რეგისტრირებული ფაქტები46388
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის თებერვალში გაზეთ „Исторический вестник“-ში გამოქვეყნდა რეცენზიაილია ჭავჭავაძის ნარკვევზე „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“. ავტორი მადლობას უხდიდა ილიას ისტორიის ფალსიფიკატორთა მხილებისთვის და ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილს ამ ნაშრომის რუსულენოვანი მკითხველისთვის გაცნობისათვის.
1909
ტიპი: გარდაცვალება
1909 წლის 21 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე თედო ლაბაური ჩამოახრჩვეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ სრული თავისუფლება უნდა მიეცათ ყველა სარწმუნოებისთვის.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ სამხედრო სამსახურისთვის ორწლიანი ვადა უნდა დაწესებულიყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ ჯარისკაცებს სამხედრო სამსახური სამშობლოში უნდა შეესრულებინათ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ რუსეთში ახალი სახელმწიფო წყობის დაარსებისთანავე ყველა ეროვნებას და კერძოდ, საქართველოს ავტონომიის დამყარების უფლება უნდა ჰქონოდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ ავტონომიურ საქართველოში სამოქალაქო თავისუფლება უნდა დამყარებულიყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ ავტონომიის მოპოვების შემდეგ საქართველოში მყოფი ეროვნული უმცირესობები ხელშეუხებელნი უნდა ყოფილიყვნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განვლილი წლის საქმეთწარმოება დაიბეჭდა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე აწერდა ხელს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 ივლისს თბილისის პოლიცმაისტერმა წერილობით უპატაკა გუბერნატორს, ილია ჭავჭავაძის საგურამოდან თბილისში ჩამოსვლის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა წერილობით აცნობა მთავარი სამმართველოს კანცელარიას, რომ სასურველი არ იყო გაზეთ „დროების“ გადაცემა ილია ჭავჭავაძისთვის, რადგან მისი რედაქტორობის შემთხვევაში ივანე მაჩაბელი, რომელიც არაკეთილსაიმედოდ იქცეოდა, კვლავ აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა გაზეთის გამოცემაში.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ სახელმწიფოს უნდა დაეარსებინა ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფდა გლეხების გადასახლებას მიწების ახლებურად განაწილების მიზნით.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ სახელმწიფოს არენდატორთათვის გადასახადი უნდა შეემცირებინა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ არენდატორს უნდა ჰქონოდა უფლება, გადამეტებული გადასახადის დაკისრების შემთხვევაში სასამართლოსთვის მიემართა.
1885
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1885 წლის პირველ სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანისგან სამადლობელი წერილი მიიღო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის სხდომის გახსნისთანავე ნიკოლოზ ორბელიანმა ილია ჭავჭავაძეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა ივანე მაჩაბლისთვის „დანოსჩიკის“ წოდებისთვის. ილიას განმარტებისა და მოწმეთა დადასტურების შემდეგ გაირკვა, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 18 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ახალ მოურავს, დიმიტრი სოფრონის ძე ჯაშს დაავალა, რომ გლეხებისთვის, რომლებიც ორი წლის მანძილზე გადასახადს თვითნებურად არ უხდიდნენ, პირობის შესრულება მოეთხოვა. მოურავი ილიასგან დაუკითხავად უვადებდა გლეხებს გადახდის ვადას, რითაც მათ თავის მიმართ კეთილად განაწყობდა, ილია კი დაუნდობელ მემამულედ გამოჰყავდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 23 აგვისტოს მოურავ მოსე მემარნიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამამ, გიორგი ფშავლიშვილმა მოსამსახურის პირით ილია ჭავჭავაძეს შეხვედრა სთხოვა. ილიამ შეუთვალა, რომ თუ საქმე საპატიმროდან გაქცეული შვილისთვის შუამდგომლობას ეხებოდა, შეხვედრას აზრი არ ჰქონდა, სხვა საქმეზე კი მზად იყო, მიეღო. პასუხით უკმაყოფილო ფშავლიშვილი გაბრუნდა.