ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, საზოგადოების ანგარიშები ყოველთვიურად გაზეთ „დროებაში“ უნდა დაბეჭდილიყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, იაკობ გოგებაშვილს, იონა მეუნარგიას, ვახტანგ თულაშვილსა და მიხეილ ბებუთაშვილს ნახევარსფეროებისა და საქართველოს რუკებზე, ასევე გლობუსებზე მოთხოვნის შესწავლა დაევალათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ მოიწონა პეტრე უმიკაშვილის წინადადება ჰიგიენაზე, ფიზიოლოგიასა და მედიცინის სხვა საკითხებზე საჯარო ლექციების ჩატარების შესახებ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თავად-აზნაურთა კერძო თათბირს, რომელზეც გლეხთა მოძრაობის საკითხი განიხილეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 19 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ და სერგეი მესხმა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს მიმართეს, რომ გაზეთ „დროების“ რედაქტორის უფლებები ილიას სერგეი მესხისთვის გადაეცა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს თონეთში სკოლის გახსნის შესახებ მისწერა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძისა და სხვა ქართველი მოღვაწეების მოწვევით „ვეფხისტყაოსნის“ დასასურათებლად თბილისში მიხაი ზიჩი ჩამოვიდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „კვალში“ „რიგოლეტოს“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა იროდიონ ევდოშვილის პაროდია „ივერიისადმი“ – „მიდის, მიკოჭლობს უგზო უკვლოდ ილოს გაზეთი ...“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოვიდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებაზე.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ლევან ჯანდიერმა ილია ჭავჭავაძეს წერილობით აცნობა, რომ ბანკში უნდა შეეტანა 1000 მანეთი.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ალექსანდრე როინიშვილის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ნაანდერძევი ფოტოატელიეს სამი წლით იჯარით გადაცემის დოკუმენტს, რომელიც ნოტარიალურად ილია წინამძღვრიშვილმა დაადასტურა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძე ანჩისხატის ეკლესიაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გარდაცვლილ წევრთა მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გამგეობას ერთსართულიანი სახლის პროექტი წარუდგინა და დამტკიცება სთხოვა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძის თაოსნობითა და მონაწილეობით ქართველ კათოლიკეთა მიძინების ეკლესიაში სტეფანე ზუბალაშვილს მოსახსენებელი პანაშვიდი გადაუხადეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის თავად-აზნაურთა საგანგებო კრების მუშაობაში. რომელზეც მიიღეს დადგენილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 25 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით მისთვის თანხის გამოყოფის შესახებ.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა პეტრე უმიკაშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიაში.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ ეკატერინე გაბაშვილისაგან მიიღო წერილი, რომელშიც ქართველ ქალთა ამხანაგობის სახელით სთხოვდა, დასწრებოდა სამკერვალო სკოლის მოწაფეთა ლიტერატურულ საღამოს.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს არქიტექტორმა დაწერა დასკვნა, რომ ილია ჭავჭავაძის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი შეესაბამებოდა თბილისის ქალაქის საბჭოს დადგენილების მოთხოვნებს და გამგეობამ მისი მშენებლობის უფლება გასცა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ ანდრეევის ქ. №22-ში ასაშენებელი საკუთარი საცხოვრებელი სახლის პროექტი მინდობილობით ჩააბარა ბეჟან მჭედლიშვილს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილს მოსკოვში მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ძალიან მოეწონა მისი წინადადება, ძველი წიგნების, კერძოდ „ვისრამიანის“, გამოცემის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში ჟურნალ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენის ქართულის თეატრის საქმე ...“. ეს სტატია მწერლის თხზულებათა ათტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული თეატრი, წერილი მეორე“, ხოლო ოცტომეულში – „ახალი პიესები ქართულ სცენაზე“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 23 ნოემბერს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს აცნობა, რომ თანახმა იყო, გაზეთ „დროების“ რედაქტორის უფლებები ილია ჭავჭავაძეს სერგეი მესხისთვის გადაეცა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 16 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ფრანგულიდან თარგმნილ დრამას „შეშლილია“ და რაფიელ ერისთავის მიერ გადაკეთებულ პიესას „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.