ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს იაკობ კირილეს ძე სოლოხინი სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში ხელგარჯილობის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ივანეს ძე გველესიანმა და კანცელარიის დირექტორის მადგილემ ა. პონიატსკიმ თბილისის მიწის სასაწავლებლის სახალხო განათლების სამინისტროსთვის გადაცემის კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული კანცელარიის საბჭოს დროულად დასამტკიცებლად გაუგზავნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის დირექტორი გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია ეროვნულ საბჭოს საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსების შესახებ კანონპროექტის იმ ვარიანტის განხილვას სთხოვდა, რომელიც პირადად იუსტიციის მინისტრის მიერ იყო ხელმოწერილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის დადგენილებით, ალექსანდრე წერეთელი შალვა ალექსი რამიშვილთან [იგულისხმება მესხიშვილი] ერთად რუსეთის სოციალისტ-რევოლიუციონერთა მოსკოვის კონფერენციაზე წარმომადგენლად გააგზავნეს, აქედან კი სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების განსაკუთრებული თათბირის წევრად მიიწვიეს.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს იური ფაღავა, ნიკოლოზ პეტრეს ძე იოსელიანი, სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი, ლევან ქაიხოსროს ძე მამულაიშვილი, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია, ალექსანდრე პლატონის ძე ანდრონიკაშვილი, ნიკოლოზ ჯაყელი და აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრები იყვნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან ქრისტინე შარაშიძე ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

ზინო კალანდარიშვილი ფოთიდან იტყობინებოდა, რომ სამტრედიის რაიონში ფქვილი საერთოდ აღარ იყო. ხორბლის მისაღებად თბილისში ჩამოვიდა ადგილობრივი ინტენდანტის წარმომადგენელი ინდუევი, რომელიც უნდა შეხვედროდა ილარიონ დავითის ძე გიორგაძეს, რომელსაც უნდა ებრძანებინა კორპუსის ინტენდანტ ციციანოვისთვის ფრონტის მოთხოვნის დაუყოვნებლივი დაკმაყოფილება და გაეცა ხორბლის საჭირო რაოდენობა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ვალიკო ჯუღელმა ტელეგრამა გაგზავნა თბილისის სასახლის სახელზე, რომ მისთვის სასწრაფოდ გაეგზავნათ ფული როგორც ხარჯების დასაფარად, ისე გეგმების შესასრულებლად.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918-1920 წლებში ქრისტინე შარაშიძე ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისას მიწვევით ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციაში მუშაობდა.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრთა ავტობიოგრაფიების მიხედვით, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის ბინა მდებარეობდა თბილისში, ვასილ ბებუთოვის ქუჩის N46-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ალექსანდრე წერეთელი თანამშრომლობდა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის არალეგალურ გაზეთთან „კავშირი“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ალექსანდრე წერეთელი რუსეთში ქართული სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე წერეთელმა ხარკოვის ქართველ სტუდენტთა შორის არჩილ ჯორჯაძის სახელობის ჯგუფი დააარსა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ალექსანდრე წერეთელი ხარკოვიდან სოფლად გადაასახლეს, ხოლო შემდეგ [რევოლიუციამდე] პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე წერეთელი ქუთაისის დრამატული და ისტორია-ეთნოგრაფიის საზოგადოებათა გამგეობის წევრი იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ვასილ წერეთელი თბილისში, სურბნიშანის ქუჩა №2-ში, ცხოვრობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის, არდიშვილის მოხსენება საზღვარგარეთიდან შემოტანილი საქონლის გამოსყიდვის შესახებ და დაადგინეს გაუქმდეს მარილის მონოპოლია; დაწესდეს მარილის ნიხრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს დავით რუხაძე წითელ არმიაში კონდუქტორად (უფროს უნტერ-ოფიცრად) მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სერგო ირემაშვილი მსახურობდა კონდუქტორად (უფროს უნტეროფიცრად) წითელ არმიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე ახვლედიანი წითელ არმიაში კონდუქტორად (უფროს უნტეროფიცრად) მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვუკოლ ბერიძემ განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთად ხელი მოაწერა დებულებას „საშუალო სკოლების რეორგანიზაციისათვის“, რომელშიც მითითებული იყო, თუ რა ტიპის უნდა ყოფილიყო საშუალო სკოლა და რა საგნები უნდა ესწავლებინათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბრიუსელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დავით კასრაძე თბილისის II კომერციულ სასწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.