ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50542

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილე (ხელს აწერს კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე, საქმის მწარმ. კ. აბაშიძე) 1918 წლის 15 ოქტომბრის მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარეს აცნობებს, რომ სამინისტრომ ყურადღება მიაქცია ქვეყნის იმ კუთხეებს, სადაც სახალხო განათლების მხრივ მეტად ჩამორჩენილი მდგომარეობა იყო, მაგ., თიანეთისა და დუშეთის მაზრებს, კრედიტი გამოითხოვა და 37 ახალი სკოლა გახსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირადი საქმის მიხედვით, ვარლამ გარდავაძე შტატგარეშედ დარჩა, რადგან ბორჯომში სასწავლებლის გახსნა არ იყო გადაწყვეტილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბრიდან ოლღა გიორგობიანი ქუთაისის მესამე უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს სასწავლებლის პედაგოგების – ეკატერინე ნიკოლოზის ასული ვესელოვსკის, რიფსიმე ალექსანდრეს ასული ოვსეპიანისა და ვასილ მიხეილის ძე კოსმინინის – თანამდებობიდან განთავისუფლების დადასტურება სთხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბრამდე რიფსიმე ალექსანდრეს ასული ოვსეპიანი პედაგოგად მუშაობდა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბრამდე ვასილ მიხეილის ძე კოსმინინი პედაგოგად მუშაობდა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბრამდე ეკატერინე ნიკოლოზის ასული ვესელოვსკი პედაგოგად მუშაობდა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 ოქტომბერს შალვა ქარუმიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თელავში და შემდეგ მოხსენება გააკეთა პარტიული ორგანიზაციის კრებაზე საპარლამენტო ფრაქციის ტაქტიკის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად სხდომას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, დავით ონიაშვილმა წარადგინა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის კანდიდატთა სია: ილია თევზაძე, მიხეილ ჭანიშვილი, ივანე ბახტაძე, მარიამ ჩხეიძე, ივანე ლორთქიფანიძე და გედეონ პაპუაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, დავით ონიაშვილმა წარადგინა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ რევოლუციონერთა ფრაქციის კანდიდატთა სია: მარიანე ბასილაია, შალვა ჭოჭუა, მიხეილ ბერულავა, გედეონ მეფარიშვილი, ვსევოლოდ კაპანაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, საბჭოს ყოფილი წევრის, ივანე ვერაზაშვილის ნაცვლად პარლამენტის წევრად დაინიშნა ივანე თევზაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ პარლამენტის კომისიებში ძველი წევრების ნაცვლად წარადგინა ახლები: ირაკლი წერეთელი, გრიგოლ გოგელია, სტეფანე ელიაძე, დავით ონიაშვილი, სარდიონ თევზაძე, ნიკოლოზ მაჭარაძე, ვ. ნინიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ დამფუძნებელი კრების კომისიის წევრად წარადგინა იოსებ მაჭავარიანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 ოქტომბერს აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიამ გზათა და მრეწველობის მინისტრს საზღვაო და სამდინარო სანაოსნო-სატრანსპორტო სააქციო საზოგადოების დაარსების შესახებ განცხადებით მიმართა და შუამდგომლობდა საზოგადოების დამაარსებლებს გადასცემოდათ ყოფილი მესამე ზურგის რაიონის ყველა სამდინარო და საზღვაო გადასაზიდი საშუალება, მთავრობის კუთვნილი ყველა გემი, მიწახაპიები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები – საწყალოსნო ტრანსპორტის მიწოდებისთვის და გასამართად იმ რაიონებში, სადაც სანაოსნო მდინარეები და შავი ზღვის პორტებს შორის მიმოსვლა იყო. საზოგადოების წესდება მუშავდებოდა და მალე შესაბამის სამინისტროს წარედგინებოდა დასამტკიცებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება სენაკის ქართული სკოლისთვის 15 965 მანეთის გაღების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 ოქტომბრის „საქართველოს მოამბეში" გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, კონსერვატორიის დარბაზში გიორგი მამრაძე წაიკითხავდა ლექციას ახალშობილ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე. მოხსენების შემდეგ მსჯელობა გაიმართებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ზავის პერსპექტივები“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „სიტყვა ირაკლი წერეთლის საპასუხო“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ილია ჭყონიას წერილი „საინგილოს გასაჭირი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „თავდადებული მამულიშვილნი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „თბილისის გაქართულება“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ივანე ციციშვილის წერილი „სომეხ ლტოლვილთა კოლონიზაცია“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ოქტომბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, სამსონ დადიანი, დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, გიორგი ნანეიშვილი, დავით ჩიქოვანი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი. კრებაზე განიხილეს გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ, მასში ცვლილებები შეიტანეს და ზოგი მუხლი გამოტოვეს.