რეგისტრირებული ფაქტები47368
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მერვე პუნქტში ეწერა, რომ რუსეთის სახელმწიფოს ძირითად კანონებს უნდა დაეცვა ყველა ეროვნების პოლიტიკური, მოქალაეობრივი და ეკონომიკური უფლება.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მეშვიდე პუნქტში ეწერა, რომ საქართველოს მოქალაქეთა უფლებები რუსეთის კანონმდებლობაში უნდა შეეტანათ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მეექვსე პუნქტში ეწერა, რომ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონოდა პასპორტის გარეშე მგზავრობის სრული თავისუფლება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეორე ნაწილის მეორე პუნქტში ეწერა, რომ პარლამენტი უნდა ყოფილიყო ერთადერთი საკანონმდებლო დაწესებულება.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეორე ნაწილის მეთორმეტე პუნქტში ეწერა, რომ პარლამენტი გამოსცემდა კანონებს და გააკონტროლებდა სახელმწიფოს ბიუჯეტს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეორე ნაწილის მეთოთხმეტე პუნქტში ეწერა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი პარლამენტის მიერ დაკანონდებოდა მხოლოდ ერთი წლით. ყველა სახის ბეგარა და გადასახადი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უნდა დაემტკიცებინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ყოფილ სტიპენდიატს შეახსენეს, რომ ყოველთვიური შემოსავლიდან ნაწილი უნდა გადაედო და მის დაფინანსებაზე დახარჯული თანხა საზოგადოებისთვის ნელ-ნელა დაებრუნებინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძეს დაავალეს პასუხი მიეწერა თბილისის გუბერნატორისთვის ხაზინიდან სკოლების საჭიროებისთვის თანხის გაცემასთან დაკავშირებით.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა დაადგინეს, რომ სენაკის მაზრის სოფელ გულეიკარის სკოლისთვის სახელმძღვანელოები გაეგზავნათ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა დაადგინეს, რომ ნიკოლოზ ქანანოვისთვის სარეცენზიოდ გადაცემულმა ანატომიის სახელმძღვანელომ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნა და დაუბრუნდა ავტორს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ ჟურნალ „ნობათის“ ხუთი ეგზემპლარი გამოეწერათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განვლილი პერიოდის წვრილმანი ხარჯები დაამტკიცეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს ანგარიში „ვისრამიანის“ გაყიდვებთან დაკავშირებით.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს დადგენილება, რომ სენაკის მაზრის სააგენტოსთვის თანხის მოსაკრები ქვითრები გაეგზავნათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა მიიღეს დადგენილება, რომ დაებეჭდათ დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ ანასტასია თუმანიშვილისეული თარგმანი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომ ნიკოლოზ დადიანის ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად ილია ჭავჭავაძესთან ერთად საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი გრიგოლ ყიფშიძე უნდა წასულიყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 მარტს დავით სარაჯიშვილის ოჯახში სტუმრობიდან მომავალი ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო ღოღობერიძე და ილია ჭავჭავაძე საუბრობდნენ ალექსანდრე ცაგარლის მეგრული ენის კვლევების შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს დადგენილება საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის ორგანიზება ნიკოლოზ ცხვედაძეს, დავით ერისთავსა და ვასილ თუმანიშვილს დაევალათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მარტში ილია ჭავჭავაძე აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც ეკატერინე ჭავჭავაძის უფროსი ვაჟის, ნიკოლოზ დადიანის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შემოწირული ქართული ხელნაწერების, ასევე მამისეული მდიდარი ბიბლიოთეკის აღწერა და თბილისში ჩამოტანა ევალებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 მარტს ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ დადიანის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გადაცემული ბიბლიოთეკის აღწერისა და თბილისში ჩამოტანის მიზნით სამეგრელოში ჩასვლამდე გაჩერდა ქუთაისში. მასთან ერთად იმყოფებოდნენ: ვასილ მაჩაბელი, გრიგოლ ყიფშიძე, იონა მეუნარგია და დავით ერისთავი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მარტს ილია ჭავჭავაძეს თბილისის გუბერნიის სტატისტიკური კომიტეტის წარმომადგენელმა აცნობა, რომ საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.