ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51444

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან მისწერა, რომ თარგმანებს უგზავნიდა და სთხოვა, თვალი გადაევლო კორექტურისთვის და ტექსტი მბეჭდავისთვის თავად ეკარნახა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1831 წელს სერგო კლდიაშვილმა ალიო მირცხულავას წერილით სთხოვა, მარჯანიშვილის თეატრის დირექციასთან ეშუამდგომლა, რომ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დადგმისთვის გათვალისწინებული ჰონორარის ნაწილი მისი ძმის, გიორგი კლდიაშვილისთვის გადაეხადათ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1831 წელს სერგო კლდიაშვილმა ალიო მირცხულავას მისწერა, რომ მარჯანიშვილის თეატრის დირექცია მის და-ძმას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამემკვიდრეო ჰონორარის გადახდას უგვიანებდა, რომელიც მათ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დადგმისთვის ერგებოდათ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ ნიკოლო მიწიშვილს ძალიან ემადლიერებოდა თავისი წიგნების გამოცემის მეთვალყურეობის გამო.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ სახელმწიფო გამომცემლობა და გამომცემლობა „ქართული წიგნი“ ერთმანეთს ებრძოდნენ და თვითონ უნებურად აღმოჩნდა მათი ქიშპობის მსხვერპლი.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ სახელმწიფო გამომცემლობა არღვევდა ხელშეკრულებას „ქამუშაძის გაჭირვების“ გამოქვეყნების თაობაზე.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა და სთხოვა, თუკი მისი წიგნების გამოცემა კიდევ გაჭიანურდებოდა, შეეტანა განაცხადი სახელმწიფო გამომცემლობაში ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

1931

ტიპი: ავტორობა

გიორგი ბოჭორიძემ რაჭის ეკლესია-მონასტრების ჯვრების, ხატების, ფრესკების წარწერების, ხელნაწერ წიგნთა მინაწერების დეტალური შესწავლისა და გაანალიზების შედეგად შექმნა ვრცელი ნაშრომი „რაჭის ისტორიული ძეგლები“, რომელიც „საქართველოს მუზეუმის მოამბის“ 1931-34 წლების ნომრებში დაიბეჭდა.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს ივანე მაჭავარიანის თარგმნილი ერკმან-შატრიანის „გლეხი კაცის ისტორია“ გამოსცა სახელგამმა.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წლიდან ივანე მაჭავარიანი იღებდა პენსიას 180 მანეთის ოდენობით.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს გიორგი არჯევანიძემ დაწერა ნაშრომი „სახელმძღვანელო სამხედრო საქმეში“.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931-1943 წლებში ივანე ყაზბეგი ქალაქ ვარშავაში ცხოვრობდა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 30 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ მიიღო მათი დაზღვეული და დაუზღვეველი წერილები და მამას მასალაც.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 30 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ეკონომიკური ისტორიის საკითხებს ამუშავებდა და ცდილობდა, საქართველოში ლობიოს კულტურის გავრცელების დრო და გზების გაერკვია.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წელს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს სთხოვა, გაეგზავნა გურიაში გავრცელებული ლობიოს ჯიშებისა და კერძების სახელწოდებები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევისთვის გამოადგებოდა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 24 დეკემბერს მარიამ მაჭავარიანმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ მამა, დავით კლდიაშვილი, სულ უფრო სუსტად გრძნობდა თავს და სთხოვა, მალე ჩამოსულიყო სოფელში მის მოსანახულებლად.

1930

ტიპი: გარდაცვალება

1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში სოციალ-დემოკრატიული პარტიის კრებაზე მიმავალი ნოე რამიშვილი ქართველმა ემიგრანტმა მოკლა.

1930

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძე 1930 წლის დეკემბერში მშობლებისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ, ივანე ჯავახიშვილის კვლევის მიხედვით, ლობიოს თესლი საქართველოში, სავარაუდოდ, XVI საუკუნეში ამერიკიდან გურიის გზით შემოვიდა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 18 ოქტომბერს პაოლო იაშვილმა გიორგი ლეონიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ აბელ ენუქიძისთვის ეთხოვა დახმარება სულხან-საბა ორბელიანის საფლავთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიებაში.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 14 ოქტომბერს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, მარშალის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით კ.პ.ს-ს წევრების დატუსაღების შესახებ.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 7 ოქტომბერს „სალიტერატურო გაზეთის“ რედაქციამ ტიციან ტაბიძეს მისწერა, რომ თბილისის სამეურნეო შტაბის გადაწყვეტილებით სარეიდო ბრიგადებს უხელმძღვანელებდნენ მწერლები - დემნა შენგელაია, ტიციან ტაბიძე, შალვა აფხაიძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი და მხატვრები - იაკობ ნიკოლაძე, ლადო გუდიაშვილი და მოსე თოიძე.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 სექტემბერს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს ოპოზიციონერი პარტიის ლიდერების (ბარლიცკი, ლიბერმანი, ბაგინსკი) დატუსაღების შესახებ. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ მემარცხენეთა ბლოკი დატოვეს ქრისტიან-სოციალისტებმა. ასევე, გააქტიურდნენ პოლონელი უკრაინელები, რომლებიც ატერორებენ მოსახლეობას და ცეცხლს უკიდებენ მამულებს.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის 4 აგვისტოს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის შვილს, გოგის ოპერაცია გაუკეთეს.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 4 აგვისტოს საფრანგეთიდან დავით შარაშიძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს წერილით გადაუხადა მადლობა გაგზავნილი წიგნებისთვის და გრიგოლ გიორგაძის ორი წიგნი სთხოვა: საქართველოში ფეოდალიზმის შესახებ და „თვითმყოფადობა და რევოლუცია“.