რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით ილია ჭავჭავაძე დუშეთის სამომრიგებლო განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ყოფილ მდივანს, იონა მეუნარგიას განვლილი წლის ანგარიშის წერილობით წარდგენა დაევალა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ილია ჭავჭავაძე ეცნობოდა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინეს“. როცა კითხულობდა ეპიზოდს, ქრისტინე ბავშვს აკვანში რომ ტოვებს და თბილისში მიდის, კითხვა შეწყვიტა და თქვა, რომ ქართველი დედის ასეთი საქციელი არადამაჯერებელია.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე როინაშვილს ფოტოპირების შეწირვისთვის მადლობა გადაუხადეს.
1868
ტიპი: გარდაცვალება
1868 წელს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა სიძე – დის, ელისაბედის ქმარი ივანე ჯამბაკურ-ორბელიანი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ხაზინადარს ნება მისცეს, სათავადაზნაურო ბანკიდან შეეძინა გარკვეული ღირებულების გირავნობის ფურცლები და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ბანკში დაეგირავებინა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 30 ნოემბერს ილია ჭავჭავაძეს „ივერიის“ რედაქციაში რჩევის მისაღებად მიაკითხეს თბილისის სემინარიის მოსწავლეთა აჯანყების მონაწილეებმა და გააცნეს პეტიცია. ილიამ წაიკითხა მოთხოვნები და ახალგაზრდებს ურჩია, პოლიციისა და ჟანდარმერიისთვის გაფიცვის პოლიტიზირების საბაბი არ მიეცათ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკო ზებედეს ძე ცხვედაძეს დაავალეს მოლაპარაკების წარმოება გრიგოლ იოსების ძე ვოლსკისთან ბათუმის სკოლის შენობის რემონტთან დაკავშირებით.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 16 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თანხა გამოყვეს ბათუმის სკოლაში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 16 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილთან „დედა ენის“ მეათედ გამოცემის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება გრიგოლ ორბელიანის გარდაცვალების 25 წლისთავზე პანაშვიდის გადახდის შესახებ. გამგეობამ პანაშვიდის გადახდა ქაშვეთის ეკლესიაში გადაწყვიტა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 18 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქაშვეთის ეკლესიაში ალექსანდრე ყაზბეგის პანაშვიდს დაესწრო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 1-2 იანვარს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებთან ერთად ალექსანდრე და გრიგოლ ყიფშიძეებთან იყო სტუმრად სოფელ საღოლაშენში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაში დაიბეჭდა ბიოგრაფიული ცნობები ილია ჭავჭავაძის შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 22-24 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო მთავარმართებლის საბჭოს სხდომებში, რომლებზეც სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად თანხების მოზიდვის საკითხი განიხილეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გაირკვა, რომ ელისაბედ ივანეს ასული ბარათაშვილის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი ყულარის მამული ვალში იყო გაყიდული.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება (მდივანი სერგო კაკაბაძე) ქუთაისის ფილიალს 1910 წლის 17 დეკემბრის თხოვნის პასუხად ატყობინებს, რომ მთავარ გამგეობას შესაძლებლად მიაჩნია თავისი გამოცემული საყმაწვილო წიგნები 20%-იანი შეღავათით დაუთმოს ფილიალს სახალხო სკოლებისა და სამკითხველოებისათვის უფასოდ დასარიგებლად.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დააკმაყოფილა იონა მეუნარგიას თხოვნა საზოგადოების მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.