ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50047

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ შ. ბ-ძის (შოთა იაკობის ძე ბერიძე) ხელმოწერით გამოქვეყნდა წერილი „პარტია და პროფესია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) ქიჩიხანის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მიწათმოქმედების სამინისტროს მაღაზია და მანდარინები“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ვერ მოხერხდა ქალაქის საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც უნდა არჩეულიყო ქალაქის არჩევნების წინასწარ მუშაობაში დამხმარე საკონტროლო კომისია, ამიტომ ქალაქის მოურავმა ბენია ჩხიკვიშვილმა გამგეობის დადგენილებით დროებით კომისიაში მოიწვია შემდეგი ხმოსნები: პართენ გოთუა, არჩილ ჯაჯანაშვილი, პარმენ კახიანი, არჩილ რუხაძე და დავით ვაჩნაძე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის აპრილში ვასილ ყიფიანმა თბილისში, თავადაზნაურთა კრებაზე, სათავადაზნაურო სკოლის წლიური ანგარიში წარმოადგინა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სარგის კაკაბაძე იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ქართული ენის კურსების ხელმძღვანელი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სარგის კაკაბაძის „წერ. რედაქციისადმი“, რომელშიც ავტორი ეხმიანება 16 იანვრის ნომერში დაბეჭდილ გარეშეს წერილს „კიდევ ნაციონალიზაცია“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საქმეთა გამგემ წაიკითხა მოხსენება სარევიზიო ფონდის აღდგენის შესახებ, რომელიც მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას განკარგულებაში იყო. მოხსენების თანახმად, მთავრობამ დაადგინა, სარევიზო ფონდის აღსადგენად 10-მილიონიანი ფონდიდან 100 000 მანეთი გადადებულიყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს აგრონომმა არტემ ფირალოვმა კავკასიის შინამრეწველობის ნაწარმთა კოლექციის შედგენა დაიწყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი ქალაქის თვითმმართველობის დარბაზში მივიდა და გაეცნო ქალაქის წარმომადგენლებს. მას სიტყვით მიმართა ქალაქის მოურავმა დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 ნოემბერს, წმინდა ანდრია მოციქულის დღესასწაულზე, თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში უკანასკნელად ჩაატარა წირვა საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა ხარკოვის არქიეპისკოპოსმა ფლაბიანემ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი ნ. რომანოვსკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 აპრილის „დროებაში“ გორის მაზრის ყრილობაზე კონსტანტინე შალიკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ტარასი მამალაძე თბილისის სამოქალაქო სკოლის პედაგოგი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, ვ. გაევსკი აგრონომი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, ტარასი მამალაძემ ქართულ ენაზე თარგმნა ი. ბოლეს წიგნი „მოკლე სახელმძღვანელო აბრეშუმის ჭიის მოვლისთვის“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, ვ. გაევსკიმ ტარასი მამალაძის თარგმნილი წიგნი „მოკლე სახელმძღვანელო აბრეშუმის ჭიის მოვლისთვის“ გამოსცა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.