ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება, გამოსაცემი ან სათარგმნი სახელმძღვანელოების პროექტი საგანგებოდ გამოყოფილ კომისიას წარმოედგინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ გადაწყვიტა დიდი თონეთის სკოლისთვის გაეწია შუამდგომლობა სახაზინო მამულების გამგებელთან სახელმწიფო ტყიდან საჭირო შეშის გამოტანის ნებართვის მისაღებად.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეეძინათ ვასილ პოტოს რუსულენოვანი ხუთტომეული „კავკასიის ომი ცალკეულ ნარკვევებში, ეპიზოდებში, ლეგენდებსა და ბიოგრაფიებში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 9 იანვარს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 10 იანვარს“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 2 სექტემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამიჯვნის თაობაზედ“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სენტენცია: „ანთებული სანთელი ჩაიწვის და ჩაქრება, ხოლო ერთხელ ანთებული ცოდნა კი თავის დღეში არა: მამიდგან შვილზედ გადადის, შვილიდგან შვილიშვილზედ უფრო განდიდებული, უფრო გაძლიერებული“.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სტეფანე ზუბალაშვილი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შროს წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც მოისმინეს განვლილი წლის ანგარიში და დაამტკიცეს ახალი ხარჯთაღრიცხვა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც მიიღეს დადგენილება, საზოგადოების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად კიდევ ერთი სკოლა და ბიბლიოთეკა დაარსებულიყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „თეატრის შესახებ“ ხელმოწერით „ქართული თეატრის მოყვარე“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ივანე გვარამაძეს შეატყობინა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თანახმა იყო, თავის დაქვემდებარებაში მიეღო მის მიერ დაარსებული ხიზაბავრის ერთწლიანი სამრევლო სკოლა.

1881

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ შეიტყო, რომ მსახიობი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იმ სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ვაჟი იყო, რომელიც 1861 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ენის საკითხებთან დაკავშირებით „მამებსა და შვილებს“ შორის გამართულ პოლემიკაში ჩაება.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „შრომაში“ ყლურწის ფსევდონიმით დაბეჭდილ იუმორისტულ ფელეტონში „ილია ჭავჭავაძე – რედაქტორი“ „ილია ჭავჭავაძე – ბანკის მმართველს“ ბანკის დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის სხდომის ჩატარების აკრძალვის გამო უჩივის.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ქართველები საქართველოში“ დასასრული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ქართველები საქართველოში“ დასაწყისი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ივანე გვარამაძეს მისწერა და სთხოვა, ეცნობებინა, რამდენი შეგირდი სწავლობდა ხიზაბავრის ერთწლიან სამრევლო სკოლაში და რა სასკოლო ნივთები სჭირდებოდათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათუმის სკოლა“.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძესთან გაგზავნილ წერილში ეკატერინე გაბაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ბანკმა დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, ბარბარე ნიკოლოზის ასულ ყიფიანის ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის ხარჯები არ დააფინანსა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის შემოდგომაზე სპექტაკლის „წამხდარი ცხოვრება“ ნახვის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ მსახიობი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი გაიცნო და შეიტყო, რომ მას ქართული ენის სწავლა და ქართულ დასში გადასვლა სურდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძე და დავით ერისთავი რუსული დასის მსახიობის, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის თამაშის სანახავად ნიკოლოზ ჩერნიშევსკის პიესას „წამხდარი ცხოვრება“ დაესწრნენ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 10 ოქტომბრიდან ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ქართულ სცენაზე გამოდიოდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „იმერული „დანოსები“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის გამგებელს და საცენზურო კომიტეტს ჟურნალ „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა დავით მესხს, რომლითაც შეატყობინა, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებოდა ივანე მაჩაბელს გაზეთ „დროების“ ვალის გადახდაში.