ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 18 თებერვალი“ („ჩვენი ერთი დიდი უბედურება ის არის...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 24 აპრილი“ („ცარიელი ინჟენერობა, მკურნალობა და ადვოკატობა...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 აპრილი“ („ამას წინად მეთაურს წერილში ვსთქვით, რომ...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 12 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბაქრაძის წერილი სათაურით „ახალი ამბავი“ ილია ჭავჭავაძის მომავალი იუბილეს შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 21 თებერვალი“ („ამ თებერვლის 22-სა დღესა შესრულდება...“), რომელიც ეძღვნება მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალების 100 წლისთავს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ილია ოქრომჭედლიშვილის პანაშვიდს და გვირგვინით შეამკო მისი ცხედარი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო მეფე ერეკლე მეორის მოსახსენიებელ წირვასა და პანაშვიდს სიონის საკათედრო ტაძარში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 თებერვალს სვეტიცხოვლის ტაძარში ილია ჭავჭავაძე დაესწრო მეფე ერეკლე მეორის მოსახსენიებელ წირვასა და პანაშვიდს.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს დავით ერისთავმა წერილობით ბანკის მიერ აბანოს უბნის დაგირავება ურჩია, რათა ისიც სომეხ ვაჭრებს არ ჩაეგდოთ ხელში.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს დისწულის, მაკო აფხაზის გათხოვება შეატყობინა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 6 თებერვალს რუსეთის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მე-5 ყრილობის მასალებში ილია ჭავჭავაძის სიტყვა დაიბეჭდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს დავით მელიქიშვილი პირადად ეწვია და რუსეთის ხელისუფლებასთან მუქარის ტონით საუბრის გამო საყვედური გამოუცხადა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 მარტს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა „ივერიის“ რედაქციას ილია ჭავჭავაძის თბილისში დაბრუნებამდე ჟურნალის მეორე ნომრის შეჩერების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის თებერვალში ილია ოქრომჭედლიშვილმა მოსკოვიდან ილია ჭავჭავაძეს წერილი გაუგზავა და შეატყობინა, რომ მოუთმენლად ელოდა „ვისრამიანის“ დაბეჭდვას.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მეუღლეს წერილობით შეატყობინა, რომ საქმეების დასრულების შემდეგ, პირველ მარტს მოსკოვში გაემგზავრებოდა და ილია ოქრომჭედლიშვილთან 2 დღით დარჩებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 21 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ არწრუნის თეატრში სათაურით „გლახა ჭრიაშვილი“ ილია ჭავჭავაძის „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენებს“ წარმოადგენდნენ, დივერტისმენტად კი – „განდეგილს“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ლ მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასაწყისი წერილისა „ოინბაზობა თუ სულელობა?“ („ყველამ იცის, რომ...“) თბილისში პოლიტექნიკუმის გახსნისადმი გიორგი თუმანიშვილის დამოკიდებულების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასასრული წერილისა „ოინბაზობაა თუ სულელობა?“ („ჩვენი წინანდელი ფელეტონი შევაყენეთ...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილი „პატარა საუბარი“ („გენერალ-ლეიტენანტმა, აწ განსვენებულმა ს. ი. ქიშმიშოვმა...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილი „პატარა საუბარი“ („თ.გ. თუმანოვი გუშინდელ „Новое Обозрение“-ში...“).

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძე და გიორგი ჟურული პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა შეხვედრაზე მიიწვია.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულ გიორგი ჟურულს სთხოვა, რომ მისთვის წერილობით წარედგინა მოხსენება ქართველი გლეხებისთვის მიწის სიმცირის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ თბილისში ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვთან საუბრის შემდეგ იგი მიხვდა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან საუბარი უშედეგო იყო, ომი და სისხლისღვრა კი — გარდაუვალი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულ გიორგი ჟურულს დაუდასტურა, რომ საქართველოში უცხო ეროვნების ხალხზე მიწის გაცემა პრობლემა იყო, მაგრამ რუსეთიდან გლეხების გადმოსახლება და მათთვის მიწების საკუთრებაში გადაცემა არ შეწყდებოდა.