რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში ფორტეპიანოს კლასს უძღვებოდნენ: ი. ვ. სტაროვსკაია, ტ. ი. ტერ-სტეპანოვა, ლ. ლ. ტრუსკოვსკი და ანა ი. ტულაევა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით სოფიო და ელენე ხერხეულიძეები, ანნა რატიშვილისა და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა ნათესავებსა და ნაცნობებს აუწყებენ ნიკოლოზ ანდრიას ძე ხერხეულიძის გარდაცვალებას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 იანვარს კოტე სიმონის ძე მესხის ბენეფისი გაიმართებოდა და მიხეილ ლერმონტოვის ოთხმოქმედებიან დრამას „მასკარადს“ წარმოადგენდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელ იანვარს მ. ლეონიძის ბენეფისზე გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ: კოტე სიმონის ძე მესხი, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, კ. მ. მაქსიმიძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელ იანვარს მ. ლეონიძე თავის ბენეფისზე კოტე სიმონის ძე მესხთან ერთად ილია ჭავჭავაძის თხზულებას „დედა და შვილს“ წარმოადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც დედა, იულია ივანეს ასული ბარათოვა, ძმა, ზაქარია დავითის ძე ბარათოვი და დები, ეკატერინე დავითის ასული სულხანოვა (ბარათაშვილი), ბარბარე დავითის ასული ბაგრატიონ-დავითოვა, ნინა დავითის ასული ქიქოძე და ანასტასია დავითის ასული ჯანდიერი ქმრებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ნატალია დავითის ასული ავალოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებით დაუჭერიათ არტაშეს სემიონის ძე დოშოიანცი, რომელიც ლისტოკში „Вечерние Телеграммы“ სისტემატურად აქვეყნებდა მცდარ ცნობებს სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენების შესახებ (მაგ. ცნობა მეცისა და სტრასბურის აღების შესახებ). ამით იგი იმედოვნებდა თავისი გამოცემის ტირაჟის გაზრდას.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 9-10 მარტს ილია ჭავჭავაძის ქუთაისში ყოფნის დროს ადგილობრივ პოლიცმაისტერს თბილისიდან ზედიზედ მისდიოდა დეპეშები, რომ თვალი ედევნებინა და ჩაეწერა ილიას მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა. ამ დროისთვის იგი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 11 მარტს ილია ჭავჭავაძეს ქუთაისში მიაკითხეს სიმონ ღოღობერიძემ და კირილე ლორთქიფანიძემ და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სანახავად ერთად წავიდნენ.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის 10 მარტს გელათიდან წამოსული ილია ჭავჭავაძე ნიკო ღოღობერიძემ მიიპატიჟა სასტუმროს სასადილო დარბაზში, სადაც შეხვდა გიორგი შერვაშიძესა და ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლ იასონ გელოვანს. მის საპატივსაცემოდ ახალი სუფრა გაშალეს და წვეულება განაგრძეს, ღამე ილია სიმონ ღოღობერიძის ოჯახში დარჩა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის მარტში გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებს, დავით მიქელაძესა და გიორგი ლასხიშვილს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. ამის გამო ილია ჭავჭავაძესთან ოჯახში მივიდნენ გიორგი ლასხიშვილი, კიტა აბაშიძე და ილია ნაკაშიძე და ილიას შესთავაზეს, „ივერია“ მათთვის გადაეცა და რომელიმე მათგანი რედაქტორად დაემტკიცებინა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 30 აპრილს მთავარმართებლის კანცელარიამ საცენზურო კომიტეტიდან მიღებული საიდუმლო შეტყობინების საფუძველზე მთავარმართებლის საბჭოს წერილობით აცნობა გაზეთ „ივერიის“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) მავნე მიმართულების შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 აპრილის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ივანე ნასიძემ, გრიგოლ ჯავახიშვილმა და დავით დოდაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს სხვადასხვა ნივთი შესწირეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისის მაზრის უფროს ლევან ჯანდიერთან, ნიკო ღოღობერიძესთან, ივანე რატიშვილთან, ანდრია ღულაძესა და სხვებთან ერთად მატარებლით გაემგზავრა ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის დახოცვის შემდეგ ყაჩაღები ილია ჭავჭავაძეს ახალ-ახალ გამაფრთხილებელ ნიშნებს აძლევდნენ, მაგ., საგურამოში სასტიკად დაუხოცეს შინაური ცხოველები.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 9 მარტს ილია ჭავჭავაძე ქუთაისში ჩავიდა, შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილსა და ლევან ჯანდიერთან ერთად სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძეს ესტუმრა.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის 26 იანვრამდე ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „კვალის“ 1893-1895 წლების ნომრებიდან მასალა ამოიწერა და კომენტარები დაურთო.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის 16 იანვრიდან ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩანაწერები გააკეთა საბანკო კრიზისის შესახებ.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წელს ილია ჭავჭავაძემ ანდრია ღულაძესა და გიგო თოიძესთან ერთად კონსერვების დამამზადებელი ამხანაგობა „ანკარა“ ჩამოაყალიბა და საგურამოში სახლის წინ დაიწყო წარმოება.