიმ, ი. ლვოვმა, ქ. თარხნიშვილისამ, ტიციან ტაბიძემ, გ. კრუჩენუხმა და სხვებმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, საღამოს 8 საათზე დანიშნული იყო დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის კრება, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ვეშაპელი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ცალკე წიგნად დაიბეჭდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ნაციონალ-დემოკრატიული პარტია“, რომელიც იყიდებოდა 15 შაურად „კლდის“ კანტორაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, დაიბეჭდა დავით ვაჩნაძის ნაწერი „მუდმივი ჯარი თუ სახალხო მილიცია“, რომელიც „კლდის“ კანტორაში 15 შაურად იყიდებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელმა ბერლინში ხელშეკრულება დადო, რომლის ძალითაც საქართველო-გერმანიას შორის წყალქვეშ უნდა გაკეთდეს ტელეგრაფის მავთული ფოთიდან კონსტანცამდე და შემდეგ სტამბოლამდე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯავახიშვილის პუბლიცისტური წერილი „შეუდარებელი ქვეყანა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ივანე ციციშვილის წერილი „მეურნეთა და მიწის მესაკუთრეთა შეკავშირება“.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს თავადაზნაურთა ყოფილი მარშალი, თავადი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, მისი ძმა დავით ბაგრატიონი და კიდევ სამი მემამულე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამოქვეყნდა მეთაური წერილი „გერმანია და საქართველო“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით ვაჩნაძის წერილი „პური და ფქვილი საქართველოს ჯარს“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „სოციალ-დემოკრატია და მიწის საკითხი (დასასრული დ. ონიაშვილის პასუხისა)“.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებელი საგუბერნიო ციხეში მივიდა კალენიკე გოგიბერიძის დასაკითხად, მაგრამ ის ციხეში არ აღმოჩნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, გოგიბერიძე გაათავისუფლეს საბრალმდებლო ნაწილის ნებართვის გარეშე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ოქტომბერს გამართულ თელავის ქართველი საზოგადოების წევრთა კრებას 60 კაცი დაესწრო. კრების თავმჯდომარემ, ალექსანდრე ვახვახიშვილმა ოთხსაკითხიანი რეზოლუცია მიიღო.