ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად საკრედიტო საზოგადოების მიერ მთავრობისგან ფულის სესხების წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 19 დეკემბერს ალექსანდრე ყიფშიძემ ახალციხიდან პეტერბურგში ძმას, ზაქარიას მისწერა და უამბო, ილია ჭავჭავაძემ როგორ გამოითხოვა ბანკიდან ახალციხის ქალთა სასწავლებლისთვის 300-ის ნაცვლად 500 მანეთი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 15 დეკემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაშა, ბ-ნო ქართველო დეფო!“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ბზიკის ხელმოწერით ილია ჭავჭავაძის სტატია „საკენკად „სამშობლოს ცაზე“ ხეტიალას“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 30 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ წერილში „ჩვენ მოღვაწეთა მიმართ“ ალექსანდრე მდივანი საზოგადოებას მოუწოდებდა, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 45 წლისთავის აღსანიშნავად მისი თხზულებების საიუბილეო კრებული გამოეცათ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 27 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული ტაძრების ბედი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 18 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 18 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსწავლეთა ჯანმრთელობა – უპირველესი საზრუნავი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 21 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგზაო საქმის მნიშვნელობა“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში გამოვიდა მიხეილ ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ქრესტომათია“, რომელშიც გამოქვეყნდა ლექსი „გაზაფხული“, ნაწყვეტები „კაცია–ადამიანიდან?!“, „გლახის ნაამბობიდან“ და „განდეგილიდან“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში გამოვიდა მიხეილ ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ქრესტომათია“, რომელშიც გამოქვეყნდა ლექსი „გაზაფხული“, ნაწყვეტები „კაცია–ადამიანიდან?!“, „გლახის ნაამბობიდან“ და „განდეგილიდან“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 31 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 31 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მთავრობის მხარდაჭერა“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო კრებას, რომელზეცსათავადაზნაურო სკოლის მშენებლობის დაფინანსების საკითხი განიხილეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 15 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავადაზნაურთა მოვალეობა“.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 29 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო კრებას დაესწრო. იგი სათავადაზნაურო სკოლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრად აირჩიეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 29 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორ მიხეილ გრუზინსკის წერილი მიიღო საბანკო საქმეების შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე, ოლღა გურამიშვილი, თბილისის გუბერნიის მარშალი დავით მელიქიშვილი, გრიგოლ დიასამიძე და სხვები წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლას სტუმრობდნენ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაზეთ „კვალის“ 35-ე და 36-ე ნომრებში ივანე გომართელის წერილი „თ. ი. ჭავჭავაძე და მისი პოეზია“ გამოქვეყნდა. ავტორი წერდა, რომ ილია პრობლემურ საკითხებზე სტატიებს ისეთ დროს აქვეყნებდა, როცა პრობლემა უკვე მოგვარებული იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 28 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო კრებას, რომელზეც სათავადაზნაურო სკოლის მშენებლობის დაფინანსებისა და ახალციხის ქალთა სკოლისთვის თანხის გამოყოფის საკითხი განიხილეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 14 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავკაცთა უვარგისობა სოფლად“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 28 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის საგუბერნიო კომიტეტის სხდომას, რომელზეც სასოფლო-სამეურნეო წარმოების საკითხი განიხილეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ პრემიის მისაღებად საკონკურსოდ წარმოდგენილი პიესების განხილვაში მიიღო მანაწილეობა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პორუჩიკმა ასლან ვახტანგის ძე წულუკიძემ.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პორუჩიკმა მიხეილ ერასტის ძე დარახველიძემ.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კორნეტმა ანემპოდისტე იასეს ძე მაჩაბელმა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კორნეტმა კონსტანტინე დავითის ძე წულუკიძემ.