ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51860

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პირველი ეროვნული ყრილობის აღმასრულებელმა კომიტეტმა გამგედ აირჩია ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე, მის მოადგილედ – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ხოლო სახალხო განათლების სექციის წევრებად – ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და ლევან და გრიგოლ იასონის ძე ნათაძეები.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად, სკოლის გარეშე განათლების ყველა დარგის მოწესრიგება ეროვნულ საბჭოს დაევალა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად ეროვნული საბჭოს აღმსრულებელ ორგანოს დაევალა სხვადასხვა რაიონში პედაგოგთა გადამზადების მოკლევდიანი კურსების შექმნა და პედაგოგთა მატერიალური უზრუნველყოფის ამაღლება, იმ პირთათვის, ვინც სკოლაში მასწავლებლობას დააპირებდა, აუცილებელი ერთწლიანი სავალდებულო კურსების გავლა, სპეციალური კომისიის მიერ სკოლის სახელმძღვანელოების ეროვნულ ენაზე მომზადება და ქართული უნივერსიტეტის გახსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად, საშუალო სკოლაში უნდა დარჩენილიყო იმჟამინდელი სასწავლებლის მხოლოდ ოთხი უფროსი კლასი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე შალვა ქარუმიძე გამოვიდა ვრცელი სიტყვით. მან განიხილა მთავრობის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სკოლებში საღვთო სჯული უნდა გაუქმებულიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსნება: კანონპროექტი ოფიცერთა და სამხედრო მოხელეთა შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. მოიწონეს და გადასცეს პარლამენტს. გერმანელ ინსტრუქტორებს განსაკუთრებული უფლებამოსილება მიანიჭეს, რომ ოფიცრების უწესობის შემთხვევაში აცნობონ არამარტო სამხედრო მინისტრსა და გერმანელთა საკომანდოს, არამედ მთავრობის თავმჯდომარესაც.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N100 ბრძანებით შარვაშ დემირჩოღლიანცი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 18 ნოემბრის N103 ბრძანებით ანნა კონსტანტინეს ასული ჩხენკელი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 103 ბრძანებით ოლღა ლუკას ასული ბექაია ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N104 ბრძანებით არჩილ ხარაძე თბილისის საოსტატო ინსტიტუტის ფიზიკის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N105 ბრძანებით, სოფიო ასლანოვისა თბილისის სომხური ლისიციანისეული გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N104 ბრძანებით ალექსანდრე ნიკოლოზის ძე როჟდესტვენსკი თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის კანონმდებლობის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N104 ბრძანებით ალექსანდრე მაქსიმეს ძე ჟორჟოლიანი თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N104 ბრძანებით ვარლამ ნიკოლოზის ძე წერეთელი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს ლავრენტ ფირცხალავას აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 14 ნოემბრის N 92 ბრძანების მიხედვით, პირველი ნოემბრიდან გერმანული, ფრანგული და ლათინური ენების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დავით ლაზარეს ძე ადამია დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ნოემბრის განათლების მინისტრის N 76 ბრძანებით, გიორგი ახვლედიანი თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის დირექტორად დამტკიცდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ თამარ ამირეჯიბს აცნობეს, რომ საღოლაშენის სკოლაში მისი მასწავლებლად დანიშვნის შესახებ მისწერეს აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს. მისი მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად დროებით დანიშვნა 20 ნოემბრიდან შეიძლებოდა. მასწავლებლის წოდების მიღების შემდეგ კი თანამდებობაზე დაამტკიცებდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს აცნობეს, რომ 20 ნოემბრიდან სოღოლაშენში მასწავლებლის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად შეიძლებოდა თამარ სარდიონის ასული ამირეჯიბი დაენიშნათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 ნოემებერს თამარ ამირეჯიბმა საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს სთხოვა, სოფელ სოღოლაშენის ახალგახსნილ სასწავლებელში მასწავლებლად დაენიშნათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე ავალიშვილის მიმართვის საფუძველზე მასწავლებელთა ჯამაგირი თვეში 400 მანეთით გაზარდა. დღის წესრიგში ჩაინიშნეს სკოლებზე ზრუნვა და მათი პრობლემების შესწავლა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ნოემბერს სოფიო ნესტორის ასული თაქთაქიშვილი თხოვნით მიმართავს დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ადგილი მისცენ კომისიის კანცელარიაში მანქანაზე გადამწერის ან სხვა ნებისმიერ თანამდებობაზე. 1918 წლის 10 დეკემბერს ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე სწერს მას, რომ კომისიაში ჯერ-ჯერობით ადგილი არ არის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ წერილი გაუგზავნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მდივანს, გორის ქალთა გიმნაზიიდან მასწავლებლის, ბაღაშვილის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით ვაჩნაძის წერილი „ბრძოლა მიწისათვის ქართლ-კახეთში“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 ნოემბერს ქუთათელ მიტროპოლიტად არჩეული არქიმანდრიტი ნაზარის კურთხევა გაიმართებოდა მცხეთის საპატრიარქო ტაძარში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, არქიმანდრიტი ნაზარი ქუთათელ მიტროპოლიტად აირჩიეს.