რეგისტრირებული ფაქტები47454
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ ძველი ქალაქის რაბათის საზოგადოებამ მოიწვია მაზრის უფროსი და სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი მასწავლებლებითა და მოსწავლეებით გარდაცვლილი ინსპექტორის ივანე ზურაბის ძე გოპაძის ძეგლის კურთხევაზე, სადაც ძალიან ბევრი ხალხი შეგროვდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძის საფლავზე შეიკრიბნენ მაზრის უფროსი, სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი მასწავლებლებითა და მოსწავლეებით, ადგილობრივი საზოგადოება და აკურთხეს მისი ძეგლი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ პიესას „მეფე და პოეტს“, რომელშიც პოეტის როლს კოტე სიმონის ძე მესხი შეასრულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა პიესებს „ძუნწსა“ და „უჩინ-მაჩინის ქუდს“, რომელშიც იმერლის როლს კოტე სიმონის ძე მესხი ითამაშებდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჯინჭველაძე ახალციხის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ ევროპულ თეატრებში საქართველოსთან შედარებით ათჯერ მეტი არტისტული, ლიტერატურული და მატერიალური რესურსი ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად მაინც იშვიათად დგამდნენ ახალ პიესებს და თუ ქართულ თეატრშიც ხშირად არ იდგმებოდა ახალი სპექტაკლები საერთოდ არც უნდა გაჰკვირვებოდათ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ პიესის მთარგმნელი ან გადამკეთებელი შესრულებული სამუშაოსთვის მცირე ანაზღაურებას ელოდა თეატრისაგან და ამის გამო იგი ნაჩქარევად ასრულებდა თავის საქმეს. სწორედ ამ მიზეზით თეატრისთვის ძალიან რთული იყო წარმოდგენის გასამართად პიესა გადაეთარგმნა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, კავკასიის მთავარმართებელს ქართველი ბერ-მონაზვნების არზა გაუგზავნეს და სთხოვეს, რომ თუკი ბერძნები იერუსალიმში მდებარე ქართული მონასტრების ქონებას გაყიდდნენ, შემოსავალი რუსეთის ხაზინას ჩაებარებინა. ხოლო, ბერძნებისთვის კი – მხოლოდ თავის სარჩენი თანხა მიეცათ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ უსაფუძვლოდ სწამებდა ცილს გაზეთი „თეატრი“ ქართულ დრამატულ საზოგადოებას, თითქოს 14 წარმოდგენიდან არც ერთი ახალი პიესა არ წარმოადგინეს, რადგან „ბარაქალა მასწავლებელო“ და „მიროვოი სუდში“ იყო სრულიად ახალი პიესა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტის სტატუსით მონაწილეობდა 1877-1878 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ 8 წლის ასაკში იგი დედამ საფრანგეთში წაიყვანა ავადმყოფობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ 1877-1878 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში მონაწილეობის შემდეგ იმპერატორის უმაღლესი ბრძანება გამოვიდა მისთვის უგანათლებულესი თავადი ეწოდებინათ.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ სამეგრელოში, გორდსა და ზუგდიდში მამულებს ფლობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ ერთი წელი საქართველოში თავის მამულებში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი 26 წლისა პეტერბურგში ჩავიდა და მარიამ ალექსანდრეს ასულ ადლერბერგზე ჯვარი დაიწერა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ 1877-1878 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი გენერალ იოსებ რომეიკო-გურკოს ხელქვეითი იყო.