რეგისტრირებული ფაქტები46388
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი იყო ეროვნული საბჭოს წევრი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბელი კლიუჩში მიავლინა საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკი ნ. ჩიკვაიძე. ჩიკვაიძეს ევალებოდა ადგილობრივი ადმინისტრაციის საქმიანობის რევიზია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბელი კლიუჩში მიავლინა საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკი ნ. ჩიკვაიძე. ჩიკვაიძეს მონაწილეობა უნდა მიეღო საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოებულ გამოძიებაში, რომელიც ბელი კლიუჩის რაიონში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნოე რამიშვილის პირით შეუთვალა გერმანულ დელეგაციას, რომ სამინისტრო ყველანაირ ღონეს ხმარობდა საქართველოს ტეროტორიაზე თათარი ყაჩაღებისგან შევიწროებული სომხების დასაცავად და მათი მძიმე ხვედრის შესამსუბუქებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს სხდომაზე ჩატარებულ არჩევნების შედეგად მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელმა მიიღო 2, ხოლო დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძემ – 3 ხმა 18-დან.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ერევნის გიმნაზიის დირექტორი ევგენი ალექსანდრეს ძე ჭოღოშვილი ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილის გიმნაზიის დირექტორი ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი დაინიშნა მეხუთე ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბათუმის გიმნაზიის დირექტორი ა. ჯვარიშეიშვილი დაინიშნა გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ევგენი ალექსანდრეს ძე ჭოღოშვილი იყო ერევნის გიმნაზიის დირექტორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი იყო მიხეილის გიმნაზიის დირექტორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ჯვარიშეიშვილი იყო ბათუმის გიმნაზიის დირექტორი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 15 სექტემბერს დუშეთში ჩატარდებოდა დუშეთის ოლქის გლეხობის კრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ რაჟდენ მათეს ძე არსენიძე და რაფიელ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თავისუფალი მხატვარი ილია (ილიკო) სოლომონის ძე აბაშიძე ქართული სახალხო ოპერის ორგანიზაციას შეუდგა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ილია სოლომონის ძე აბაშიძე ქართული სახალხო ოპერის რეპერტუარის განახლებას გეგმავდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ილია აბაშიძე იყო ხელოვნების მუშაკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, რუსულმა ეროვნულმა საბჭომ იშუამდგომლა საქართველოს სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინაშე. შუამდგომლობა ეხებოდა თბილისში რუსული განყოფილების გახსნას ან მიხეილის სახალხო სარკინიგზო სასწავლებელში მისაღები გამოცდების რუსულ ენაზე ჩაბარების შესაძლებლობას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე იყო ეროვნული საბჭოს წევრი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 სექტემბერს თბილისში გამართულ წარმოდგენაზე ნიკოლაი ნიკოლაევს შთამბეჭდავად შეუსრულებია როიალზე E-mol კონცერტი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ნიკოლაი ნიკოლაევი პიანისტი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოს კლასით მოწვეული იყვნენ პედაგოგები: ი. ი. ფიშბერგი, ა. ნ. კარაევი და თ. ს. კაცი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლონჩელის კლასით მოწვეული იყო პედაგოგი ილია სოლომონის ძე აბაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში მოწვეულები იყვნენ სიმღერის კლასის პედაგოგები: გ. ი. კირილოვა, ა. ი. ჯაყელი და რ. ნ. პოლიაევი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ილია სოლომონის ძე აბაშიძე იყო ვიოლონჩელისტი.