ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის 1918 წლის 25 სექტემბრის მოხსენება ეხება თბილისის ყოფილი სათავადაზნაურო ქალთა ქართული გიმნაზიის მასწავლებელთა და მოსამსახურეთა 1918 წლის სექტემბრის ჯამაგირით დაკმაყოფილების საკითხს. ამისთვის მინისტრთა საბჭოს 2 384 მან. 12 კაპ. გამოყოფას სთხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 სექტემბრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი და მთავარგამგეები – ვუკოლ ბერიძე, მიხეილ თაქთაქიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე, ეპარქიის გიმნაზიის უფროსი დიმიტრი უზნაძე, ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე, წმ. ნინოს სასწავლებლის უფროსი პეტრე ჩარექიშვილი, სახალხო სკოლების ინსპექტორები – ნიკოლოზ შიუკაშვილი და ვასილ ჯაფარიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 25 სექტემბრის ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი მიხეილ ივანეს ძე ალექსანდროვსკი სამსახურიდან დაითხოვეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბერეზოვსკი გამოუცხადებლობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი პეტრე ალექსანდრეს ძე ზელენეცკი გამოუცხადებლობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 სექტემბრის მოხსენებაში განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ქართველ სტუდენტთა გერმანიაში გამგზავრების შესახებ უმაღლესი სწავლის დასამთავრებლად აღნიშნავდა, რომ ამას წინ უნებართვოდ თავისუფალი მოგზაურობის შეუძლებლობა ეღობებოდა. თუ ნებართვა დროზე არ იქნებოდა გაცემული, კურსდამთავრებულები იძულებულნი გახდებოდნენ 1919 წლამდე საქართველოში დარჩენილიყვნენ, ამიტომ შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, სასწრაფოდ აღძრულიყო შუამდგომლობა, რათა გერმანიის მთავრობას 100 ახალგაზრდისთვის მოგზაურობის ნება დართო და ხელი შეეწყო უმაღლეს სასწავლებლებში მათი მიღებისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის 1918 წლის 24 სექტემბრის მოხსენება სასულიერო სემინარიასთან არსებული სამრევლო სკოლის საღმრთო რჯულის მასწავლებლის გრ. გძელიშვილის ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1918 წლის 1-ელ იანვრამდე. მთავრობის წინაშე შუამდგომლობს, რათა 373 მან. 35 კაპ. გამოუყონ მასწავლებლის დასაკმაყოფილებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 სექტემბერს სუფსის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის გამგე იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის დაბალი სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა, რომ დუშეთის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის გამგედ გადაეყვანა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 სექტემბერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ დუშეთის ქალაქის თვითმმართველობას აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად სუფსის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორი იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი დანიშნეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში თავისი ბინიდან გამოასვენეს და საკათედრო ტაძარში დაასაფლავეს მიტროპოლიტი ანტონი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ ანტონის გასვენებას დაესწრნენ: სამხედრო მინისტი გრიგოლ გიორგაძე, გუბერნიის კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი, კათალიკოსის მოსაყდრე ლეონიდე, ეპისკოპოსი ამბროსი და საზოგადოება.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხდებაში იმერეთის ეპარქიის საბჭო იუწყებოდა, რომ ქუთაისის გარდაცვლილი მიტროპოლიტი ანტონის დაკრძალვა 24 სექტემბერს მოხდებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 სექტემბერს გორის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელმა ილია ბაკურაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს თელავში საქმეების მოსაგვარებლად სამსახურიდან რამდენიმე დღით გათავისუფლება სთხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ვეშაპელი, თავმჯდომარის მოადგილეებად – ვასილ წერეთელი და შალვა ქარუმიძე, მდივნად – დიმიტრი ჯავახიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ვეშაპელი, თავმჯდომარის მოადგილედ – დავით ვაჩნაძე, მდივნად – რევაზ გაბაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, დიომიდე თოფურიძე გაზეთ „საქართველოს ეკონომისტის“ რედაქტორი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „პასუხი რკინის გზათა უფროსს“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამოქვეყნდა მეთაური წერილი „პარტიის რეორგანიზაცია“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის პუბლიცისტური წერილი „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით ვაჩნაძის პუბლიცისტური წერილი „რატომ არ გვყავს ჯარი?“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის პუბლიცისტური წერილი „მიწის ნორმა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის სიტყვა „საქართველოს ღერბი“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხადებაში მეუღლე ელიზავეტა გიორგის ასული ყიფიანი, ვაჟები, ალექსანდრე, იოსები, ვასილი და ვლადიმერი, ქალიშვილი სოფიო ჩიქოვანი შვილებთან ნინო და ელენე ციციანოვებთან ერთად, რძლები, ელენე და ალექსანდრა თავის შვილებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ ფარნაოზ ყიფიანის გამოსვენება შედგებოდა 22 სექტემბერს ქუთაისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბერს კონსტანტინე მაყაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, რაჟდენ არსენიძე და დავით ჩიქოვანი დაესწრნენ. დავით ნახუცრიშვილი კომისიის სხდომის მდივანი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს დებულება საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ. კამათი მესამე მუხლში შესატანმა ცვლილებამ გამოიწვია, რომლიც მიხედვითაც ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელს სახელმწიფო ენის უცოდინრობის შემთხვევაში სიტყვის წარმოთქმა დედაენაზე შეეძლებოდა. ცვლილების მომხრენი იყვნენ პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მაყაშვილი, წინააღმდეგნი კი — რაჟდენ არსენიძე და ივანე ჩერქეზიშვილი.