რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 აგვისტოს სატექნიკო და საპროფესორო სწავლის მთავარი გამგე თაქთაქიშვილი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს, ი. ა. ვანახსა და ნ. ი. უჩუნსკის თბილისის მიწისმზომელთა სასწავლებელში გამოცდების ჩაბარების ნება ეძლევათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანებით, ვასილ ანტონის ძე ჩალენკოვი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, ალექსანდრე ფირცხალაიშვილი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის ინსპექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, მიხეილ ვლადიმერის ძე იასტრებოვი თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, ლეონიდე პავლეს ძე ნევტონოვი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, იაკობ იაკობის ძე მელიუშენკო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N81 ბრძანებით გიმნაზიის გაეროვნების გამო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე უსპენსკი შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი საერო განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნაში წერს, რომ ბათუმის ხელშეკრულების ძალით ჯავახეთი ოსმალოს გადაეცა. ქართული გიმნაზია, როგორც ტერიტორიის გარეშე დარჩენილი, მთავრობის განკარგულებით დაიხურა. ის გიმნაზიის დაარსებიდან 21 მაისამდე იქ მუშაობდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი საერო განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნაში წერს, რომ სამსახურის გარეშე იმყოფება და არაფერი სახსარი არ მოეპოვება ცხოვრებისთვის. მამამისის აფთიაქი და მთელი თავისი ოჯახის ქონება გამოქცევის დროს ახალქალაქში დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ულუკმაპუროდ დარჩნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელმა შალვა ილიას ძე ალხაზიშვილმა საერო განათლების მინისტრს რომელიმე გიმნაზიაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა. მისთვის სასურველი ადგილი თბილისი, ხაშური ან თელავი იყო. მას სურდა საყვარელი საქმე ეკეთებინა და სამშობლოს სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში დახმარებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 26 აგვისტოს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენების „ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებლის ნივთიერი დახმარების შესახებ“ მიხედვით, ქალთა საშუალო სასწავლებლები ყოველწლიურად იღებდნენ 3 500 მან. შემწეობას, მაგრამ ეს ვერ აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნილებას. წმ. ნინოს სასწავლებელმა ვერ შეძლო ჯამაგირების გაცემა და სასწავლებლის საოჯახო ნაწილის მოწესრიგება. ლასხიშვილი სასწავლებელს შუამდგომლობს მინისტრთა საბჭოს წინაშე, რათა ხარჯებისთვის გამოუყონ 3 500 მანეთი.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წლის 26 აგვისტოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ სკოლებში უმეტესად დაბალ სწავლამიღებული მასწავლებლები მუშაობენ, რომელთაც განსაკუთრებული გამოცდით მიუღიათ მასწავლებლობა. ამის მოსასპობად ხონის საოსტატო სემინარიის პედაგოგიურ საბჭოს შუამდგომლობს, დაარსდეს მოსამზადებელი და პირველი კლასების პარალელური კლასები და ამისთვის გაიხსნას კრედიტი 18 625 მანეთის ოდენობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 25 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის მოხსენება ერთკლასიან და ორკლასიან სასწავლებელთა გადაკეთების შესახებ ისე, რომ მომავალში ეს სკოლები სახალხო სკოლას გათანაბრებოდა – სამწლიანი ოთხწლიანად გადაკეთდებოდა, ხუთწლიანი სასწავლებლების დამამთავრებელი განყოფილების მოწაფენი უმაღლეს დაწყ. სასწავლებელში გადაეყვანათ. დაადგინეს: დროებით არსებული მდგომარეობა დარჩენილიყო, სკოლის ძირითადი რეფორმის პრინციპული საკითხი ვიდრე არ გადაწყდებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 25 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის მოხსენება ორკლასიან (ყოფილ საეკლესიო) სამასწავლებლო სკოლათა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთების შესახებ, მათი კურსდამთავრებულები მასწავლებლად გამოუსადგარნი იყვნენ; მთავარგამგეს დაევალა რეორგანიზაციის შესახებ მოხსენების წარდგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 25 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის მოხსენება ხელსაქმის მასწავლებლების ჯამაგირის (10-15 მანეთის) გადიდების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 აგვისტოს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია ჩოხატაურის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლისთვის კ. ერისთავისგან მამულის შეძენის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 აგვისტოს განათლების სამინისტრომ რკინიგზის სამმართველოს სასწავლო ნაწილის გამგეს მისწერა, რომ სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად დამტკიცებას ითხოვდა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე. გამგეს სთხოვეს სამინისტროშო გაეგზავნათ ცნობები მისი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ და მათი ფორმალური დასკვნა. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ლ. ჩიმაკაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 20 აგვისტოს მოხსენებაში „ტექნიკური სასწავლებლის პედაგოგების აგვისტოს ჯამაგირებით დასაკმაყოფილებლად 5087 მან. 54 კაპ. გამოყოფის შესახებ“ ნათქვამია, რომ ხარჯთაღრიცხვა უკვე გადაეგზავნა ფინანსთა მინისტრს, მაგრამ დამტკიცება შეიძლება დაგვიანდეს და მასწავლებელთა მდგომარეობა აუტანელი იქნება, ამიტომ მინისტრთა საბჭოს სთხოვს ამ თანხის გაღებას.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წლის 20 აგვისტოს მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ რესპუბლიკაში სწავლების ენად მოწაფეთა მშობლიური ენა უნდა გამოცხადებულიყო, ამიტომ დაუყოვნებლივ იყო გადასაწყვეტი ქართველ მოქალაქეთა შვილებისთვის სწავლების ენად ქართულის შემოღება. ეროვნულ უმცირესობებს უნდა ჰქონოდათ საშუალება საკუთარ ენაზე განათლების მიღების. რადიკალური გადაწყვეტილება იყო მისაღები თბილისის მთავრობის სასწავლებელთა დახურვის და შემდეგ ამა თუ ერისთვის შესაფერისი რაოდენობის სასწავლებელთა გახსნისთვის, რომლებშიც მოწაფეები ეროვნების მიხედვით განაწილდებოდნენ.