ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძე აღმოსავლეთ ქვეყნების შემსწავლელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებას დაესწრო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულთა კრებაზე მოკლევადიანი სესხის საკითხების შესახებ მოხსენებით გამოვიდა. სხდომაზე განვლილი წლის ანგარიში წაიკითხეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულთა კრებას დაესწრო და საზოგადოებას დრამატული საზოგადოებისთვის თანხის გამოყოფა შესთავაზა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის კრებას დაესწრო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შენობაში თავმჯდომარეობდა მაჰმადიანთა და მართლმადიდებელ ქართველთა კრებას, რომელზეც განიხილეს სომეხ-თათართა უთანხმოების საკითხები და დასახეს მათი შერიგებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გზები.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც განიხილეს 1904 წელს ბანკის მფლობელობაში დარჩენილი გასაყიდი მამულების საკითხი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე სათავადაზნაურო სკოლისთვის სოფელ სკრის მამულის შეძენის წინადადებით გამოვიდა. კრების მონაწილეებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 6 იანვარს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა კიტა აბაშიძის წერილი „ცხოვრება და ხელოვნება“, რომელშიც მიმოხილული იყო ქართული მწერლობა, მათ შორის ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „მეცხრამეტე საუკუნე“ და პოემები – „აჩრდილი“ და „განდეგილი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ქართველი საზოგადოების თათბირს, რომელზეც რაფიელ ერისთავის ხსოვნის პატივსაცემი ღონისძიებები განიხილეს. სხდომის დადგენილებით, გვირგვინების დამზადების ნაცვლად თანხა რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას მოხმარდებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 18 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ 5, 19 და 28 თებერვალს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს დასწრებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძემ იტალიელ ფილოლოგ ედგარდო მადალენას აცნობა, რომ კარლო გოლდონის მხოლოდ ერთი ნაწარმოები იყო ქართულად თარგმნილი, რომლის პერსონაჟებიც ვალერია და პიკარდა იყვნენ. თარგმანში სათაური შეცვლილი იყო – „ბუზღუნა კეთილისმყოფელი, ან როგორც ჰქუხს, ისე არა წვიმს“.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 8 იანვარს ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელსკისა საგურამოში დაკრძალეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 20 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ გარდაცვლილი რაფიელ ერისთავის ოჯახს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ გარდაცვლილი რაფიელ ერისთავის ოჯახს  თელავში წერლით შეატყობინა, რომ ქართულ საზოგადოებას რაფიელ ერისთავის თბილისში დაკრძალვა სურდა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 3 იანვარს ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელსკისა გარდაიცვალა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გარდაცვლილი რაფიელ ერისთავის სიძეს, ვასილ კახიძეს, თელავში სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თავად-აზნაურთა საკრებულოს სხდომას, რომლის მიზანი იყო, არ დაეშვათ აჯანყებული გურულების წინააღმდეგ გენერალ ალიხანოვის დამსჯელი რაზმის გაგზავნა.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ ისევ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ მეველის ფსევდონიმით დაიბეჭდა დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძის წერილი თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების 20 მაისის კრების შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 10 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სენტენცია „მდიდარს უფრო ადვილად აძლევენ საჩუქრად, ვიდრე ღარიბს სესხად“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ ფინანსთა სამინისტროს საგანგებო საკრედიტო კანცელარიაში გაგზავნა წერილობითი თხოვნა, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საგირავნო ფურცლების ნომინალური ღირებულება თბილისის საკრედიტო საზოგადოებისათვის გაეთანაბრებინათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით იაკობ გოგებაშვილს, იონა მეუნარგიას, ვახტანგ თულაშვილსა და მიხეილ ბებუთაშვილს ნახევარსფეროებისა და საქართველოს რუკებზე, ასევე გლობუსებზე მოთხოვნის შესწავლა დაევალათ.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 25 ნოემბერს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს აცნობა, რომ თანახმა იყო ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად ივანე მაჩაბელი დანიშნულიყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს საგურამოსი გამართულ სასოფლო ყრილობზე გლეხებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოეცხადებინათ ილია ჭავჭავაძისა და სხვა მემამულეებისთვის. მათ 15 სხვა სოფელი შეუერთდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ რაფიელ ერისთავის იგავ-არაკის გამოცემის ხარჯები და საცალო ფასი დაამტკიცა.