ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მხატვარი დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი იყო.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს რუისის სკოლის მასწავლებლისა და სახალხო ბიბლიოთეკარის თხოვნა საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნების მიწოდების თაობაზე.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელ მარტს გაზეთ „Обзор“-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „ბეჭდვითი მეყალბენი“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კიდევ „ტფილისის მოამბეს“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 30 მაისის გაზეთ „მწყემსში“ დაიბეჭდილ დავით ღამბაშიძის სტატიაში გაკრიტიკებული იყო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის მუშაობა და ივანე მაჩაბელთან დაპირისპირებაში ილია ჭავჭავაძე იყო დადანაშაულებული.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აბრამ აკოფოვისთვის წიგნების აკინძვის საფასური გამოყვეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 21 თებერვალს ქართული თეატრის ამხანაგობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ყიფიანის რამდენიმე წინადადება – გაეუქმებინათ დეკლამაციისა და დიქციის კლასები, ჯილდო მიეცათ გიორგი წერეთლის პიესა „ოჯახის ასულისთვის“ და მიხეილ ბებუთაშვილი ამხანაგობის წევრად მიეღოთ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ივანოვის წიგნის „ცა და დედამიწა“ თარგმანის ცენზორთან წარსადგენი ეგზემპლარის გადაწერის თანხა გამოყვეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძე დავით სარაჯიშვილის სახლში გამართულ ქართული თეატრის ამხანაგობის კრებას დაესწრო.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 21 თებერვალს ქართული თეატრის ამხანაგობის სხდომამ დიმიტრი ყიფიანის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. განაწყენებულმა ყიფიანმა ამხანაგობა დატოვა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ მეოთხე ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „პ. უმიკაშვილის ახალს კომედიაზე...“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 26 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ერთი შენიშვნა „ტფილისის მოამბეს“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს ა. ა. ივანენკომ ვერცხლის ჭურჭლით პურ-მარილი მიართვა.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ (N18) ცნობით, მილიციის უფროსმა, პორუჩიკმა ივ. ჟღენტმა პასუხისგებაში მისცა სტ. აბაშიძე, რომელიც ბეჟანოვის ქალს ველოსიპედით დაეჯახა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილის მოხსენება მუზეუმის სამოქმედო გეგმის შესახებ. ხელს აწერენ სექციის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი იროდიონ სონღულაშვილი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 სექტემბერს გიორგი ქართველიშვილის სახლში ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის აღდგენისა და გამოცემის საკითხებთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ პირობა დადო წიგნის გამომცემელ ვარლამ ჭილაძესთან, თავისი თხზულებების გამოცემის თაობაზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 4 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ წიგნების გამომცემელმა ვარლამ ჭილაძემ ხელშეკრულება დადო ილია ჭავჭავაძესთან და აკაკი წერეთელთან მათი თხზულებების გამოცემასთან დაკავშირებით. მან თავად იკისრა ბეჭდვის მთელი ხარჯები და ავტორებს დაჰპირდა შემოსავლის ნახევარს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 30 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე გრიგოლ არწრუნის თეატრში ქართული პრესისა და თეატრალური დასის მიერ თბილისელ ფრანგთა საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენას დაესწრო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 30 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ სიტყვა წარმოთქვა „დროების“ რედაქციაში საფრანგეთის კონსულ მ. მეიერის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის დეკემბერში იონა მეუნარგიამ, ილია ჭავჭავაძის რჩევით, მურიესა და ზუტნერის დახმარებით, მუშაობა დაასრულა „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულ თარგმანზე.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „დროების“ მიმოხილვაში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ „დროების“ რედაქციაში 30 ნოემბერს საფრანგეთის კონსულის მ. მეიერის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე წარმოთქმული სიტყვა.