ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ ბანკში გადაუდებელი საქმის გამო საგურამოში ვერ ავიდა და გიორგი ქართველიშვილის მიერ საჩუქრად მირთმეული თევზი გაუგზავნა.

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წლის 18 ივნისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიყენებული შეურაცხყოფისთვის ილია ჭავჭავაძემ დუელში გამოიწვია მიხეილ ვეზირიშვილი და რწმუნებულები მიხეილ ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ჯორჯაძე გაუგზავნა. ვეზირიშვილმა მიიღო გამოწვევა და თავის რწმუნებულებად ალექსანდრე კობიაშვილი და ალექსანდრე დიასამიძე დანიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის კრებას დაესწრო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ივნისში ჟურნალ „მოამბეში“ არჩილ ჯორჯაძის სტატია „ძველი თაობა, ილია ჭავჭავაძე როგორც პუბლიცისტი“ გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 ივნისს ილია ჭავჭავაძე ნაძალადევში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო და მის ფონდში ოქროს თუმანი შეიტანა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 20 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ ვასილი ველიჩკოს წერილი და მისდამი მიძღვნილი ლექსები მიიღო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სახელობის დღე მიულოცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 12 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ყიფშიძის ნარკვევის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“ მეორე ნაწილი გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 6 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ყიფშიძის ნარკვევის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“ I ნაწილი გამოქვეყნდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მიხეილ გედევანიშვილის ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი გამოიცა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში” ფსევდონიმით Wasiani, W. დაიბეჭდა ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილის სტატია მარჯორი უორდროპის მიერ ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ ინგლისურად თარგმნის განზრახვისა და ამ საკითხზე პროფესორ უილიამ მორფილის აზრის შესახებ.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძეს ანტონ ფურცელაძემ წერილით აცნობა,რომ სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის კრება გადაიდო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ქართული გიმნაზიის მზრუნველთა კომიტეტის კრებას, რომლის მიზანია იყო რევოლუციურ მოძრაობაში გიმნაზიის მოსწავლეთა ჩაბმისა და ამის გამო მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან აცილება.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძე მიიწვიეს ქალაქის საბჭოს ხმოსანთა საგანგებო კრებაზე, რომელზეც განიხილეს ბაქოში მომხდარი დაპირისპირება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის და ილია მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებელ იაკობ მალამასთან წარსაგზავნ დეპუტაციაში აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ თელავში განსვენებულ რაფიელ ერისთავის ოჯახს მწერლის ხსოვნის პატივსაცემად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ აცნობა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 17 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის სტატიის „მკითხველის შენიშვნები“ დასასრული.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძეს თბილისის ინგლისურ კლუბში კანდიდატების კენჭისყრაზე დასასწრებად მოწვევა გაუგზავნეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც დაისვა საკითხი, გადაევადებინათ თუ არა გორის მაზრაში გლეხთა მოძრაობით დაზარალებულებისთვის სარგებლის შეტანის ვადა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის თებერვლის ბოლოს ილია ჭავჭავაძე აღმოსავლეთ ქვეყნების შემსწავლელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრად აირჩიეს. ორგანიზაციის მიზანი იყო რუსეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების დაკავშირება ვაჭრობა-მრეწველობის დარგში.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, 9 და 26 მარტს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს დასწრებოდა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 25 თებერვალს ილია ჭავჭავაძე ქაშვეთის ეკლესიაში რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით მიმართა თბილისის გუბერნატორს, უფლება მიეცათ მარიამ დემურიას ხელმძღვანელობით ნაძალადევში სამკითხველო მოეწყოთ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 აპრილს ნიკო ლომოურმა ავჭალის სახალხო თეატრში ილია ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ წაიკითხა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აპრილს ილია ჭავჭავაძე, ანტონ ფურცელაძე, ვახტანგ თულაშვილი, ნიკო ცხვედაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია იაკობ გოგებაშვილის სახლში გამართულ წვეულებას დაესწრნენ.