ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში გამოვიდა მიხეილ ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ქრესტომათია“, რომელშიც გამოქვეყნდა ლექსი „გაზაფხული“, ნაწყვეტები „კაცია–ადამიანიდან?!“, „გლახის ნაამბობიდან“ და „განდეგილიდან“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მესამე ნომერი, რომელშიც გაგრძელდა გეორგ ებერსის რომანის – „ასული ფარაონისა“ ილიასეული თარგმანის ბეჭდვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილს ილია ჭავჭავაძე და კომისიის სხვა წევრები ჩავიდნენ სოფელ გორდში და ჩაიბარეს ნიკოლოზ დადიანის ბიბლიოთეკა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველ აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილისა, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი და სხვები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველ აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე გარსევანიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ნიკოლოზ ცხვედაძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველ აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს წიგნების ანგარიშში 7.46 მანეთი გადასცეს, ვასილ აბაშიძეს — 6.41 მანეთი, დავით ღამბაშიძეს კი — 100 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველ აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე გრიგოლ გრიგოლ ტატიშვილს 29 მანთი გადასცეს, ალექსანდრე მირაქოვს — 3.41 მანეთი, ქართველთა ამხანაგობას კი — 200 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს წიგნების ანგარიშში 500 მანეთი გადასცა, ზაქარია გრიქუროვის ქვრივს — 448, დიტიატკოვსკის ამხანაგობას კი — 150 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მ. გაჩეჩილაძეს 100 მანეთი გადასცა, სერგო გორგაძეს კი — 28 მანეთი, ხოლო მეფუტკრეთა საზოგადოებას — 31.56 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს 25 მანეთი გადასცა, კონსტანტინე თავართქილაძეს — 17.72 მანეთი, დიმიტრი არაყიშვილს — 8.52 მანეთი.

1880

ტიპი: განათლება

1880 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ტიმოთე კონსტანტინოვს შესთავზეს, რომ ალექსანდრეს ინსტიტუტის ნაცვლად გორის სამასწავლებლო სემინარიაში დაუფინანსებდნენ სწავლას (ექვსი თვით), სანაცვლოდ მას სწავლის დასრულების შემდეგ ექვსი თვე საზოგადოების სკოლაში უნდა ემუშავა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე წაიკითხა გამგეობის წერილი, რომელშიც კახეთის რკინიგზის ასაშენებლად 15 ათასი მანეთის გამოყოფას ითხოვდნენ. საკითხი დადებითად გადაწყდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 26 თებერვალს დიმიტრი ყიფიანის თეატრის ამხანაგობიდან გასვლის შესახებ გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ამხანაგობის სხვა წევრების – ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ავალიშვილის, დავით ერისთავის, ივანე მაჩაბლის, დავით სარაჯიშვილის, გიორგი თუმანიშვილისა და იოსებ ბაქრაძის – წერილი.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის თებერვალში ქართველმა მსახიობებმა – კოტე მესხმა, ვასო აბაშიძემ, ავქსენტი ცაგარელმა, კოტე ყიფიანმა და სხვ.– მოითხოვეს, რომ მთავრობის მიერ ქართული დრამატული საზოგადოების წესდების დამტკიცებამდე თეატრალური დასის ხელმძღვანელობა ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, ლუარსაბ მაღალაშვილს, მიხეილ ბებუთაშვილს, აკაკი წერეთელს, ნიკო ნიკოლაძეს, ისაია ფითუაშვილს, სერგეი მესხს და რაფიელ ერისთავს მინდობოდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 1-ელ მარტს ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის დანიშნული დუელი გაუქმდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 29 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული წერილის გამო ნიკო ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძე დუელში გამოიწვია. დუელი 1-ელ მარტს დაინიშნა. ნიკო ნიკოლაძემ სეკუნდანტებად ნიკოლოზ სიმბორსკი და დავით გურამიშვილი დაასახელა, ილია ჭავჭავაძემ კი – იოსებ შალიკაშვილი და ნიკოლოზ ერისთავი.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 9 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მადლობა გადაუხადეს კირიონ საძაგლიშვილს, რომელმაც საზოგადოებას მე-18 საუკუნის ხელნაწერი „სძლისპირნი“, ანტონ კათალიკოსის „რიტორიკა“, ძველი აღთქმის აპოკრიფი, ანა ერისთავ-ბაგრატიონის წერილი მოსკოვის მიტრიპოლიტისადმი და თამარ მეფის მონეტები შესწირა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამოყვეს თანხა ხელნაწერის „ცხენების აქიმობა“ დასაბეჭდად.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ ჟურნალ „ცისკარში“ დაბეჭდა ლექსი „როცა წუხილი მჩაგრავს უწყალო...“ .

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელს შორის გამართულ პოლემიკასთან დაკავშირებით გაზეთ „ნოვოე ობოზრენიში“ ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის წერილები გამოქვეყნდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე ოფიციალურად შეარიგეს და შერიგების ოქმიც შეადგინეს. ოქმს ხელს აწერდნენ: ნიკოლოზ ერისთავი, იოსებ შალიკაშვილი, დავით გურამიშვილი და ნიკოლოზ სიმბორსკი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქმეთმწარმოებელს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის წიგნების კატალოგის შედგენა დაავალეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კავკავის ქართული სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თხოვნა შენობის ასაგებად სიმონ საყვარელიძის ნაანდერძევი თანხის დროულად გამოტანისა და ლატარეის გამართვის აუცილებლობის შესახებ.