რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდი უნდა გადაეხადა საზოგადოების საპატიო წევრის, გაბრიელ ეპისკოპოსისითვის.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში ყარამან ფაღავამ ილია ჭავჭავაძეს შეატყობინა, რომ დაინახა, როგორ გამოდიოდა საგურამოს მოურავი დიმიტრი ჯაში ჟანდარმთა სამმართველოდან ხელში ბრეზენტის ჩანთით და ქაღალდებით. ფაღავას მცხეთის ჟანდარმერიაში რომ უკითხავს, ილიას მოურავს იქ რა უნდოდაო, უთქვამთ, რომ მათთან თანამშრომლობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 თებერვლამდე ილია ჭავჭავაძემ მარჯორი უორდროპის წერილი და ინგლისურ ენაზე გამოცემული „განდეგილი“ მიიღო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 18 ივნისის შემდეგ დიმიტრი ჯაში ხშირად დადიოდა წიწამურსა და საგურამოს ბაღში გლეხთა შეკრებებზე და მათ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ განაწყობდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე ორი კვირით მეუღლის გარეშე იყო საგურამოში. თბილისში ოლღას წერილით შეატყობინა, რომ მათი ახალი მოურავი დიმიტრი ჯაში თაღლითი აღმოჩნდა და ახალ მოურავს ეძებდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 18 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ წიწამურელ გლეხებს, რომლებიც მისი მიწებით სარგებლობდნენ და გადასახადი მოწეული ხორბლით უნდა გადაეხადათ, დადებული პირობის შესრულება მოსთხოვა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში ყარამან ფაღავა სამსახურებრივი საქმეების გამო ილია ჭავჭავაძეს საგურამოში ესტუმრა. ილიამ წუხილი გამოთქვა, მოურავად ისეთი დამანიშნინეს, ხალხს ჩემ წინააღმდეგ ამხედრებსო.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი სოფრონის ძე ჯაში საგურამოს მოურავად დანიშნა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 18 ივნისის შემდეგ რევოლუციურმა გამოსვლებმა იკლო და ილია ჭავჭავაძე საგურამოს მეურნეობაში წესრიგის დამყარებას ცდილობდა.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის ივლის-აგვისტოში ხარიტონ შიოშვილი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში მსახურად მუშაობდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ქართულ თეატრში შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მიწვეული იყვნენ არტისტები: ეფემია მესხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გამყრელიძისა, საყვარელიძე და რჩეულოვისა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიტროპოლიტმა ვლადიმერმა გიორგი შარვაშიძეს სოფელი დიღმის მოსახლეთა განაჩენის დამტკიცების დაჩქარება სთხოვა, რომელიც სოფელ დიღომში ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის დაარსებას გულისხმობდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიხეილ თაქთაქიშვილი განჯის გიმნაზიის მასწავლებლად დანიშნეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 30 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ 1903 წლის 20 და 27 იანვარს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს დასწრებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ივანეს ძე ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს გარდა კავკასიის დანარჩენი ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება. თუმანოვის აზრით ისინი, ვინც პოლიტიკაზე უკანასკნელ წუთს მოწოდებული ცნობებით მსჯელობდა, ამ ცნობას აღიქვამდა, როგორც კავკასიის ხალხთათვის გამოტანილ საბოლოო განაჩენს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხადებაში მეუღლე ელიზავეტა გიორგის ასული ყიფიანი, ვაჟები, ალექსანდრე, იოსები, ვასილი და ვლადიმერი, ქალიშვილი სოფიო ჩიქოვანი შვილებთან ნინო და ელენე ციციანოვებთან ერთად, რძლები, ელენე და ალექსანდრა თავის შვილებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ ქუთაისში გარდაიცვალა ფარნაოზ გარსევანის ძე ყიფიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხადებაში მეუღლე ელიზავეტა გიორგის ასული ყიფიანი, ვაჟები, ალექსანდრე, იოსები, ვასილი და ვლადიმერი, ქალიშვილი სოფიო ჩიქოვანი შვილებთან ნინო და ელენე ციციანოვებთან ერთად, რძლები, ელენე და ალექსანდრა თავის შვილებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ ფარნაოზ ყიფიანის გამოსვენება შედგებოდა 22 სექტემბერს ქუთაისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხადებაში მეუღლე ელიზავეტა გიორგის ასული ყიფიანი, ვაჟები, ალექსანდრე, იოსები, ვასილი და ვლადიმერი, ქალიშვილი სოფიო ჩიქოვანი შვილებთან ნინო და ელენე ციციანოვებთან ერთად, რძლები, ელენე და ალექსანდრა თავის შვილებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ ფარნაოზ ყიფიანის პანაშვიდი გაიმართებოდა 21 სექტემბერს მის საკუთარ სახლში, ნიკოლოზის ქუჩა N 50-ში.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფარნაოზ გარსევანის ძე ყიფიანს ჰყავდა ვაჟები: ალექსანდრე, იოსები, ვასილი და ვლადიმერი.