ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ივლისიდან გიორგი ბეროზაშვილი გორის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგედ დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ივლისში ახალციხის მაზრის სოფ. ღრელის მოსახლეობამ თხოვნით მიმართა განათლების სამინისტროს, რომ სოფ. ღრელსა და მიმდებარე სოფლებში გაეხსნათ ქართული სკოლა. თხოვნას ხელს აწერენ: პედაგოგი იესე ნებაძე, იაკობ სუდაძე, ოსმან სელებ-ოღლი, ემან ალი-ოღლი, ისმაილ ალი-ოღლი, გულალი ჯოშხუნ-ოღლი, ლუკა ალავიძე, სტეფანე ნებაძე, იოსებ ნებაძე, იობა ნებაძე, შიო ნებაძე, ესტატე ნებაძე, სოლომონ ნებაძე, ბასილ ნებაძე, არჩილ ნებაძე, გიორგი მურვანიძე, ლაზარე მურვანიძე, თედორე იაძე, გიორგი იაძე, ლუარსაბ იაძე, თომა ალავიძე, გიორგი ალავიძე, ბაგრატ ალავიძე, სერგო ალავიძე, ლუარსაბ ალავიძე, სანდრო ზაზაძე, ლევან ხმალაძე და ისიდორე შადრაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის I ივლისიდან ეფემია გიორგიევი მსახურობდა თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიაში.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში მამია ყარამანის ძე ანთელავამ, თამარ გრიგოლის ასულმა ბეგთაბეგოვმა, სალომე ავალიშვილმა, სოფიო ილიას ასულმა ბაგრატიონ-მუხრანსკიმ (განათლება – თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი), თამარ პაატას ასულმა ბებურიშვილმა ( განათლება – თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის რვა კლასი) განათლების მინისტრს დასაქმების თხოვნით მიმართეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ ივლისს გიორგი ლასხიშვილმა დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს პირველიდან ბოლო კლასამდე მშობლიურ ენაზე მხოლოდ რამდენიმე სასწავლებელში ასწავლიდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლებლების გაეროვნულებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ შექმნილ გადამზადების სპეციალურ კურსებზე პედაგოგებს სხვა საგნებთან ერთად ფსიქოლოგია და ლოგიკა, პედაგოგიკა და პედაგოგიურ მოძღვრებათა ისტორია, ენათმეცნიერების შესავალი და მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის ისტორია უნდა მოესმინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს საშუალო სკოლების ნაციონალიზაცია დასავლეთ საქართველოს ყველა სკოლის პირველ ოთხ კლასში ფაქტობრივად განხორციელდა, აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში კი ამის შესაძლებლობა მხოლოდ საანბანო და პირველ მოსამზადებელ კლასში გაჩნდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრმა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა დამფუძნებელი კრებისათვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს სწავლება მშობლიურ ენაზე –  დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა საშუალო სკოლის ოთხ კლასში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მხოლოდ მოსამზადებელ და პირველ კლასებში განხორციელდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრმა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა დამფუძნებელ კრებას აცნობა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს სწავლება პირველდაწყებით სახალხო სკოლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განხორციელდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების სამინისტრომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სწავლების ყველა საფეხურის გაეროვნებასთან დაკავშირებით დამფუძნებელ კრებას მასწავლებელთა გადამზადებისთვის – 150 000 მანეთი, ხოლო ქართული სახელმძღვანელოების გამოსაცემად 200 000 მანეთი სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს პირველდაწყებითი უმაღლესი სკოლების ნაციონალიზაცია მთელ დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ პირველ კლასში განხორციელდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ იმდროინდელი სკოლა პოლიტიკური ექსპერიმენტის საკითხად იყო ქცეული, ქართულ ენას კი სახელმწიფო დევნიდა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის ივლისში პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობის გამო პასუხისგებაში მისცეს თბილისის საბჭოს ხმოსანი კალენიკე გოგიბერიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას რაჟდენ არსენიძე და პავლე საყვარელიძე დაესწრნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე რაჟდენ მათეს ძე არსენიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ საბოლოოდ დამუშავებული დებულება წარადგინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე რაჟდენ არსენიძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ წაიკითხა მოხსენება მოქალაქის პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ უფლებებზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ი. ჩერქეზიშვილს მიენდო კორპორატიული უფლებები. სხდომა/კომისიამ დაადგინა, რომ ყოველი თავი დაესაბუთებინათ. რ. არსენიძეს დაევალა მოქალაქეობის დებულებათა საბოლოო დასაბუთება, პ. საყვარელიძეს კი ტერიტორიული გამიჯვნისა.

1918

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „საუბარი მუშა ქალებთან, II“. ავტორი განიხილავს ქალების ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის და მოუწოდებს მათ ბრძოლის გაგრძელებისკენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივნისს რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მაყაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, სამსონ დადიანი და სოსიპატრე ასათიანი საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 26 ივნისს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძემ მინისტრთა საბჭოს ეროვნული საბჭოს წინაშე შუამდგომლობა სთხოვა, რათა სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებული ყველა სახელმწიფო და კომერციული სასწავლებელი განათლების სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ გადასულიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს შრომის სამინისტროს საქმეთა კომისარი ევგენი პეტრეს ძე გეგჭკორი თბილისის ტიპოგრაფიული დაწესებულებების მფლობელთა და ბეჭვდითი საქმის მშრომელების საქმის განმხილველ სხდომას თავმჯდომარეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს შრომის სამინისტროში გამართულ სხდომაზე მიღებულ ცნობას „გაფიცვის დღეების განმავლობაში მუშათა შრომის სრულად ანაზღაურების შესახებ“ ხელს მაქსიმე ბერძნიშვილი აწერდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ინიციატივით, ნოე რამიშვილმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ნოე ჟორდანიას გადააბარა, ხოლო თავად მთავრობაში მუშაობა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გააგრძელა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ინიციატივით ნოე რამიშვილმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ნოე ჟორდანიას გადააბარა, ხოლო თავად მთავრობაში მუშაობა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე განაგრძო.