რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგე დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე და სამინისტროს კანცელარიის გამგე ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე დაესწრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით მოწვეულ საგანგებო კრებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი დაესწრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ხონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი მ. გ. ჭავჭანიძე დაესწრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის, გიორგი ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს სამტრედიის შერეული გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ხონის საოსტატო სემინარიის დირექტორი ათანასე გაბრიელის ძე ხარაბაძე ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი მიხეილ კინწურაშვილი დაესწრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე, გერასიმე ქიქოძე, სერგო ჯაფარიძე. დამხმარეები იყვნენ: საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი. საბჭოს თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს ს. დადიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კომისიამ გადაწყვიტა, პავლე საყვარელიძისთვის მდივნად დარჩენა ეთხოვათ, რადგან ყველა წევრი დატვირთული იყო კომისიებში მუშაობით. საქმისმწარმოებელი შეასრულებდა ყველა საქმეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით ელენე ლეშკაშელისა დამტკიცდა ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისს სოფელ ვეჯინში გამართულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დამაარსებელთა კრებაზე განიხილეს უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსა და დროებითი გამგეობის არჩევის საკითხი. კრების თავმჯდომარედ აირჩეს გიორგი ივანეს ძე უსეინაშვილი, მდივნად კი – კოლა ყალაბეგაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: დავით ჩიქოვანი და გიორგი ნანეიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა გერონტი ქიქოძე, მდივანი იყო პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 ივლისს განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ხონის საოსტატო სემინარიის შესახებ მოხსენებით წარდგა მინისტრთა საბჭოს წინაშე. პედაგოგიური საბჭოს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სახურავის შესაკეთებლად და შესაღებად საჭირო იყო 3510 მანეთი. სამინისტრო მხარს უჭერდა თხოვნას და შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, რომ ხაზინიდან ეს თანხა გაეცათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს მთავარმა კომიტეტმა დემოკრატთა ფრაქცია ეროვნული საბჭოდან გამოიწვია იმისათვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩაეტარებინა და ფრაქციაში სავაჭრო-სამრეწველო კლასის წარმომადგენლები შეეყვანა. არჩევნების შედეგად ფრაქციაში ვეღარ გავიდნენ ეროვნული საბჭოს წევრები მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს სხდომაზე ჩატარებულ არჩევნების შედეგად მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელმა მიიღო 2, ხოლო დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძემ – 3 ხმა 18-დან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ივლისს გზის მთავარ სახელოსნოებში ფქვილნახშირის გამოცდას დაესწრნენ რკინიგზის მოძრაობის გამგე ალექსანდრე ეფრემის ძე ოდიშელიძე, მთავარი სახელოსნოების უფროსი სარაჯიშვილი, ინგლისის წარმომადგენელი მაიორი ბრეტი და სხვ. გამოცდამ დამსწრეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრმა 1918 წლის 18 ივლისს გამოსცა ბრძანება N17 კავკასიის ოლქის სასწავლო კომისარიატის კომისარ ლ. ა. იშკოვის განთავისუფლების შესახებ. ხელს აწერს ლასხიშვილი.