ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50062

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ივნისს კავკასიის გამოფენის გამგე-კომიტეტის მიერ გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებად აირჩიეს შემდეგი პირები: ალექსანდრე ქალანთარი, გ. შადინოვი, კუჩენბახი, მელიქ-შახნაზაროვი, დ. ანტროპოვი, პ. ვალტერი, ა. ი. დუნაევა-რუდენკო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ თელავში, საზოგადოების დეპოში, წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ თბილისში, ზაქარია გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ ბათუმში, მოსე ნათაძის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოებამ ქართველ ხალხთა სხვადასხვა სასიმღერო ხმის შეკრება გადაწყვიტა, რისთვისაც მოსკოვიდან ჩამოვიდა ამ საზოგადოების წევრი დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი. მას ქართული სასიმღერო ხმების ფონოგრაფზე გადაღება ჰქონდა დავალებული.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 ივნისის სხდომაზე გეოგრაფიული საზოგადოების კომიტეტმა გადაწყვიტა, გამოეცა ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს აღწერა". მისი თარგმნა მოსე ჯანაშვილს დაავალეს.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს გარდაცვლილი გენერლის, ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის ქვრივმა და მემკვიდრეებმა ფინანსური სამინისტროს წინაშე აღძრეს შუამდგომლობა ლევანის ნავთის მწარმოებელი ამხანაგობის დამტკიცების შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ ბათუმში, მოსე ნათაძის წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ თელავში, ივანე როსტომაშვილის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ გორში, სოფრომ მგალობლიშვილის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს რაფიელ ერისთავმა ცხოველთა, მცენარეთა და მინერალთა ლექსიკონის 9 ეგზემპლარი სხვადასხვა სასწავლებელს შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე მიტროფანე ლაღიძემ დიდი ვერცხლის მედალი დაიმსახურა ხილეულისგან სასმელის მომზადებისთვის.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 იანვრის გაზეთ „დროების“ მეშვეობით დავით სუმბათაშვილმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრება 1885 წლის პირველ მაისს გაიმართებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 20 კაპიკად იყიდებოდა მიხეილ ნასიძის წიგნი „თ. ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული ეტიუდი“.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 19 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ეკატერინე მელიქიშვილი-მესხისა ჟურნალ „ქართული ბიბლიოთეკის“ რედაქტორად მოიაზრებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველ აგვისტოს გრიგოლ გოლიცინი აბასთუმნიდან თბილისში გაემგზავრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გაბრიელ ქიქოძის „ქადაგებანი“ თბილისისა და ქუთაისის წიგნის მაღაზიებში მანეთ-ნახევრად იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 20 იანვარს ვალერიან გუნიას მონაწილეობით ქართულ თეატრში დადგეს დრამა „ედმონდ კინი“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში კონსტანტინე ყიფიანის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში ვლადიმერ ალექსეევ-მესხიევის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თბილისის საქალებო გიმნაზიისთვის ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილის სახელობის სტიპენდია დაწესდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 იანვრის გაზეთ „დროებაში“ სოფელ ქვემო ჭალის შესახებ ნიკო ლეონიძის სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 იანვარს არწრუნისეულ თეატრში ნატო გაბუნიას ბენეფისი გაიმართა.