ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი მოწინავე წერილისა „ტფილისი, 29 ნოემბერი“ („ჩვენ ამას წინად მოკლედ აღვნიშნეთ ის საგნები...“).

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს დავით სარაჯიშვილის სახლში ქართველი საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ მეფისნაცვალთან კიდევ ერთი დეპუტაციის გაგზავნაზე მოსალაპარაკებლად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა არჩილ ჯორჯაძის სტატიის „ძველი წესის“ სულთ-ბრძოლა“ დასაწყისი, რომელშიც ავტორი ილია ჭავჭავაძის მიერ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილების „გესლიან დაცინვასა და ულმობელ ოხუნჯობაზე“ წერდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 1-ელი სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტამბურად დაიბეჭდა და გასაყიდად გამოვიდა მხატვარ მოსე თოიძის მიერ შექმნილი ილია ჭავჭავაძის პორტრეტი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 ივლისს ილია ჭავჭავაძემ დავით ავალიშვილისგან მიიღო წერილი მის მიერ გადახდილ ორ ვექსილთან ერთად და მეორე დღეს ბანკში მისვლა სთხოვა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ოლივერ უორდროპის მეგობარ ვოგან ვილიამსს უმასპინძლა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ანდრია ღულაძე, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი წიგნების გამომცემელი კომისიის წევრებად აირჩიეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 18 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძე თავის სახლში მიიწვია მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა და სთხოვა, ნიკო ნიკოლაძესთან ერთად მონაწილეობა მიეღო გრაფ დიმიტრი სოლსკის კომისიაში.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძეს ოცდაათწლიანი სამსახურისთვის, თანამდებობის დატოვების შემდეგ ხელფასი შეუნარჩუნეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძის სახლში აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვა ქართველი მოღვაწეები ავტოკეფალიის აღდგენის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეიკრიბნენ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წილს იანვარში ჟურნალ „Кавказский вестник“-ში სოფიო ამირეჯიბის მიერ თარგმნილი ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ დაიბეჭდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე მინისტრთა კომიტეტის კანცელარიაში გამოცხადდა სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის მხარიდან დეპუტატთა არჩევის დებულების პროექტის წინასწარ განხილვაზე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პართენ გოთუა კავკავის სკოლის გამგედ და სამზრუნველოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ არჩილ ჯორჯაძის სტატიის „ძველი წესის“ სულთ-ბრძოლა“ დასასრული გამოქვეყნდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე ფრეილინის ქუჩაზე დაესწრო სხდომას, რომელზეც განიხილეს კანონი სახელმწიფო სათათბიროს მოწვევის შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 4 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის ყოფილ მარშალთან, დავით მელიქიშვილსა და გიორგი ჟურულთან ერთად გრაფ დიმიტრი სოლსკის კომისიაში მონაწილეობის მისაღებად საგანგებო მატარებლით პეტერბურგში გაემგზავრა.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და გიორგი ჟურულთან ერთად სასტუმროში დაბინავდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ დეკანოზ კალისტრატე ცინცაძეს შეუთვალა, მასთან მისულიყო და ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული დოკუმენტურ მასალებს გასცნობოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს მიხეილ ივანეს ძე ქუთათელაძემ ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობდა სილიბისტრო გაბრიელის ძე სურგულაძე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დავით გიორგის ძე ერისთავმა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძემ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დავით გრიგოლის ძე წულუკიძემ.