რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე თელავის მაზრიდან თავად-აზნაურთა რწმუნებულად აირჩიეს, ხოლო დუშეთის მაზრიდან – თავად-აზნაურთა დეპუტატად.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წელს გრაფ დიმიტრი სოლსკის მიერ მიწვეული ილია ჭავჭავაძე მარიას სასახლეში სიტყვით გამოვიდა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამხილა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ნაკლოვანებები. შეკითხვაზე, რამდენად გონივრული იყო, ქართული დეპუტაცია შესულიყო იმპერიის სახელმწიფო საბჭოში, ვრცლად დაასაბუთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის გაზაფხულზე ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის გადასაცემად შუამდგომლობისთვის კავკასიის ბეჭდვითი სიტყვის მთავარ სამმართველოს მიმართა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 9 აპრილს მთავარმართებლის კანცელარიამ თბილისის გუბერნატორს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძეს გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის გადაცემა სურდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ხელწერილს იმის შესახებ, რომ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების გადაცემის სანაცვლოდ ალექსანდრე სარაჯიშვილისგან 1000 მანეთი მიიღო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 9 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ვექსილს, რომლის მიხედვითაც ის ვალდებული იყო, ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის 4 თვის განმავლობაში 275 მანეთი გადაეხადა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გაზეთის გამოცემის უფლება ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე სარაჯიშვილს გადასცა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 11 მარტს ქალაქის საბჭომ ილია ჭავჭავაძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წარდგენილი თხოვნა დააკმაყოფილა და ვოდოვოზნის ქუჩას მარი ბროსეს სახელი დაარქვა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულთა კრებას დაესწრო.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე თბილისის გიმნაზიის მშენებლობის კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი სვამდა კითხვას, იქნებ ჟორდანია თვლიდა, რომ სახელმწიფოს ზედნაშენი არ უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში მის ეკონომიკურ ბაზისთან. თუმანოვი არამარტო ჟორდანიას მოუწოდებდა ამ თემასთან დაკავშირებით მრავალ პრობლემურ საკითხზე ჩაფიქრებას, არამედ იმათაც, ვისაც ევალებოდა საკანანომდებლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განხილულია ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის აზრით, არავის უნდა დავიწყებოდა, რომ ქვეყანა ვითარდებოდა არა მუშათა კლასის, არამედ სოფლის მოსახლეობის ძალისა და მნიშვნელობის ზრდის გათვალისწინებით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც მან განიხილა ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ქვეყნის აღმშენებელთა სახელმწიფოებრივი სიბრძნე იმაში მდგომარეობდა, რომ მოვლენათა წინასწარ განჭვრეტა შეძლებოდათ და არა მოვლენათა კუდში ჩანჩალი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „Грузия“-ში დაბეჭდილ კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიაში „წერილები პოლიტიკაზე“ განხილულია ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ხალხი სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ბრძნულ გადაწყვეტილებებს ელოდა ქართველების სახელმწიფოებრივი ცხოვრების სათავეში მყოფი პირებისგან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობასთან დაკავშირებით. თუმანოვი აღნიშნავდა, რომ მომავალი დემოკრატიული რესპუბლიკის ორგანიზაციის საქმეში ჟორდანიას მუშათა კლასის ჰეგემონიაზე გათვლილი სქემა არანაირად არ შეესაბამებოდა იმ ობიექტურ მოცემულობას, რომლის გათვალისწინებით ქართველ ხალხს უწევდა ცხოვრება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილის კერძო საავადმყოფოში ექიმი მ. ფ. მგალობელი იღებდა პაციენტებს ქალთა სნეულებათა და ქირურგიის განხრით.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 მაისს გორში რკინის ხიდი აკურთხეს. კურთხევის ცერემონიას ივანე ამილახვარი, გრიგოლ გოლიცინი და პეტრე იანოვსკი დაესწრნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს ალექსანდრე ოქროპირიძემ მოახსენა, რომ მცხეთის ტაძარი ცუდ მდგომარეობაში იყო და ფინანსური დახმარების მისაღებად ხელმოწერებს აგროვებდნენ. გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა ამ საქმეში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა მეუღლესთან ერთად მცხეთის ტაძარი მოინახულა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვერის წმინდა ნიკოლოზის საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობაში საკვირაო სკოლა გაიხსნა. სკოლის გამგედ სოლომონ ანდრიას ძე ელიოზიშვილი დანიშნეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 მარტს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე ქალანთარმა დამსწრეებს წაუკითხა კავკასიის მეცხვარეთა ამხანაგობის წესდება. მისი შინაარსი დამსწრეთა ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა და საკითხის განხილვა მომავალი კრებისთვის გადაიდო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 მარტს დიმიტრი ნადირაძე დეპოს განყოფილების დასაარსებლად სოფელ მაღაროში ჩავიდა.