რეგისტრირებული ფაქტები47453
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას წინადადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი სიტყვით უნდა გამოსულიყო ამიერკავკასიის ქალაქთა ყრილობის დელეგატთა წინაშე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ისაია ფურცელაძეს 20 ათასი რუბლი შეუწირავს დაბა მერეთში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გასახსნელად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრის, ნოე გიორგის ძე ხომერიკის წინადადებით დაადგინეს ისაი ფურცელაძის მიერ შემოწირული მამულის დაკანონება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ისაია ფურცელაძეს გორის ოლქში მდებარე მამული შეუწირავს სახელმწიფოსათვის.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ისაია ფურცელაძე მამულს ფლობდა გორის ოლქში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრის ნოე ხომერიკის წინადადებით მადლობა უნდა გადაეხადათ მთავრობის სახელით ისაია ფურცელაძისთვის, რომელმაც სახელმწიფოს მამული გადასცა და დაბა მერეთში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გასახსნელად 20 ათასი რუბლი შესწირა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრის ნოე ხომერიკის წინადადებით ისაია ფურცელაძე, რომელმაც დაბა მერეთში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გასახსნელად სახელმწიფოს 20 ათასი რუბლი შესწირა, უნდა დანიშნულიყო ამ სკოლის საპატიო მეურვედ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით იმის გამო, რომ ისაია ფურცელაძემ სახელმწიფოს 20 ათასი რუბლი შესწირა დაბა მერეთში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გასახსნელად, ამ სკოლის კედლებზე მისი პორტრეტი უნდა დაეკიდათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილმა კრებას აცნობა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი, ნიკოლოზ დიასამიძე გარდაიცვალა. კრების წევრებმა ფეხზე ადგომით სცეს პატივი მის ხსოვნას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში სოფელ მეღვრეკისში სამრევლო სკოლა დაარსდა, რომელიც ადგილობრივი მღვდლის, კენჭაძის სახლში იყო მოწყობილი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის იანვრიდან სოფელი მეღვრეკისის სამრევლო სკოლაში კენჭაძე მასწავლებლად მუშაობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი დრამა „ლეკის ქალი გულჯავარი“. რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 4 მაისს კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ჰაკელმა ილია ჭავჭავაძის არასაიმედოობის შესახებ პეტერბურგში საიდუმლო მოხსენება გაგზავნა.
1896
ტიპი: ავტორობა
1896 წლის 17 აპრილს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორს საიდუმლოდ შეატყობინა, რომ თებერვალში გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა „ტენდენციური“ ფელეტონი „სურათები მოწაფეთა ცხოვრებიდამ“. ის გაზეთის მიმართ ადმინისტრაციული სანქციის გამოყენებას მოითხოვდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 17 მაისს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოვიდა გაზეთ „ივერიის“ 103-ე ნომერი და მთავარმართებლის საბჭოს გადაწყვეტილებით მისი გამოცემა რვა თვით შეწყდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვი ურჩევდა გაზეთ „ერთობის“ ხელმძღვანელობას, არ ჩაეთვალა საკუთარი თავი ხალხის ინტერესების ერთადერთ წარმომადგენლად და ეღიარებინა, რომ სხვა ძალებიც არსებობდა, რომლებსაც ასევე დიდი სარგებლის მოტანა შეეძლოთ ხალხისთვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. ფ. მგალობელი იყო ექიმი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მ. ფ. მგალობელი პაციენტებს იღებდა ქალთა სნეულებათა და ქირურგიული განხრით თბილისში, ოლღას ქუჩა N11-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილის კერძო საავადმყოფოში მ. ფ. მგალობელისა და ი. ნ. ტერ-აკოფოვის მეთვალყურეობის ქვეშ გახსნილი იყო სპეცილაური სამკურნალო განყოფილება.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში ფორტეპიანოს კლასს უძღვებოდნენ: ი. ვ. სტაროვსკაია, ტ. ი. ტერ-სტეპანოვა, ლ. ლ. ტრუსკოვსკი და ანა ი. ტულაევა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით სოფიო და ელენე ხერხეულიძეები, ანნა რატიშვილისა და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა ნათესავებსა და ნაცნობებს აუწყებენ ნიკოლოზ ანდრიას ძე ხერხეულიძის გარდაცვალებას.