ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი ბერლინში იმყოფებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ივანეს ძე ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს გარდა კავკასიის დანარჩენი ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარე არკადი მილოვმა კომიტეტისა და მთლიანად სავაჭრო-სამრეწველო კლასის წარმომადგენლების სახელით საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მინისტრად დანიშვნა მიულოცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის მკვლელი და ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე პავლე ფშავლიშვილი ემალებოდა მართლმსაჯულებას და 1908 წელს, მისი დაკავების მცდელობის დროს, სროლისას დაიღუპა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ა. ნ. მილოვმა სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მცირე კრედიტის ორგანიზაციასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის მიერ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს „საქართველოს კალენდარში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წინასიტყვაობა, რომელიც მან 1877 წელს „ივერიის“ პირველ ნომერში გამოაქვეყნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ვაჟა-ფშაველამ ილია ჭავჭავაძეს პოემა „ძაღლიკა ხიმიკაური“ მიუძღვნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ილია ჭავჭავაძის ლექსები „გახსოვს, ტურფავ...“ და „კითხვა-პასუხი“ კრებულში „პატარა ჩანგი“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ილია ჭავჭავაძის ტექსტზე „ტყემ მოისხა ფოთოლი...“ დიმიტრი არაყიშვილის მიერ დაწერილი რომანსის ნოტები პატარა წიგნად გამოიცა. წიგნში წარმოდგენილი იყო ივანე და ალექსანდრა თხორჟევსკების მიერ თარგმნილი ტექსტის რუსული თარგმანიც.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს იაკობ გოგებაშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „სიმართლე თბილისის შესახებ“.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 7 ივნისს ყაჩაღები შევიდნენ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლში, პურის მცხობელი სოფიო უნდილაშვილი ხანჯლით შეაშინეს, დახოცეს მოურავი მოსე მემარნიშვილი და მისი მეუღლე ევა მოძღვრიშვილი-მემარნიშვილისა და წაიღეს ფული, ვერცხლის ნივთები, თოფი, რევოლვერი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს სოფიო დიმიტრის ასული უნდილაშვილი საგურამოში, ლია ჭავჭავაძის სახლში, პურის მცხობლად მუშაობდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 12 მაისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის გზათა ოლქის თერგის განყოფილების მე-5 დისტანციის უფროსის თანამდებობის აღმასრულებელ იოსებ ანდრონიკაშვილს წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი მიენიჭა.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი რემონტის დასრულების შემდეგ თბილისში, ანდრეევის №22-ში შეძენილ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 ივნისამდე ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ყოფილ მარშალ ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანს ესტუმრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს საგურამოში ილია ჭავჭავაძის მოურავმა მოსე მემარნიშვილმა დარაჯი პავლე ფშავლიშვილი ქურდობაში ამხილა და პოლიციას გადასცა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 10 მაისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სიმონ წერეთელი ქუთაისის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაინიშნა 199 ხმით 37-ის წინააღმდეგ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 21 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გათეთრება შავისა“.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7-8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ელისაბედ ჭავჭავაძისა და მეფუტკრე დანიელ მასლოვის დეპეშები, რომლებიდანაც შეიტყო საგურამოში მომხდარი ტრაგედიის – მოსე და ევა მემარნიშვილების მკვლელობის შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელ იანვარს ქართულ თეატრს კონსტანტინე ყიფიანის საბენეფისოდ უნდა წარმოედგინა გ. ერისთავის ოთხმოქმედებიანი დრამა „მეორედ გაყმაწვილება“, „თამარ ბატონიშვილის“ მეოთხე მოქმედება და დივერტისმენტი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს პავლე გიორგის ძე ფშავლიშვილი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში დარაჯად მსახურობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 თებერვლიდან 5 ივნისამდე ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიის სხდომებში.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 2 მაისს პეტერბურგში ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო საბჭოს სესიაზე წარმოთქვა სიტყვა სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლიდან დანიელ გაბრიელის ძე მასლოვი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში მეფუტკრედ მუშაობდა.