რეგისტრირებული ფაქტები47368
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 4 ივნისს ილია ჭავჭავაძე დავით მიქელაძესა და არტურ ლაისტთან ერთად თელავში ჩავიდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავძემ მონაწილეობა მიიღო განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ჩამოსვენებისა და დიდუბეში დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც ახალი წევრების მიღების საკითხის გაჭიანურების მიზეზები განიხილეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას გაზეთის სასარგებლოდ დაბა სუჯუნში მცხოვრები ქალების მიერ შეგროვებული 110 მანეთი და 10 კაპიკი, ასევე ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეების მიერ შეგროვებული 116 მანეთი და 40 კაპიკი გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ჯაგუ მიმინოშვილი, იულო ჭანტურია, ვარლამ ნოდია და სხვ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას გაზეთის სასარგებლოდ დაბა სუჯუნში მცხოვრები ქალების მიერ შეგროვებული 110 მანეთი და 10 კაპიკი, ასევე ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეების მიერ შეგროვებული 116 მანეთი და 40 კაპიკი გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ტარიელ ნოდია, ნესტორ ზაქარაია, მელიტონ ნოდია და სხვები.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთაგან 1911 წლის საწევრო გადახდილი ჰქონდათ: გიორგი გამყრელიძეს — 3 მანეთი, იოსებ გუჯაროვს — 6 მანეთი, თევდორე გოსხაპეტაშვილს — 5 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთაგან 1911 წლის საწევრო გადახდილი ჰქონდათ: რაჟდენ დუმბაძეს — 20 მანეთი, ალექსი დიდებაშვილს — 3 მანეთი, ივანე დრიაშვილს — 3 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთაგან 1911 წლის საწევრო გადახდილი ჰქონდათ: აბას გაჯიევს — 5 მანეთი, დიმიტრი დუმბაძეს — 25 მანეთი, ალექსანდრე დარჩიაშვილს — 3 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთაგან 1911 წლის საწევრო გადახდილი ჰქონდათ: გიორგი ელერდაშვილს — 3 მანეთი, ლაზარე ელერდაშვილს — 3 მანეთი, დავით ელერდაშვილს — 3 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთაგან 1911 წლის საწევრო გადახდილი ჰქონდათ: ივანე ელოშვილს — 3 მანეთი, ალექსი ელოშვილს — 3 მანეთი, დავით ვაშალომიძეს — 3 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთაგან 1911 წლის საწევრო გადახდილი ჰქონდათ: ვასილ ზირაქოვს — 3 მანეთი, სერგო ზაქაიძეს — 3 მანეთი, იაგორ თამარიძეს — 5 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთაგან 1911 წლის საწევრო გადახდილი ჰქონდათ: ვასილ ვარდაშევს — 3 მანეთი, გრიგოლ ვარდაშევს — 6 მანეთი, გლახა ვარდაშევს — 3 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთაგან 1911 წლის საწევრო გადახდილი ჰქონდათ: დავით თაუროვს — 3 მანეთი, დავით თათარაშვილს — 6 მანეთი, მახარა თინიკაშვილს — 6 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთაგან 1911 წლის საწევრო გადახდილი ჰქონდათ: ნიკოლოზ თაბორიძეს — 6 მანეთი, ნიკო თეგეტაშვილს — 3 მანეთი, სიმონ თეთრუაშვილს — 3 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთაგან 1911 წლის საწევრო გადახდილი ჰქონდათ: ივანე თინიკაშვილს — 3 მანეთი, იობ ინაშვილს — 6 მანეთი, დავით მოსეს ძე ინაშვილს — 3 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთაგან 1911 წლის საწევრო გადახდილი ჰქონდათ: დავით მათეს ძე ინაშვილს — 6 მანეთი, იასე ილურიძეს — 3 მანთი, გიორგი კვირიკაშვილს — 2 მანეთი.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 25 ივნისს გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი ერნსტ ლეიდენი აღძრავდა საქმეს „ივერიის“ რედაქტორის ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. მისი უკმაყოფილება გამოიწვია პუბლიკაციამ, რომლის მიხედვით, თბილისში ვიზიტის დროს ექიმი ლეიდენი პაციენტებს თანხაზე ევაჭრებოდა და ერთ-ერთი მათგანი კონსულტაციის გარეშე დატოვა. ექიმის თქმით, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და პუბლიკაცია ცილისწამება იყო.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ილია ჭავჭავაძემ წერილობით მიმართა კირილე ლორთქიფანიძეს, რომ თანდართული სიის მიხედვით შეეგროვებინა საწევრო გადასახადები და დაეზუსტებინა, ხომ არ იყო სიაში ისეთი პირი, რომელსაც აღარ სურდა საზოგადოების წევრობა.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა საზოგადოების დამხმარე წევრს საჩხერეში ბეჟან წერეთელს მის მაზრაში საწევრო გადასახადების დროული აკრეფის, ცალკეულ წევრთა მისამართების დაზუსტებისა და სააგენტო დავთრების გადაგზავნის თხოვნით.
1895
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1895 წლის 11 ივლისს საგურამოდან ჩამოსულმა ილია ჭავჭავაძემ დაგვიანებით შეიტყო მწერალ პეტრე ნაკაშიძის გარდაცვალების ამბავი.
1895
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1895 წლის 11 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა პეტრე ნაკაშიძის მეუღლეს, ბაბალეს და დიდი გულისტკივილი გამოთქვა საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 12 აპრილს ილია ჭავჭავაძე „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებთან ერთად გორში კრივს დაესწრო.