რეგისტრირებული ფაქტები51444
სორტირება თარიღი კლებადობით
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 23 თებერვალს ნინო ბაქრაძე-გვეტაძემ რაჟდენ გვეტაძეს ქუთაისში მისწერა, რომ მისი წიგნი უკვე სტამბაში იყო და სახელგამმა ავანსის სახით ხუთი თუმანიც გადაუხადა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 23 თებერვალს ნინო ბაქრაძე-გვეტაძემ რაჟდენ გვეტაძეს ქუთაისში მისწერა და სთხოვა, სიფრთხილე გამოეჩინა და სახალხოდ არ ელაპარაკა კოლექტივიზაციის პროცესისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 13 თებერვალს დავით შარაშიძემ პარიზიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა მშობლებს და ვაჟის დაბადება შეატყობინა.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 13 თებერვალს ევგენი გეგეჭკორი ვარშავიდან მთავრობას სწერს, რომ მათმა დელეგატებმა თავიანთ უფლებებს გადააცილეს და დათმობაზე წავიდნენ, მაგრამ რასულსა და ვექილოვს ამან მხოლოდ გემო გაუღვიძა, ესეც ფრიად საკმარისია მათი სულიერი განწყობითვის.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია პარტიათა დელეგაციის მოქმედების გეგმა. გეგმის მიხედვით, დელეგაციის მიზანია საზღვარგარეთ საქართველოს საკითხის პროპაგანდა-აგიტაცია. ამ მიზნით, დელეგაციაში შემავალი თითოეული პარტიის წარმომადგენელი მუშაობს ევროპის სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში და პრესას აწვდის საქართველოდან მოსულ ცნობებს. მართავენ კონფერენციებს და მოხსენებებს.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია პარტიათა დელეგაციის მოქმედების გეგმა. გეგმის მიხედვით, დელეგაციის მიზანია საქართველოდან მოსული ინფორმაციის დამუშავება და უცხოურ პრესაში გამოქვეყნება.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია რეგლამენტის და წესდების პროექტები. პროექტის მიხედვით, დელეგაცია ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს. დელეგაციის სხდომა ითვლება კანონიერად, თუ მას ესწრება ყველა პარტიის წარმომადგენელი.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია რეგლამენტის და წესდების პროექტები. პროექტის მიხედვით, დელეგაციაში პრინციპული საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო პარტიათა საერთო შეთანხმებით და ტექნიკური საკითხები კი – ხმის უმრავლესობით.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია რეგლამენტის და წესდების პროექტები. პროექტის მიხედვით, დელეგაციის ჩეულებრივი სხდომები იმართებოდა ხუთშაბათობით, ორ კვირაში ერთხელ. დაუგეგმავი სხდომის მოწვევა ხდებოდა დელეგაციის პრეზიდიუმის ინიციატივით, ან დელეგაციაში შემავალი ერთი პარტიის წარმომადგენლის მოთხოვნით. დელეგაციის სხდომის ოქმებში მხოლოდ დელეგაციის დადგენილებები უნდა შესულიყო.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 27 იანვარს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და აცნობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში მისი წიგნი გამოვიდოდა.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 26 იანვარს ალექსანდრე მგელაძემ გიგო შარაშიძეს მისწერა, რომ 1930 წლის პირველ თებერვალს 1 წელი სრულდებოდა, რაც პენსიის საკითხის მოგვარებას ცდილობდა. შეატყობინა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
1930
ტიპი: ავტორობა
1930-33 წლებში ქართული ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნის დიდი გამოფენის სამზადისისას ქრისტინე შარაშიძესა და მის თანამშრომლებს საშუალება მიეცათ, თვალი გადაევლოთ ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიისთვის და დაედგინათ მანამდე უცნობი ფაქტები და ქართული წიგნის ბეჭდვის განვითარების გზები 1629 წლიდან მოყოლებული.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძეს მეუღლის, ელენე ტუსენ-შარაშიძის ჭრილობის შეხვევაში ეხმარებოდა ლანჩხუთელი ფერშალი ებრალიძე.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წელს შალვა შარაშიძემ ნინო ქიქოძესა და გიორგი (გიგო) შარაშიძეს შვილიშვილის, დავითის ვაჟის – გიორგი (გოგი) შარაშიძის დაბადება მიულოცა.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930-იან წლებში პარიზში ნოე რამიშვილის ინიციატივით მოეწყო სამხედრო კურსები, რომლებსაც ნიკოლოზ მათიკაშვილი ხელძღვანელობდა.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წელს დავით სამსონის ძე კლდიაშვილს საქართველოს სსრ სახალხო მწერლის წოდება მიენიჭა.